დღის მისიის მენეჯერი
სფეისში ვეძებთ დღის მისიის მენეჯერს!
ჩვენ ვართ ახალგაზრდა, მიზანდასახული, ცოტა არაორდინარული გუნდი, რომელსაც სჯერა, რომ დროა, არსებობდეს ტრადიციული და მოძველებული ბანკინგის ალტერნატივა. სწორედ ამიტომ შევქმენით სფეისი - პირველი ციფრული ბანკი საქართველოში, რომლის მიზანია ინოვაციებით, ტექნოლოგიებით და დიზაინით გააუმჯობესოს საბანკო სერვისებით სარგებლობის გამოცდლება.
ვის ვეძებთ?
- ვისაც არ ეშინია გამოწვევების, სიახლეების და ძალიან ბევრი მუშაობის
- რომელიც არის ენერგიული, მოტივირებული და მზრუნველი
- უყვარს ადამიანები, მათი დახმარება და აქვს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
- შეუძლია აზრის მარტივად და გასაგებად გადმოცემა
- მოსწონს სფეისის პროდუქტი და უნდა აქ მუშაობა
რას გააკეთებ?
- შეუერთდები სფეისის გამოცდილ მისიის მენეჯერებს მომხმარებელზე ზრუნვის საპასუხისმგებლო მისიაში
- უპასუხებ მომხმარებლებს ტელეფონზე ან ჩათში, დაეხმარები მათ, მიაწოდებ ინფორმაციას და მოუგვარებ პრობლემას (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
სასურველია:
- Call center-ში მუშაობის გამოცდილება
- ინგლისური ენის ცოდნა
- B6 თან და CRM თან მუშაობის გამოცდილება
- გაითვალისწინე, მისიის მენეჯერობის გამოსაცდელი ვადა 6 თვეა.
როგორ დაგვიკავშირდე?
- გამოგვიგზავნე CV მეილზე: career@space.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითე ვაკანსიის დასახელება.
- *რეზიუმეების გადარჩევის შემდეგ, მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს ვუკავშირდებით

შეუკვეთე სფეის ბარათი
პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.