გაყიდვების კონსულტანტი
სფეისის გუნდში ვეძებთ გაყიდვების კონსულტანტს
ჩვენს შესახებ
ჩვენ ვართ ახალგაზრდა, მიზანდასახული, ცოტა არაორდინარული გუნდი, რომელსაც სჯერა, რომ დროა, არსებობდეს ტრადიციული და მოძველებული ბანკინგის ალტერნატივა. სწორედ ამიტომ შევქმენით სფეისი - პირველი ციფრული ბანკი საქართველოში, რომლის მიზანია ინოვაციებით, ტექნოლოგიებით და დიზაინით გააუმჯობესოს საბანკო სერვისებით სარგებლობის გამოცდლება.
ვის ვეძებთ? კონკრეტული პროექტის ფარგლებში ვეძებთ გაყიდვების კონსულტანტს:
- ვისაც არ ეშინია გამოწვევების, სიახლეების და ძალიან ბევრი მუშაობის
- რომელიც არის ენერგიული, მოტივირებული, პუნქტუალური
- უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და აქვს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
- შეუძლია აზრის მარტივად და გასაგებად გადმოცემა
- მოსწონს სფეისის პროდუქტები და უნდა აქ მუშაობა
რას გააკეთებ?
- გაყიდვის წერტილში მომხმარებლების მოზიდვა;
- არსებული და პოტენციური კლიენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება და კონსულტაცია;
- კლიენტების დახმარება სფეის აპლიკაციის რეგისტრაციაში და პროდუქტების გამოყენებაში;
- აპლიკაციის გამოყენებისას მომხმარებელთა პრობლემების გადაჭრა;
- მომხმარებლების უკუკავშირის შეგროვება;
სასურველია:
- Call center-ში მუშაობის გამოცდილება
- ინგლისური ენის ცოდნა
- B6 თან და CRM თან მუშაობის გამოცდილება
საჭირო ცოდნა და უნარები:
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel)
- გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის წარმოების უნარი ქართულ ენაზე;
- ეფექტური კომუნიკაციის და გაყიდვების წარმოების უნარი;
- მომხმარებლის მომსახურების უნარ–ჩვევები: თავაზიანობა, სისწრაფე, ემპათია, ემოციური წონასწორობა;
- პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- კონფიდენციალობის დაცვის უნარი;
სასურველია:
- მომსახურების ან/და გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
როგორ დაგვიკავშირდე?
- გამოგვიგზავნე CV ელფოსტაზე: career@space.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითე ვაკანსიის დასახელება.
*რეზიუმეების გადარჩევის შემდეგ, მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს ვუკავშირდებით

შეუკვეთე სფეის ბარათი
პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.