Scrum მასტერი - სტაჟირება

სამუშაოს აღწერა

სფეისის გუნდში ვეძებთ ეჯაილ გუნდში სქრამ მასტერის პოზიციაზე სტაჟიორს. შენ მოხვდები გუნდში, რომელიც მუშაობს ყველაზე საინტერესო და მასშტაბურ ინოვაციურ პროექტებზე ქართული და საერთაშორისო ბაზრებისთვის.

ჩვენს შესახებ

ჩვენ ვართ ახალგაზრდა, მიზანდასახული, ცოტა არაორდინარული გუნდი, რომელსაც სჯერა, რომ დროა, არსებობდეს ტრადიციული და მოძველებული ბანკინგის ალტერნატივა. სწორედ ამიტომ შევქმენით სფეისი - პირველი ციფრული ბანკი საქართველოში, რომლის მიზანია ინოვაციებით, ტექნოლოგიებით და დიზაინით გააუმჯობესოს საბანკო სერვისებით სარგებლობის გამოცდლება.

ვის ვეძებთ

  • თუ ხარ ცნობისმოყვარე, ენერგიული და მოტივირებული. არ გაშინებს სირთულეებთან შეჭიდება და საინტერესო გამოცდილების მიღება, მუდმივად  ხარ თანამედროვე ტექნოლოგიების და ტრენდების საქმის კურსში, მზად ხარ დაუღალავი შრომისთვის, მაშინ მოემზადე კოსმოსში მოგზაურობისთვის!

შენ:

  • იქნები ეჯაილ გუნდის წევრი
  • მონაწილეობას მიიღებ ორგანიზაციული ეჯაილის განვითარებაში
  • მონაწილეობას მიიღებ ეჯაილ გუნდში სხვადასხვა ფრეიმვორკის დანერგვაში

ამ პოზიციისთვის მნიშვნელოვანია:

  • რომ წარმოდგენა გქონდეს ეჯაილ მეთოდოლოგიაზე
  • არ გაშინებდეს სიახლის დასწრავლა
  • უნდა იყო ძალიან ენერგიული და ინიციატივიანი
  • გაინტერესებდეს საინტერესო პროექტებში მონაწილეობა
  • მზად უნდა იყო ბევრი სწავლისა და შრომისთვის
როგორ დაგვიკავშირდე?
  • დაინტერესების შემთხვევაში გაიარე რეგისტრაცია - https://space.ge/career/ - ზე ან გამოგვიგზავნე CV მეილზე: career@space.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითე ვაკანსიის დასახელება.
    *რეზიუმეების გადარჩევის შემდეგ, მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს ვუკავშირდებით.

შეუკვეთე სფეის ბარათი

პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.