სერვის ექსპერტი

ჩვენს შესახებ

ჩვენ ვართ ახალგაზრდა, მიზანდასახული, ცოტა არაორდინარული გუნდი, რომელსაც სჯერა, რომ დროა, არსებობდეს ტრადიციული და მოძველებული ბანკინგის ალტერნატივა. სწორედ ამიტომ შევქმენით სფეისი - პირველი ციფრული ბანკი საქართველოში, რომლის მიზანია ინოვაციებით, ტექნოლოგიებით და დიზაინით გააუმჯობესოს საბანკო სერვისებით სარგებლობის გამოცდლება.

ვის ვეძებთ?

სფეისის გუნდში ვეძებთ სერვის ექსპერტს საოპერაციო კომპეტენციის ცოდნის ცენტრში, რომლის ძირითადი მიმართულება იქნება თაღლითობების გამოვლენა/პრევენცია, რომელიც არის ცნობისმოყვარე, ტექნოლოგიურად გათვითცნობიერებული და გამბედავი, ვინც შეძლებს, იყოს თვითორგანიზებული გუნდის ნაწილი და ვისაც არ ეშინია ექსპერიმენტების გამოწვევების, სიახლეების და ძალიან ბევრი მუშაობის.

მნიშვნელოვანია რომ:

  • გქონდეს ფინანსურ ინსტიტურში/ბანკში მუშაობის გამოცდილება;
  • გქონდეს უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების, მათემატიკის ან/და იურიდიული მიმართულებით ან მსგავს სფეროში;
  • იცნობდე ჩვენს პროდუქტებს;
  • შეგეძლოს პროცედურების შექმნა/შეფასება
  • თავისუფლად ფლობდე ინგლისურ და რუსულ ენებს
  • შეგეძლოს სხვადასხვა გუნდებთან/პარტნიორებთან კომუნიკაცია და მათთან ერთად პროექტებზე მუშაობა.
  • რისკების მართვის პრინციპების ცოდნა;
  • შეგეძლოს თაღლითობის შემთხვევების გამოვლენა და პრევენცია;
  • MS Office პროგრამების უმაღლეს დონეზე ფლობა

რას გააკეთებ?

  • შექმნი, შეაფასებ და დაამტკიცებ შიდა ბიზნეს პროცესებს;
  • გააკეთებ შიდა ბიზნეს პროცესების ანალიზს და მონიტორინგს;
  • გააკეთებ შედეგების რეპორტინგს და განსაზღვრავ სამოქმედო გეგმებს;
  • დაეხმარები პროდუქტულ გუნდებს, კერძოდ შეაფასებ საოპერაციო რისკებს, გასცემ და დაადასტურებ რეკომენდაციებს;
  • იმუშავებ სხვადასხვა პროექტსა და სტრატეგიებზე;
  • იმუშავებ დოკუმენტებთან - განაახლებ/ შეცვლი და დაამტკიცებ;
  • იზრუნებ პროდუქტის განვითარებასა და მის მონიტორინგზე,
  • ახალი პროდუქტის დამატების ან/და ცვლილების შემთხვევაში შეისწავლი და მოახდენ რისკის შეფასებას შესაბამისი კონტროლის გარემოს შექმნის მიზნით;
  • მოახდენ თაღლითობის შემთხვევების გამოვლენას, ანალიზსა და პრევენციას;
  • ისწავლი თაღლითობის საწინააღმდეგო სისტემაში მუშაობას და შესაბამისი პრევენციის წესების (rules) შემუშავებას, მოდიფიცირებას, ცვლილებას და ა.შ;
  • მოახდენ თაღლითური ტრანზაქციების ანალიზის შედეგად შესაბამის რეკომენდაციების გაცემა;
  • აქტიურად მიიღებ მონაწილეობას თაღლითობის საწინააღმდეგო სისტემის შერჩევასა და დანერგვაში;
  • ყოველდღიურ მონიტორინგს გაუკეთებ თაღლითობის საწინააღმდეგო სისტემას და აწარმოებ ყოველდღიურ რეპორტინგს;
  • გექნება კომუნიკაცია/გამართავ შეხვედრებს თაღლითობის საწინააღმდეგო სისტემის მომწოდებელ ვენდორთან;
  • მოამზადებ/შეიმუშავებ/გაანახლებ მოდელების რისკისა და სისტემის ვალიდაციის რეპორტს;

უნარ-ჩვევები:

  • ახალ ტექნოლოგიურ პროცესებში და სისტემებში მარტივად გარკვევის და ადაპტაციის უნარი;
  • გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • ახალი სისტემის მარტივად ათვისების უნარი.
როგორ დაგვიკავშირდე?
  • გამოგვიგზავნე CV ელფოსტაზე: career@space.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითე ვაკანსიის დასახელება.
    *რეზიუმეების გადარჩევის შემდეგ, მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს ვუკავშირდებით

შეუკვეთე სფეის ბარათი

პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.