სისტემის ანალიტიკოსი

სფეისის გუნდში ვეძებთ სისტემის ანალიტიკოსს!

შენ მოხვდები გუნდში, რომელიც მუშაობს ყველაზე საინტერესო და მასშტაბურ ინოვაციურ პროექტებზე ქართული და საერთაშორისო ბაზრებისთვის. გექნება სრული შემოქმედებითი თავისულება იმისთვის, რომ გადაჭრა რთული და ამავდროულად ძალიან საინტერესო ბიზნეს და ტექნოლოგიური ამოცანები.

ჩვენს შესახებ

ჩვენ ვართ ახალგაზრდა, მიზანდასახული, ცოტა არაორდინარული გუნდი, რომელსაც სჯერა, რომ დროა, არსებობდეს ტრადიციული და მოძველებული ბანკინგის ალტერნატივა. სწორედ ამიტომ შევქმენით სფეისი - პირველი ციფრული ბანკი საქართველოში, რომლის მიზანია ინოვაციებით, ტექნოლოგიებით და დიზაინით გააუმჯობესოს საბანკო სერვისებით სარგებლობის გამოცდლება.

ვის ვეძებთ

  • თუ ხარ ცნობისმოყვარე, ენერგიული, მოტივირებული სისტემის ანალიტიკოსი, გიყვარს რთული სისტემების დაგეგმვა და შექმნა, მუდმივად ხარ თანამედროვე ტექნოლოგიების და ტრენდების საქმის კურსში, მზად ხარ დაუღალავი შრომისთვის, მაშინ მოემზადე კოსმოსში მოგზაურობისთვის!

შენ:

  • იქნები თვითორგანიზებული, ეჯაილ გუნდის ნაწილი
  • ჩაერთვები პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპმენტის სრულ პროცესში (SDLC)
  • მონაწილეობას მიიღებ ინოვაციური ბიზნეს პროდუქტებისა და ტექნიკური გადაწყვეტილებების შექმნაში
  • შეაგროვებ მოთხოვნებს პროექტში მონაწილე მხარეებისგან, მათგან მოწოდებული დოკუმენტების ანალიზისა და ინტერვიუების საშუალებით
  • შეგროვებული მოთხოვნების საფუძველზე შექმნი User Story-ებს, ბიზნეს პროცესის დიაგრამებსა და ტექნიკურ დოკუმენტაციას
  • შეათანხმებ User Story-ებსა და ფუნქციონალურ სპეციფიკაციებს, როგორც ბიზნესის წარმომადგენლებთან, ისე დეველოპმენტის გუნდის წევრებთან
  • არ უნდა გიჭირდეს ნათლად და ლაკონურად წერა და კომუნიკაცია ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე
  • სასურველია, რომ გქოდეს ბიზნესანალიტიკოსად მუშაობის გამოცდილება ბანკში, ან ფინანსურ ორგანიზაციაში

როგორ დაგვიკავშირდე?

  • შეავსე აპლიკაცია აქვე ან გამოგვიგზავნე CV მეილზე: career@space.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითე ვაკანსიის დასახელება. *რეზიუმეების გადარჩევის შემდეგ, მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს ვუკავშირდები
კარგი იქნება რომ გქონდეს:
  • Scrum და Kanban ფრეიმვორკების ცოდნა
  • UX/UI გუნდებთან კოლაბორაციის გამოცდილება
  • კარგი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი

შეუკვეთე სფეის ბარათი

პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.