სტაჟირება - ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინერი

ჩვენს შესახებ

სფეისი პირველი სრულად ციფრული ბანკია საქართველოში. ბანკმა 2018 წელს დაიწყო ფუნქციონირება TBC ბანკის ციფრული პროდუქტების გუნდის ინცირებით. სფეისი ყველაზე დიდი ქართული ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც 2020 წელს უზბეკეთის ბაზარზე შევიდა. ის სრულად ღრუბლობვან IT სისტემებზეა დაფუძნებული. სფეისის გუნდისთვის დიდი გამოწვევაა საერთაშორისო პროექტის მართვა საქართველოდან, ამიტომ ჩვენს გუნდს ვაძლიერებთ პროფესიონალებით.

ამჯერად სფეისში რამდენიმე მიმართულებით გვაქვს ვაკანსიები. ვარჩევთ სტაჟიორებს და ჯუნიორ თანამშრომლებს. სფეისს სტუდენტებთან თანამშრომლობის დიდი გამცდილება აქვს, სტაჟირების პროგრამები მოიცავს ცოდნის და გამოცდილების აქტიურად გაზიარებას. ის შესაძლებლობას აძლევს დაინტერესებულ პირებს რეალურ პროექტზე მუშაობით მიიღონ გამოცდილება. სტაჟირების წარმატებით გავლის შემდგომ სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა გააგრძელონ მუშაობა სფეისში.

სტაჟირების ხანგრძლოვობა - 6 თვე. სტაჟირების მიზანი: ცოდნის და გამოცდილების გაზიარება, თანამშრომლობა

შენ გექნება შესაძლებლობა რომ

  • შექმნა ავტომატური ტესტების სისტემა
  • მონაწილეობა მიიღო grey და black box ტესტირებაში
  • დაწერო ტესტირების გეგმა და Test Case-ები ბიზნეს პროცესებისა და პროდუქტის ფუნქციონალის გასატესტად
  • იზრუნებ QA პროცესის გაუმჯობესებაზე

პოზიციისთვის მნიშვნელოვანია:

  • პროგრამული ენები ცოდნა: java, C#, Python
  • UI და ინტეგრაციის ტესტების ავტომატიზაციის გამოცდილება

როგორ დაგვიკავშირდე?

  • შეავსე აპლიკაცია აქვე ან გამოგვიგზავნე CV მეილზე: career@space.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითე ვაკანსიის დასახელება. *რეზიუმეების გადარჩევის შემდეგ, მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს ვუკავშირდები
კარგი იქნება რომ გქონდეს:
  • ტესტ ავტომატიზაციის ინჟინრის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • მობაილ და ვებ აპლიკაციის ტესტირების გამოცდილება
  • მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება

შეუკვეთე სფეის ბარათი

პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.