ხარისხის კონტროლის მენეჯერი (ტესტერი)

სფეისში ვეძებთ ხარისხის კონტროლის მენეჯერს (ტესტერს)

ჩვენს შესახებ

ჩვენ ვართ ახალგაზრდა, მიზანდასახული, ცოტა არაორდინარული გუნდი, რომელსაც სჯერა, რომ დროა, არსებობდეს ტრადიციული და მოძველებული ბანკინგის ალტერნატივა. სწორედ ამიტომ შევქმენით სფეისი - პირველი ციფრული ბანკი საქართველოში, რომლის მიზანია ინოვაციებით, ტექნოლოგიებით და დიზაინით გააუმჯობესოს საბანკო სერვისებით სარგებლობის გამოცდლება.

ვის ვეძებთ? ხარისხის კონტროლის მენეჯერს, იგივე ტესტერს:

  • რომელიც არის ცნობისმოყვარე, ტექნოლოგიურად გათვითცნობიერებული და გამბედავი
  • ვისაც არ ეშინია ექსპერიმენტების გამოწვევების, სიახლეების და ძალიან ბევრი მუშაობის
  • შეძლებს, იყოს თვითორგანიზებული ეჯაილ გუნდის ნაწილი
  • აქვს ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი
  • აქვს ბიზნეს პროექტებში ხარისხის კონტროლის მენეჯერად მუშაობის 1+ წლიანი გამოცდილება

რას გააკეთებ?

  • ჩაერთვები პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპმენტის სრულ პროცესში (SDLC)
  • მონაწილეობას მიიღებ ინოვაციური ბიზნეს პროდუქტებისა და ტექნიკური გადაწყვეტილებების შექმნაში
  • დაწერ ტესტირების გეგმას და Test Case-ებს ბიზნეს პროცესებისა და პროდუქტის ფუნქციონალის გასატესტად
  • შექმნი ავტომატური ტესტების სისტემას და მიიღებ მონაწილეობას black & white box ტესტირებაში

როგორ დაგვიკავშირდე?

  • შეავსე აპლიკაცია ქვემოთ ან გამოგვიგზავნე CV მეილზე: career@space.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითე ვაკანსიის დასახელება.
კარგი იქნება რომ გქონდეს:
  • Scrum და Kanban ფრეიმვორკების ცოდნა
  • UX/UI გუნდებთან კოლაბორაციის გამოცდილება

შეუკვეთე სფეის ბარათი

პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.