UI/UX დიზაინერი

სფეისის გუნდში ვეძებთ UI/UX დიზაინერს

შენ მოხვდები გუნდში, რომელიც მუშაობს ყველაზე საინტერესო და მასშტაბურ ინოვაციურ პროექტებზე ქართული და საერთაშორისო ბაზრებისთვის. გექნება სრული შემოქმედებითი თავისულება იმისთვის, რომ გადაჭრა რთული და ამავდროულად ძალიან საინტერესო ბიზნეს და ტექნოლოგიური ამოცანები.

ჩვენს შესახებ

ჩვენ ვართ ახალგაზრდა, მიზანდასახული, ცოტა არაორდინარული გუნდი, რომელსაც სჯერა, რომ დროა, არსებობდეს ტრადიციული და მოძველებული ბანკინგის ალტერნატივა. სწორედ ამიტომ შევქმენით სფეისი - პირველი ციფრული ბანკი საქართველოში, რომლის მიზანია ინოვაციებით, ტექნოლოგიებით და დიზაინით გააუმჯობესოს საბანკო სერვისებით სარგებლობის გამოცდილება.

ვის ვეძებთ

  • თუ ხარ ცნობისმოყვარე, ენერგიული, მოტივირებული UI/UX დიზაინერი, გიყვარს რთული სისტემების დაგეგმვა და შექმნა, მუდმივად  ხარ თანამედროვე ტექნოლოგიების და ტრენდების საქმის კურსში, მზად ხარ დაუღალავი შრომისთვის, მაშინ მოემზადე კოსმოსში მოგზაურობისთვის!

ვეძებთ UI/UX დიზაინერს:

  • 2 წელზე მეტი გამოცდილებით თანამედროვე დიჯიტალ პლატფორმების (მობილური, ვებ აპლიკაციები) მომხმარებლის გამოცდილების (UI/UX) დიზაინში
  • კონცეპტუალური ხედვით,  ვიზუალური კომუნიკაციის უნარით, სკეტჩებისა და პროტოტიპების მომზადების ტექნიკების ცოდნით

რას გააკეთებ?

  • უმთავრესი ამოცანაა უნიკალური და საუკეთესო ინტერფეისის და გამოცდილების შექმნა მომხმარებლისთვის
  • Figma_ას ან სხვა მსგავსი ( Sketch, XD) პროგრამის ცოდნა
  • სხვადასხვა პრაქტიკული თულების და პლაგინის გამოყენების უნარი და ინტერესი
  • პროდუქტის განვითარების ხედვისა და სტრატეგიის შემუშავებაში აქტიური მონაწილეობა
  • ახალი ტრენდებისა და ტექნოლოგიების კვლევა, მათ შესახებ ინფორმაციის მოძიება, გაზიარება
  • იქსფირიენს დიზაინერთან ერთობლივი მუშაობა.

როგორ დაგვიკავშირდე?

  • შეავსე აპლიკაცია ან გამოგვიგზავნე CV და თქვენი პორთფოლიო მეილზე: career@space.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითე ვაკანსიის დასახელება.
კარგი იქნება რომ გქონდეს:
  • მიღებული მონაწილეობა 1 ან მეტი მობაილ აპლიკაციის შექმნაში
  • მომხმარებლის ინტერფეისის გამოყენებადობის და კვლევის ინტერესი და გამოცდილება

შეუკვეთე სფეის ბარათი

პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.