სტაჟირება - რეპორტინგის მენეჯერი

ჩვენს შესახებ

ჩვენ ვართ ახალგაზრდა, მიზანდასახული, ცოტა არაორდინარული გუნდი, რომელსაც სჯერა, რომ დროა, არსებობდეს ტრადიციული და მოძველებული ბანკინგის ალტერნატივა. სწორედ ამიტომ შევქმენით სფეისი - პირველი ციფრული ბანკი საქართველოში, რომლის მიზანია ინოვაციებით, ტექნოლოგიებით და დიზაინით გააუმჯობესოს საბანკო სერვისებით სარგებლობის გამოცდლება.


სფეისს სტუდენტებთან თანამშრომლობის დიდი გამოცდილება აქვს, სტაჟირების პროგრამები მოიცავს ცოდნის და გამოცდილების აქტიურად გაზიარებას. ის შესაძლებლობას აძლევს დაინტერესებულ პირებს რეალურ პროექტზე მუშაობით მიიღონ გამოცდილება. სტაჟირების წარმატებით გავლის შემდგომ სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა გააგრძელონ მუშაობა სფეისში.

ვის ვეძებთ

  • სტაჟიორს რეპორტინგის გუნდში, რომელსაც მოუწევს:

  • ბიზნესის სხვადასხვა მიმართულებასთან კომუნიკაცია  და მათი მოთხოვნების გაანალიზება 
  • სხვადასხვა არხიდან მონაცემების წამოღება და დამუშავება 
  • მონაცემების დახარისხება და მომზადება სხვადასხვა ანალიტიკის ჯგუფებისთვის
  • ყოველდღიური რეპორტების წარმოება 
  • პროცესების ავტომატიზაცია 

  • მოკლედ, თუ გაინტერესებს ბაზებთან მუშაობა, გინდა, რომ მიიღო ცონდა და გამოცდილება ანალიტიკაში, რეპორტინგში, გაეცნო მონაცემთა ინჟინერიის საფუძვლებს, მაშინ ეს პოზიცია შენთვისაა.

Რა უნდა იცოდე?

  • სტაჟირების ხანგრძლოვობაა 6 თვე  
  • Სტაჟირების მიზანია გაგიზიაროთ გუნდში დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება და მომავალშიც გავაგრძელოთ თანამშრომლობა
  • სტაჟირება არის ანაზღაურებადი 
  • რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 16 აგვისტო

როგორ დაგვიკავშირდე?

  • შეავსე აპლიკაცია აქვე ან გამოგვიგზავნე CV მეილზე: career@space.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითე ვაკანსიის დასახელება.
    CV_ების მიღების ბოლო ვადაა 16 აგვისტო
    *რეზიუმეების გადარჩევის შემდეგ, მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს ვუკავშირდები
აქვე, გაითვალისწინე, რომ სასურველია რომ გქონდეს: 
  • მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება (Transact SQL )
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
  • დაგეხმარება რელაციური ბაზების პრინციპების ცოდნა
  • კარგი იქნება რომ გქონდეს Python-ზე მუშაობის გამოცდილება და იცნობდე პროგრამირების საფუძვლებს

შეუკვეთე სფეის ბარათი

პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.