ჯუნიორ 3D Motion დიზაინერი

სფეისის მარკეტინგის გუნდში ჯუნიორ 3D Motion დიზაინერს ვეძებთ

შენ მოხვდები გუნდში, რომელიც მუშაობს ყველაზე საინტერესო და მასშტაბურ ინოვაციურ პროექტებზე ქართული და საერთაშორისო ბაზრებისთვის. გექნება შემოქმედებით ექსპერიმენტებში მონაწილეობის და განვითარების შესაძლებლობა.

ჩვენს შესახებ

ჩვენ ვართ ახალგაზრდა, მიზანდასახული, ცოტა არაორდინარული გუნდი, რომელსაც სჯერა, რომ დროა, არსებობდეს ტრადიციული და მოძველებული ბანკინგის ალტერნატივა. სწორედ ამიტომ შევქმენით სფეისი - პირველი ციფრული ბანკი საქართველოში, რომლის მიზანია ინოვაციებით, ტექნოლოგიებით და დიზაინით გააუმჯობესოს საბანკო სერვისებით სარგებლობის გამოცდლება.

ვის ვეძებთ?

თუ ხარ ცნობისმოყვარე და მონდომებული, მუდმივად ეცნობი თანამედროვე დიზაინ ტრენდების და მზად ხარ დაუღალავი შრომისთვის, მაშინ მოემზადე კოსმოსში მოგზაურობისთვის!
შენგან არ ვითხოვთ დიდ გამოცდილებას. მთავარია გიყვარდეს შენი საქმე და სულ ცდილობდე განვითარებას🚀

შენ:

  • შექმნი 3D ვიზუალებს
  • იმუშავებ 3D და 2D ანიმაციებზე
  • დაამონტაჟებ ვიდეოებს
  • ასევე, შესაძლებლობა გექნება, გაუზიარო გუნდს შენი ხედვები და იდეები, ხოლო გუნდისგან მიიღებ აქტიურ მხარდაჭერას შენი სწრაფი განვითარებისა და წინსვლისთვის!

გაითვალისწინე:

  • უნდა შეგეძლოს მუშობა შემდეგ პროგრამებში: After effect, Premiere Pro, Photoshop/illustrator, ასევე Cinema 4D ან სხვა.
  • კარგი იქნება, 1 წლიანი გამოცდილება გქონდეს
როგორ დაგვიკავშირდე?
  • შეავსე აპლიკაცია აქვე ან გამოგვიგზავნე CV მეილზე: career@space.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითე ვაკანსიის დასახელება.

    *რეზიუმეების გადარჩევის შემდეგ, მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს ვუკავშირდები

შეუკვეთე სფეის ბარათი

პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.