დენის გადასახადი | Denis Gadasaxadi

მართე დენის გადასახადი და სხვა ყველა შენი გადახდა სფეისით

  • 150-მდე კატეგორიის გადახდის სერვისი
  • არანაირი საკომისიო
  • მარტივი და მყისიერი პროცესი

    მიიღე აპლიკაციის გადმოსაწერი ბმული სმს-ით

    Denis Gadasaxadi | komunaluri gadasaxadebi deni | Telasi

    სფეისთან ერთად, ბევრად მარტივია, თვალი ადევნო გადახდებს და ამისათვის არ დაგჭირდეს ზედმეტი ძალისხმევა.

    გვინდა ეს თუ არა, კომუნალურების გადახდა ყველას გვიწევს. ვიცით, რომ ეს შენი დღის ყველაზე საინტერესო ნაწილი არ არის და სწორედ ამიტომ სფეისში ვიფიქრეთ, როგორ გაგვემარტივებინა ეს პროცესი. შენ შეგიძლია გადაიხადო კომუნალურები სფეისში და მართო ყველა შენი გადახდა ერთ სივრცეში.

    თუ თვის ბოლოა და გიწევს დენის გადახდა, სახლიდან გაუსვლელად რამდენიმე წამში შეგიძლია დაფარო დენის გადასახადი, სხვა კომუნალურებთან ერთად. ამასთან, არ დაგავიწყდეს, რომ სფეისში შეგიძლია, ყველა შენი ბარათი მიაბა და აირჩიო, რომლით რისი გადახდა გინდა. თუ ერთ ბარათზე არ გყოფნის ფული, გადარიცხე ბარათებს შორის და ისე გადაიხადე.

    სფეისში ასევე შეგიძლია, შექმნა კომუნალურების შაბლონები და თითის ერთი დაჭერით გადაიხადო ყველაფერი. უბრალოდ მონიშნე ვარსკვლავი და დააშაბლონე.

    რა არის კომუნალურების კალათა?

    თუ ხშირად შოპინგობ ონლაინ, ზუსტად გეცოდინება, რა მარტივია, რომ მონიშნო სასურველი პროდუქტები, ჩაყარო ისინი ვირტუალურ კალათაში და შემდეგ ერთიანად გადაიხადო. სწორედ ეს გამოცდილება გადმოვიტანეთ სფეისშიც.

    აპლიკაციის დახმარებით შეგიძლია, ერთ კალათაში ჩაყარო ყველა შენი გადახდა, მათ შორის, დენის, გაზის, ჯარიმის გადასახადი, მობილურის ბალანსი, შემდეგ კი ხელის ერთი მოსმით დაფარო დავალიანება.

    რაც შეეხება საკომისიოებს – გეტყვით, რომ ჩვენც ძალიან არ გვიყვარს საკომისიოები, განსაკუთრებით კი დაფარული გადასახადები. ამიტომ, აქციის ფარგლებში, სფეისის აპლიკაციით კომუნალურების გადახდა სრულიად უფასოა. გამონაკლისია მხოლოდ Denis Gadasaxadi – ენერგო პრო, რომლის საკომისიოც ჩვენ არ გვეკუთვნის.

    მოკლედ, დაივიწყე შენს ბრაუზერში გახსნილი უამრავი ფანჯარა, უბრალოდ გადმოწერე სფეისის მობილური აპლიკაცია და აკონტროლე კომუნალურები სახლიდან გაუსვლელად.

    არ დაგავიწყდეს, რომ სფეისში 24/7 – ზე შეგიძლია ნებისმიერი სერვისის მიღება, ამიტომ საათს არც კი დახედო. უბრალოდ გადაიხადე კომუნალურები ან შეივსე მობილურის ბალანსი და დაზოგე დრო.

    შექმენი შაბლონები და გადაიხადე თითის ერთი დაჭერით

    სფეისის აპლიკაციაში შეგიძლია დააშაბლონო, ჩაყარო კალათაში ყველა გადასახადი და დაფარო ისინი თითის ერთი დაჭერით. შაბლონის შესაქმნელად, გადახდის დროს ვარსკვლავით მონიშნე შენი ტრანზაქცია და სულ ესაა! ახალი შაბლონის დაამატებას, რედაქტირებას და წაშლასაც ნებისმიერ დროს შეძლებ.

    გაითვალისწინე, ნებისმიერი გადახდისას დახარჯულ თითო ლარზე, სფეის თამაშში დაგერიცხება 100 ვარსკვლავი და ყოველ პარასკევს 5₾-დან 150₾-მდე მოგების შანსიც გაგეზრდება.

    რას ამბობენ აქტიური სფეისელები

    პირველი ქართული პროდუქტია რომელსაც ნაკლი ვერ მოვუძებნე. მაგრები ხართ!

    გიორგი ვ.
    ★ ★ ★ ★ ★

    შეყვარებული ვარ ამ პროდუქტზე 🚀

    გიორგი დ.
    ★ ★ ★ ★ ★

    მომწონს სფეისი - კრეატიული, თანამედროვე, უშუალო. მომსახურებაც განსხვავებულია - სფეისის პილოტი ჩემთვის აღმოჩენაა! 💙წარმატებები ნოვატორულ გუნდს!

    ნათია მ.
    ★ ★ ★ ★ ★

    ძალიან საჭირო, კომფორტული, მოსახერხებელი და მომსახურება ხომ საერთოდ 💫💙 ბარათის დიზაინიც რა მაგარია! 👌

    ია თ.
    ★ ★ ★ ★ ★

    შეუკვეთე სფეის ბარათი

    პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

    სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

    დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.