სფეის ბარათი

შეუკვეთე ბარათი პირდაპირ აპლიკაციიდან და იმოგზაურე სფეისში.

სფეის ბარათი

ყველა სერვისი დისტანციურად

უკონტაქტო ვიზა ბარათი

დღევანდელი სამყაროს სწრაფ ტემპში ყოველ წამს აქვს მნიშვნელობა. ბარათის გატარებისასაც კი არ უნდა დაკარგო ზედმეტი დრო. უბრალოდ შეახე ბარათი ტერმინალს და გადახდილია. დღეს შენს ყოველ წამს დიდი მნიშვნელობა აქვს. შენი დრო ფულის გადახდისდროსაც არ უნდა დაკარგო. შეახე სფეის ბარათი ტერმინალს. სფეის! და გადახდილია

ანგარიში, თუ შეიძლება

სფეისში ანგარიშის გახსნა შეგიძლია დისტანციურად, სულ რამდენიმე საფეხურის გავლით: გადაიღე სელფი, გადაუღე ფოტო პირადობის მოწმობას, გაიარე ვერიფიკაცია და დარეგისტრდი. გახდი პირველი, სრულიად ციფრული ბანკის მომხმარებელი. დაემშვიდობე ფილიალებს, რიგებს და ტაბლოზე შენი რიგის ნომრის ანთებით გამოწვეულ სიხარულს

შეუკვეთე, ჩვენ მოგიტანთ

დაივიწყე ბარათის შესაკვეთად და მერე მის მისაღებად რიგში ორჯერ დგომა. დაივიწყე რიგის ტაბლოზე წითლად აციმციმებული სამნიშნა რიცხვი. შენ ეს დრო შეგიძლია უფრო სასარგებლო რამეში გამოიყენო: გაასეირნო ძაღლი, ეთამაშო შენს შვილს, ან წაუძინო. რადგან: სფეისის აპლიკაციიდან ბარათს უკვეთავ რამდენიმე წამში. ბარათს უფასოდ მოგიტანთ ნებისმიერ მითითებულ მისამართზე 3-5 სამუშაო დღეში. ბარათის პინს მიიღებ სფეისის მობილური აპლიკაციიდან და გაააქტიურებ ბანკომატში მოთავსებით.

სფეის ბარათი, გამჭვირვალე ტარიფები

გამჭვირვალე ტარიფები

არანაირი თვიური საკომისიო

სფეის ბარათი უფასოა. ფულს არ იხდი ბარათის მიტანაში. არ იხდი სფეის ბარათის ყოველთვიური მომსახურების საკომისიოს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გრძელვადიანი ურთიერთობის წარმატებისთვის, აცუილებელია გულწრფელობა. ამიტომ ჩვენ ზუსტ ინფორმაციას გაწვდით ტარიფებზე და საკომისიოზე, რომლებიც მაქსიმალურად შევამცირეთ.

სფეის ბარათი ყველგან

შენ თუ ძალიან საქმიანი ხარ, ან არც ისე საქმიანი, მაგრამ გიყვარს მოგზაურობა და ხშირად დადიხარ საზღვარგარეთ, მაშინ სფეის ბარათი შენთვის ყოფილა შექმნილი. სფეის ბარათს და სფეის აპლიკაციას გამოიყენებ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. გახადე მოგზაურობა კიდევ უფრო სასიამოვნო და ფინანსურად მარტივი. არ დაუშვა, რომ არითმეტიკამ დასვენებაში ხელი შეგიშალოს.

ფულის განაღდება

სფეის ბარათით თანხას გაანაღდებ ნებისმიერ ბანკომატში. თიბისის, ჰალიკ ბანკის, ვითიბი ბანკისა და ლიბერთი ბანკის ბანკომატებში კი სპეციალური ტარიფით ისარგებლებ. ყველა ვხვდებით, რომ ნაღდ ფულს ფუნქცია დღითიდღე ეკარგება, მაგრამ ყოველთვის გამოჩნდება უბნის პატარა საყვარელი ხილ-ბოსტნეულის მაღაზია და გემრიელი თონე, სადაც ბარათს ჯერ არ იღებენ.

სფეის აპი და სხვა ბარათები

ყველა ბანკის ბარათი ერთ სივრცეში

თუ რამდენიმე ბარათი გაქვს, შეგიძლია ისინი მარტივად მოაქციო ერთ სივრცეში და სპეის აპლიკაციას მიაბა. სფეის აპის მეშვეობით შენ შეძლებ მარტივად, ბარათიდან ბარათზე გადარიცხვას და სხვადასხვა ოპერაციების შესაბამის ბარათებზე მიბმას. სფეისით ბარათიდან ბარათზე განხორციელებული გადარიცხვა აისახება მყისიერად. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ბანკის ბარათი გაქვს. სფეისისთვის ყველა ერთნაირად მისაღებია.

დაბლოკე და მოხსენი ბლოკი აპლიკაციიდან

აღმოაჩინე, რომ ბარათი საფულეში აღარ გიდევს? უსაფრთხოებაზე წინ არაფერი დგას და ასეთ დროს წამებია გადამწყვეტი, სატელეფონი ზარშიც კი არ უნდა დახარჯო დრო. სფეისში შენ შეგიძლია წამებში დაბლოკო შენი ბარათი პირდაპირ აპლიკაციიდან. თუ ყველაფერი რიგზეა, ასევე წამებში მოხსნი ბლოკს ბარათს.

გადარიცხვები

სფეის ბარათიდან შეგიძლია თანხა გადარიცხო ნებისმიერი ბანკის ნებისმიერ ბარათზე. თანხა მიმღების ანგარიშზე მყისიერად აისახება. არ აქვს მნიშვნელობა დღე-ღამის რომელ პერიოდში მოხდება ტრანზაქცია. სფეის ბარათით შეგიძლია გადაიხადო კომუნალური გადასახადები და შეავსო მობილური ტელეფონის ბალანსი.

აიღე ონლაინ სესხი 5 წუთში

ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას