მიიღე აპლიკაციის გადმოსაწერი ბმული სმს-ით
სფეის ყულაბა იგივე ანაბარია, რომელიც ფულის დაგროვებისას სრულ თავისუფლებას გაძლევს. ყულაბიდან ნებისმიერ დროს შეგიძლია, შეიტანო და გამოიტანო ფული, ყოველგვარი საკომისიოს დარიცხვისა და სარგებლის ცვლილების გარეშე.
სფეისში შეგიძლია შენთვის სასურველი ერთი ან რამდენიმე მიზნის სახელობის 5-მდე ყულაბა გახსნა ერთდროულად, სადაც ფული ისე დაგიგროვდება, ვერც კი გაიგებ. მიუთითე დასაგროვებელი თანხა წინასწარ და თვალი ადევნე ყულაბის შევსების პროცესს. სფეის ყულაბას თანხის გატანის საკომისიო არ აქვს. შეგიძლია, ნებისმიერ დროს გაიტანო თანხა სფეის ანგარიშზე ისე, რომ არც საკომისიო დაგერიცხება და არც ყოველწლიური საპროცენტო განაკვეთი შეიცვლება.
სფეის ბარათით ყოველი გადახდისას, შენ მიერ არჩეული თანხა (50 თეთრი, 1 ლარი, 2 ლარი ა.შ.) პირდაპირ ყულაბაში გადაიყრება.
მაგალითად, თუ ლანჩი 11,60 ლარი დაგიჯდება და დაგროვების ეს ფუნქცია გექნება არჩეული, სფეისი თანხას ზედა მთელ რიცხვამდე, ანუ 12-მდე დაგიმრგვალებს და ნაშთს 40 თეთრს ყულაბაში შეგინახავს. ამ ფუნქციის გაორმაგება, გასამმაგება და კიდევ უფრო გამრავლებაც შეგიძლია. შესაბამისად, 2X, 3X, 4X ან 5X ფუნქციის ჩართვით, ფულს კიდევ უფრო სწრაფად დააგროვებ.
ამ შემთხვევაში, უბრალოდ ირჩევ თარიღს და თანხას, რომელიც კვირაში ან თვეში ერთხელ ავტომატურად ჩამოგეჭრება სფეის ბარათიდან ან აპლიკაციაში მიბმული ნემისმიერი სხვა ბარათიდან და გადაირიცხება შენს ყულაბაში.
ჯერჯერობით სფეის ყულაბაში ფულის დაგროვება შეგიძლია მხოლოდ ლარში.
2018 წლის 1 იანვრიდან ბანკი მონაწილეობს „დეპოზიტების დაზღვევის სიტემის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, ყველა დეპოზიტორის დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული ხელმისაწვდომი თანხა, დეპოზიტების/ანგარიშების რაოდენობის მიუხედავად, ანაზღაურდება დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ 15 000 ლარის ფარგლებში, ხოლო, დანარჩენი თანხა ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლია ეწვიო სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ვებგვერდს: www.diagency.ge
პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.ყველაზე მოქნილი ყულაბა
ფულის დაგროვების მარტივი მეთოდი
მართე ფული თავისუფლად, 24/7-ზე
მიაღწიე მიზნებს სფეისთან ერთად
არანაირი საკომისიო
ჩართე ავტომატური დაგროვების წესები
ყოველ გადახდაზე ფიქსირებული თანხა ჩაირიცხება შენს ყულაბაში
ყოველ გადახდაზე თანხა დამრგვალდება და ნაშთი ჩაირიცხება ყულაბაში
სასურველ რიცხვში ფიქსირებული თანხა ჩაირიცხება ყულაბაში
რა უნდა იცოდე?
შეუკვეთე სფეის ბარათი