სფეისი

რჩევები სფეისის HR პარტნიორისგან

მოგესალმები სფეისიდან! მე ვარ ნანუკა, სფეისის HR ბიზნეს პარტნიორი და ამ ბლოგში შევეცდები, გაგიზიარო ისეთი რჩევები, რომლებიც საშენო სამსახურის პოვნაში დაგეხმარება, სადაც საინტერესო იქნება მუშაობა და თან, სწავლისა და განვითარების შესაძლებლობას მოგცემენ.

1. აუცილებლად გაეცანი კომპანიის ორგანიზაციულ კულტურას

კულტურა განსაზღვრავს, როგორი ურთიერთობა აქვს ორგანიზაციას თანამშრომლებთან, გუნდის წევრებს ერთმანეთთან და რა ღირებულებების მატარებლები არიან ისინი.

სამუშაო ადგილის შერჩევისას მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის ღირებულებები შენს პრინციპებთან არ მოდიოდეს კონფლიქტში, უკეთესია, თუ თანხვედრაშია😊
კომპანიის კულტურაზე შეგიძლია ინფორმაცია მიიღო მისი ვებ-გვერდიდან, სოციალური არხების მეშვეობით, ვაკანსიის შინაარსით, ან გაიკითხო, რას ჰყვებიან თანამშრომლები თავიანთ დამსაქმებელზე.

სფეისში განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ შიდა კულტურას და მის გაცნობას გუნდის ახალი წევრებისთვის. ეს პროცესი იწყება შერჩევით: ჩემთან და უშუალო ხელმძღვანელთან ერთად, კანდიდატს ხვდებიან გუნდის სხვადასხვა წევრები, რომ შეაფასონ, რამდენად ჩაეწერება ახალი წევრი ჩვენს კულტურაში.

ახალმოსული ყველა თანამშრომელი გადის ე.წ. ონბორდინგ ტრეინინგებს, რომლის ფარგლებშიც ისინი ეცნობიან კომპანიის ღირებულებებს, სტრუქტურას, მუშაობის პრინციპებს, გუნდის წევრებს და სხვა მნიშვნელოვან დეტალებს.

ასევე, ახალი სფეისელები იღებენ Welcome Kit-ს, რაც აერთიანებს სფეისის ბრენდირებულ ყოველდღიური გამოყენების ნივთებს და ჩვენს კულტურის წიგნს. კულტურის წიგნი არის გზამკვლევი სფეისელობისთვის. წიგნში ეცნობიან, თუ როგორ დაიბადა სფეისის შექმნის იდეა, რისთვის არსებობს, ვინ არის ჩვენი მომხმარებელი, რა ღირებულებები აქვს და როგორ მუშაობს ის, როგორია სფეისური ეჯაილი და ა.შ.

2. გაარკვიე, რამდენად გექნება განვითარების შესაძლებლობა

ბევრი ადამიანისთვის, დამწყები თუ შემდგარი პროფესიონალისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია შეძლებს თუ არა ცოდნის გაღრმავებას, ახალი პოზიციების მოსინჯვას და წინსვლას.

მაგალითად სფეისში, ყველა თანამშრომლის განვითარებაზე მისივე გუნდის ლიდი ზრუნავს. პერიოდულობით ინიშნება უკუკავშირის შეხვედრები, დგება ინდივიდუალური განვითარების გეგმაც.  უკუკავშირის გაცვლა ორივე მხარისთვის საინტერესოა, ეს პროცესი გვეხმარება საქმიანობის რეალისტურად შეფასებაში და ძლიერი მხარეების კიდევ უფრო დავხვეწაში.

ხშირად გვაქვს ცოდნის გაზიარების შეხვედრები, სადაც გუნდები ერთმანეთს უყვებიან თავის სპეციალობაზე, სიახლეებზე და ა.შ.

იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე წევრს სურს სრულიად ახალ პოზიციაზე გადასვლა, სხვა მიმართულების მოსინჯვა, ამ გზასაც ერთად ვვგეგმავთ. სფეისში ათეულობით პრეცედენტი გვაქვს, როდესაც ჩვენი თანამშრომელი ერთ პოზიციაზე იწყებს მუშაობს და მისთვის სრულიად ახალ შესაძლებლობებს აღმოაჩენს და ამ მიმართულებით ვითარდება კარიერულად. მაგალითად გვყავს პილოტები, რომლებიც ახლა ტესტერის, ანალიტიკოსის და მისიის მენეჯერის პოზიციებს იკავებენ, ასევე მისიის მენეჯერები, რომლებმაც სისტემის ანალიტიკოსის, ოპერაციების სერვის ექსპერტის, ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერის როლები მოირგეს.

3. გაიგე, ვინ მუშაობს ამ კომპანიაში?

ერთი ფუფუნებაა პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდში მოხვედრა. კარგია, რომ მოიძიო ინფორმაცია კომპანიის თანამშრომლებზეც. საინტერესო გამოცდილების მქონე პროფესიონალების გუნდთან ურთიერთობა დაგეხმარება, რომ სწორად განვითარდე. ძლიერ გუნდს უყვარს გამოწვევები, სიახლეების დანერგვა და წინსვლა.

სფეისელებს არ აშინებთ დიდი და საინტერესო გამოწვევები, შეცდომების დაშვება და სწავლა, სწორედ ეს აძლიერებს ჩვენს გამოცდილებას და პროფესიულადაც ზრდის გუნდს. ჩვენთან შეცდომებს მარტივად ვპატიობთ, ინიციატივის ნაკლებობას კი ვერ.

4. ყოველთვის საინტერესოა კომპანიის გეგმები

იკითხე, როგორ გეგმავს კომპანია განვითარებას, რა არის მთავარი გამოწვეევა, რომლის წინაშეც ის ახლა დგას და რა იქნება შენი როლი ამ გამოწვევების მიღწევაში.

მაგალითად, სფეისი სწრაფად მზარდი კომპანიაა. 2020 წელს მიუხედავად პანდემიისა, სფეისმა მოახერხა გეოგრაფიული ექსპანსიაც და მის პლატფორმაზე შეიქმნა პირველი სრულად ციფრული ბანკი, ამჯერად უზბეკეთში. ამ რთულ და საინტერესო პროცესში მთელი გუნდი ჩართული იყო და არა მხოლოდ კომპანიისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გარღვევა მოხდა.

5. არ დაგავიწყდეს, იკითხო ბენეფიტებზე

სხვადასხვა კომპანია დასაქმებულს საინტერესო ბენეფიტებს სთავაზობს. ეს შეიძლება იყოს მატერიალური და არამატერიალურიც. დაწყებული დაზღვევით, დამთავრებული სასიამოვნო, ჯანსაღი სამუშაო გარემოთი, ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვით.

სფეისელები სხვადასხვა კორპორაციული შეთავაზებებით ვსარგებლობთ, თუმცა პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ მთავარი მიზეზი, რის გამოც აქ მუშაობა ასეთი მიმზიდველია, ის თავისუფალი გარემოა, რომელიც ოფისში ხვდებათ თანამშრომლებს. მაგალითად აქ ცალკე აღმოაჩენ playstation-ის ოთახს, მონაწილეობას მიიღებ მაგიდის ფეხბურთის ჩემპიონატებში, მოიყვან შენს შინაურ ცხოველს და ა.შ.

6. შეგეძლება, თუ არა დისტანციურად მუშაობა

უკვე მეორე წელია ეს საკითხიც ძალიან მნიშვნელოვანი გახდა სამუშაოს მაძიებლებისთვის. პანდემიამ ბევრ კომპანიაში დააჩქარა დისტანციურ, ან ჰიბრიდულ სამუშაო მოდელზე გადასვლა, ეს თანამშრომლებისთვის სასიამოვნო სიახლე აღმოჩნდა, რადგან, მათ შესაძლებლობა აქვთ, იმუშაონ სხვადასხვა ლოკაციიდან, მეტი დრო გაატარონ ოჯახის წევრებთან ერთად და ნაკლები დრო დახარჯონ გზაში.

სფეისმა მალევე აუწყო ფეხი ამ ცვლილებებს. რადგან ჩვენთან ყველაფერი ისედაც ციფრული იყო, დისტანციურად მუშაობის მოდელზე გადაწყობა არ გაგვჭირვებია და დღემდე ასე  ვმუშაობთ.და ბოლოს, თუ გინდა, რომ შემოუერთდე სფეისის გუნდს, თვალი ადევნე ჩვენი ვაკანსიების გვერდს. გელოდებით 😊

    გამოიწერე სიახლეები და შეთავაზებები

    არასდროს გამოტოვო უახლესი ამბები სფეისიდან
    შესანიშნავია, შენ წარმატებით ჩაეწერე ჩვენ სიაში!
    უი, გამოწერის შეცდომა, გთხოვთ, სცადოთ მოგვიანებით.

    შემდეგი

    შეუკვეთე სფეის ბარათი

    მიიღე ბარათი სრულიად უფასოდ, ნებისმიერ ადგილას.

    სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

    დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.