სფეის ბარათი

4 რამ, რაც უნდა იცოდე, სანამ სუპერმარკეტში საყიდლებზე წახვალ

სუპერმარკეტებში სიარულის გარეშე შენი ყოველდღიურობა როგორ წარმოგიდგენია? ალბათ, ვერანაირად. მნიშვნელობა არ აქვს რისთვის შედიხარ – ერთი შეკვრა საღეჭი რეზინის საყიდლად, რომელიც მეგობრების ნახვისთანავე ახლიდან გაქვს საყიდელი, თუ წინასწარ შედგენილი სიის მიხედვით მთელი კვირის პროდუქტების მოსამარაგებლად (მთელი წლის? ათი წლის? – თუ ზომბი აპოკალიფსის მოლოდინში ხარ). იქნებ უნივერსიტეტის დიპლომი გეგულება შიგნით? მოკლედ, რა მნიშვნელობა აქვს. ისე, ოდესმე დაფიქრებულხარ, რომ სუპერმარკეტში სიარულსაც აქვს თავისი წესები, რომლითაც შეიძლება ფული დაზოგო?

თუ “კი”, მაგრამ სწორ პასუხამდე ვერ მიხვედი, ან “არ” და – გაინტერესებს, შეგიძლია ეგრევე მეოთხე პუნქტზე გადახტე 😀 ^_^

1. შედი ისეთ სუპერმარკეტში, რომელშიც შენთვის საჭირო ყველა პროდუქტს იპოვნი

თუ საკვებ პროდუქტებთან ერთად საყოფაცხოვრებო ნივთებიც გჭირდება, აჯობებს პირდაპირ დიდ სუპერმარკეტს მიაშურო, სადაც უფრო მეტი არჩევანია და ორ სხვადასხვა ადგილას მისვლა აღარ მოგიწევს

2. წინასწარ მოიფიქრე კვირის განმავლობაში, რა კერძების მომზადებას აპირებ

თუ წარმოდგენა გაქვს, რისი გაკეთება გსურს საუზმედ/სადილად/ვახშმად, ან შემთხვევით ხელში ისეთი რეცეპტი ჩაგივარდა, ნებისმიერ დიდ რესტორანს რომ შეშურდებოდა, – ანუ ზუსტად იცი, რა ინგრედიენტები გჭირდება, – სუპერმარკეტში ნავიგაციაც ბევრად უფრო გაგიმარტივდება. ფულსაც ნაკლებს დახარჯავ და რამდენიმე კვირის მერე მაცივარში, ან კარადის კუთხეში ჰორორ ფილმებში რო დაობებული და ბუზებდახვეული პროდუქტებია, მაგასაც არ აღმოაჩენ.

3. შენს ტვინს სძაგს საყიდლებზე მშიერი სიარული!

პირადი გამოცდილება გვკარნახობს, რომ მშიერ კუჭზე საყიდლებზე სიარული ცუდი იდეაა. ისევე როგორც სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება – სიყვარულში გამოტყდომა, დაოჯახება, კოსმოსში გაფრენა, ზემოთნახსენები ზომბების დახოცვა, F1-ში მონაწილეობა და ა.შ… მშიერზე ყოველთვის იმაზე მეტს ყიდულობ ვიდრე გჭირდება და ხელიც უფრო სწრაფი და არაჯანსაღი პროდუქტისკენ გაგირბის.

4. ჯერ თუ არ ხარ სფეისელი, დარეგისტრირდი და აქციის ფარგლებში დაიბრუნე სუპერმარკეტში გადახდილი 25 ლარი უკან

ფულის დაზოგვის ყველაზე მარტივი გზა ბოლოსთვის მოვიტოვეთ. იყიდე რაც გინდა, დახარჯე სფეის ბარათით სუპერმარკეტებში მინიმუმ 50 ლარი და დაიბრუნე უკან 25. ესეც შენი ეკონომია.

აქციაში მონაწილეობს ის, ვისაც ჯერ არ აქვს სფეისის აპლიკაცია. როგორ უნდა ჩაერთო?

  1. გადმოწერე სფეისის აპლიკაცია
  2. გაიარე რეგისტრაცია და შეუკვეთე სფეის ბარათი
  3. მიაბი შენი ნებისმიერი ბანკის ბარათი და ბარათებს შორის გადარიცხვის ფუნქციით გადმოიტანე მინიმუმ 50₾ სფეის ბარათზე
  4. გადაიხადე ამ 50₾-ით ნებისმიერ სუპერმარკეტში
  5. დაიბრუნე 25₾ უკან მომენტალურად

დაე იხაროს შენმა კუჭმა და სადებეტო ბარათმა ^_^ შემდეგ აქციამდე <3

    გამოიწერე სიახლეები და შეთავაზებები

    არასდროს გამოტოვო უახლესი ამბები სფეისიდან
    შესანიშნავია, შენ წარმატებით ჩაეწერე ჩვენ სიაში!
    უი, გამოწერის შეცდომა, გთხოვთ, სცადოთ მოგვიანებით.

    შემდეგი

    შეუკვეთე სფეის ბარათი

    პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

    სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

    დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.