სფეის ყულაბა

5 რჩევა, როგორ დაზოგო ფული ყოველდღიურად

მოდი, ვაღიაროთ, საშუალო სტატისტიკურ ადამიანებს ფულის დაზოგვა გვიჭირს. უმრავლესობისთვის ეს პროცესი სიამოვნების მოკლებასა და მოსაწყენ, ერთფეროვან ცხოვრებასთან ასოცირდება: წარმოიდგენ ერთსა და იმავე უგემურ საჭმელს, გემრიელი ლანჩის ნაცვლად, სუპერმარკეტის დახლებზე ფასების გაფაციცებით თვალიერებას და მათ გამუდმებით შეკრება-გამოკლებას…

სინამდვილეში საქმე არც ისე რთულადაა როგორც ჩვენ გვგონია – არც შიმშილი და არც შოპინგზე უარის თქმა არ დაგჭირდება. უბრალოდ გაითვალისწინე ჩვენი რჩევები, სულ ოდნავ შეცვალე შენი ყოველდღიური ჩვევები და მალე შეამჩნევ, როგორ გაიზრდება შენი დანაზოგი თვიდან თვემდე.

1. ყოველთვის დასვი კითხვა – “ნამდვილად მჭირდება ამის ყიდვა?”

ეცადე შენს ბიუჯეტს ანალიტიკურად მიუდგე და ყოველდღიური ხარჯები ორ კატეგორიად დაყო: “საჭიროებები” და ” სურვილები”. შემდეგ დაფიქრდი, რა მოხდება თუ “სურვილების” კატეგორიაში გაერთიანებული ნივთებიდან რამდენიმეს მაინც არ იყიდი. იმ შემთხვევაში, თუ მიხვდი, რომ დიდი დანაკლისი არ იქნება შენთვის, ე.ი. მისი ყიდვა არ ღირს. ნუ მიაქცევ ყურადღებას გემრიელ სასუსნავებს თავზე ფასდაკლების ნიშნით, კარგად გაიხსენე, რა შედის შენი საჭიროებების ჩამონათვალში და იყიდე ის, რაც ნამდვილად გჭირდება.

2. ივახშმე სახლში მეგობრებთან ერთად

დაფიქრდი, ყოველთვიურად რამდენ ფულს ხარჯავ გარეთ ვახშმობაში? ალბათ მასში გადახდილი ფულიც ბევრჯერ დაგნანებია და გიფიქრია, ამას სახლშიც ხომ მოვამზადებდიო. ჰოდა, დროა, შენი კულინარიული უნარები გამოსცადო და მეტი ობიექტურობისა და მოტივაციისთვის მეგობრებიც დაპატიჟო. ჰო, რაც მთავარია, ვახშმის ინგრედიენტების ფულის განაწილება არ დაგავიწყდეთ, ამის გარეშე ჩვენი რჩევა არც ისე სარგებლიანი გამოვა.

3. კარგად დაფიქრდი სანამ აბონიმენტს იყიდი

გახსენდება შემთხვევა, როდესაც სავარჯიშო დარბაზის ან საცურაო აუზის აბონიმენტი დაუფიქრებლად იყიდე და მხოლოდ რამდენჯერმე გამოიყენე? შემდეგში, როდესაც ასეთი გადაწყვეტილების მიღებას გადაწყვეტ, კარგად მოიფიქრე, კონკრეტულად რომელ დღეებში და რომელ საათებში შეძლებ იქ მისვლას, დარწმუნდი რომ ამისთვის დროს აუცილებლად გამონახავ და ფულს ტყუილად არ გადაიხდი.

4. დაზოგე ფული ტრანსპორტზე

რთულია, კომფორტზე უარი თქვა, მაგრამ ფულის დაზოგვასთან ერთად, გარემოიზეც იზრუნებ, იმგზავრე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მანქანის ან ტაქსის ნაცვლად. ისე, თანამშრომლებთან დამგზავრება და საწვავის ფულის განაწილებაც მშვენიერი ალტერნატივაა. უბრალოდ მოძებნე, ვინ ცხოვრობს შენთან ყველაზე ახლოს და შენი იდეა თამამად შესთავაზე, ფულის დაზოგვაზე უარს არავინ გეტყვის.

5. დაგეგმე ყველაფერი წინასწარ

სპონტანურად მიღებულ გადაწყვეტილებებში ხშირად მეტის გადახდაც გიწევს, ამიტომ ყველაფრის რამდენიმე დღით, კვირით ან თუნცად თვით (გააჩნია რას აპირებ) ადრე დაგეგმვას გირჩევთ. მაგალითად, იყიდე კინოთეატრის ბილეთები ოთხშაბათის სეანსზე რამდენიმე დღით ადრე. ხომ იცი, ოთხშაბათი ფასდაკლების დღეა და ბილეთები ელვის სისწრაფით იყიდება. თუ მეგობრებთან ერთად შაბათ-კვირის ქალაქგარეთ გატარებას გადაწყვეტ, სასტუმროს/სახლის წინასწარ დაჯავშნას გირჩევთ, ასე შენთვის მისაღებ ალტერნატივას უფრო მარტივად იპოვი და გამოუვალ მდგომარეობაშიც არასდროს აღმოჩნდები.

ამ რჩევებთან ერთად, სფეის ყულაბა ფულის მარტივად და თანაც შეუმჩნევლად დაგროვებაში დაგეხმარება

სფეისში შეგიძლია შენთვის სასურველი ერთი, ან რამდენიმე მიზნის სახელობის 5-მდე ყულაბა გახსნა, რომლებზეც წლიური 9% სარგებელი დაგერიცხება.

სფეისში გვაქვს ფულის დაგროვების სამი მარტივი წესი. შეგიძლია გამოიყენო სამივე ერთად, ან შეარჩიო ერთ-ერთი, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონს:

  1. სფეის ბარათით ყოველ გადახდაზე ფიქსირებული თანხის ყულაბაში ჩარიცხვა.
  2. სფეისით ყოველ გადახდაზე თანხის ზედა მთელ რიცხვამდე დამრგვალება და ნაშთის ყულაბაში ჩარიცხვა. ამ წესის ასწრაფებაც შეგიძლია, გაორმაგება და გახუთმაგებაც კი.
  3. ავტომატური გადარიცხვა: გვითხარი, რამდენი, როდის და საიდან გადავიტანოთ შენს ყულაბაზე და ჩვენ მივხედავთ გადარიცხვას, კვირაში ან თვეში ერთხელ, როგორც შენ გვეტყვი.

ამ წესების დაყენება, შეჩერება ან წაშლა ნებისმიერ დროს შეგიძლია. თან არ დაგავიწყდეს, სრულიად თავისუფალი ხარ თანხის შეტანა – გამოტანაში. შეგიძლია ყულაბებს შორის ამოძრაო ფული ან გადმოიტანო თანხა სფეის ბარათზე ყველანაირი ჯარიმის გარეშე, როცა გინდა და რამდენიც გინდა. ეფექტური საპროცენტო განაკვეთი სფეის ყულაბაზე 9.38%-ია.

გისურვებთ ყველა მიზნის სწრაფად მიღწევას!

    გამოიწერე სიახლეები და შეთავაზებები

    არასდროს გამოტოვო უახლესი ამბები სფეისიდან
    შესანიშნავია, შენ წარმატებით ჩაეწერე ჩვენ სიაში!
    უი, გამოწერის შეცდომა, გთხოვთ, სცადოთ მოგვიანებით.

    შემდეგი

    შეუკვეთე სფეის ბარათი

    პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

    სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

    დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.