ფულის გადარიცხვა

ბარათებს შორის გადარიცხვა სფეისით

“გონებავ, გამოიყენე შენი ძალაუფლება. სულო, გამოიყენე შენი ფრთები…” – ამ სიტყვებით იწყება ფარელ ვილიამსის სიმღერა, ნუ კაი, ტრეკი – Freedom. შემდეგ ფარელი ყვირის: “freeeedooom, freeeedooom”… რა შუაშია ეს ყველაფერი? საქმე იმაშია, რომ ამ პლანეტაზე შენი არსებობის განმავლობაში ყოველთვის ვიღაც რაღაცას მოითხოვს შენგან (თავს არ ვდებთ, რომ ამ პლანეტის იქითაც იგივე არ ხდება) და ცდილობს თავისკენ გადაგიბიროს, მიგიჯაჭვოს როგორც ამირანი, უღელში შეგაბას (ჰო, აი ასეთი იდიომა გვაქვს ქორწინებისთვის – უღელი ?), ხელი მოგაწერინოს, აგარჩევინოს (ხშირად ცუდსა და უფრო ცუდს შორის), მოითხოვოს შენგან პასუხი კითხვაზე “მაკდონალდსი” ჯობს თუ ხინკალი, “დონატი” თუ “პონჩიკი”, ალა პუგაჩოვა თუ ედით პიაფი…

მოკლედ, მიხვდი.

და თითქოს ყველას ერთდროულად დაავიწყდა, რომ თავისუფალი ხარ არჩევანში. ხანდახან, შენც კი შეიძლება დაგავიწყდეს… მაგრამ, როგორც კი გახსენდება, იმ წამსვე ხვდები რა მნიშვნელობა აქვს შენი თავის ბატონ-პატრონად ყოფნას. სწორედ ამ თავისუფლების წახალისებას ვცდილობთ სფეისში, რადგან ჩვენ თვითონაც გვაწუხებს და გვაშინებს საზღვრები, მრავალი წლის წინ დაკანონებული და არარელევანტური შეზღუდვები, სულელური ჩარჩოები (ბენქსის ჩარჩოს გარდა, რა თქმა უნდა ?). შეიძლება, ამიტომაც მივისწრაფით კოსმოსისკენ ?

სწორედ ამ იდეაზე დაყრდნობით შეიქმნა ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პროდუქტი: ბარათებს შორის გადარიცხვა. თუ ერთდროულად რამდენიმე ბანკის ბარათის მომხმარებელი ხარ და საფულეში უკვე ადგილი აღარ გაქვს (ბანკებისთვის – გულში), ან უბრალოდ ოჯახის წევრები იყენებენ სხვადასხვა ბარათს, ეს ფუნქცია შენზეა გამოჭრილი ? თუ სფეისელი ხარ, უკვე კარგად იცი, რომ ჩვენთან ნებისმიერი ბანკის ბარათის მიბმა შეგიძლია, თან ისე, რომ სფეისის ბარათი საერთოდ არ არის საჭირო გქონდეს (საფულეში ადგილი თავისუფლდება. გულში რა გითხრათ ?). შემდეგ მარტივად შეგიძლია შეარჩიო სასურველი ბარათი სხვადასხვა ოპერაციისთვის და ისარგებლო ყველა პროდუქტით, რაც აპლიკაციაში გვაქვს ❤

მოკლედ, რისი გაკეთება შეგიძლია?

ორიგამის?

ჩვენ არა.

და სფეისში რისი გაკეთება შეგიძლია?

  1. მიაბი ნებისმიერი ბანკის ბარათი აპლიკაციას. როგორ? – უბრალოდ, ფოტო გადაუღე, ყველა იმ ნომრის შეყვანის ნაცვლად, ბარათზე რომაა და შეკრებისას, მაინც პუტინის მიერ ჩადენილ ყველა დანაშაულზე ნაკლები რომ გამოდის
  2. დააჭირე ბარათებს შორის გადარიცხვას, აირჩიე ნებისმიერი ორი და გაუშვი თანხა
  3. ფული მომენტალურად აისახება ნებისმიერი ბანკის ბარათზე, ნებისმიერ დროს, – დღისით თუ ღამით, სამუშაო თუ არასამუშაო საათებში, წვიმაში თუ დარში, სიცხეში თუ სიცივეში

მხოლოდ ჩვენთან და არსად სხვაგან, ნებისმიერი ბანკის ბარათზე 50 ლარამადე გადარიცხვები უფასოა, 50 ლარს ზემოთ კი მარტივი და ფიქსირებული საკომისიო გვაქვს – 820 ლარი. კარგი ხო, 90 თეთრი ?

მაგრამ, ერთი რამეა გასათვალისწინებელი – ხანდახან ანგარიშზე ასახვას 3 სამუშაო დღე სჭირდება. მიუხედავად ამისა, თანხის გამოყენება იმ წამსვე შეგიძლია – თუ გინდა ბანკომატიდან გამოიტანე და 50 Cent-ივით ჰაერში აყარე, თუ ფულის ქეშად ტარება გეხამუშება – ტერმინალით გადაიხადე და თუ გინდა უპრობლემოდ იშოპინგე ონლაინ.

აბა, შენ იცი ❤

    გამოიწერე სიახლეები და შეთავაზებები

    არასდროს გამოტოვო უახლესი ამბები სფეისიდან
    შესანიშნავია, შენ წარმატებით ჩაეწერე ჩვენ სიაში!
    უი, გამოწერის შეცდომა, გთხოვთ, სცადოთ მოგვიანებით.

    შემდეგი

    შეუკვეთე სფეის ბარათი

    პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

    სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

    დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.