ფულის გადარიცხვა

გადარიცხვები სფეისში

დამღლელი სამუშაო კვირა გამოვიდა არა? ვერც კი მიხვდი, როგორ მოვიდა პარასკევი. აქეთ დედლაინები, იქით შეხვედრები. სამსახურიდანაც გვიან გახვედი და დიდი ხნის უნახავი მეგობარი შეგხვდა. მაგრამ მხოლოდ ღამეს გაგახსენდა, რომ ვახშმის თანხა მეგობარმა გადაიხადა და მისთვის ფული გაქვს ჩასარიცხი.

არც მისი საბანკო ანგარიში იცი და არც ის, საერთოდ ერთი და იმავე ბანკის მომხმარებლები ხართ? თუ არა, შენს მეგობარს გადარიცხული თანხა ორშაბათამდე არ დაუჯდება ანგარიშზე. მოკლედ, შენს ათას საფიქრალს ათასმეერთეც ემატება.

ჩვენც სხვადასხვა ფინანსური სერვისის მომხმარებლები ვართ და სულ გვაწუხებდა ის, რომ ბევრ რამეს ისე ვერ ვაკეთებდით, როგორც გვინდოდა. არსებულ მომსახურებაში რაღაც არ მოგვწონდა, რაღაც გვაღიზიანებდა. ჰოდა, ავდექით და გადავწყვიტეთ პირველი ციფრული ბანკი შეგვექმნა.

ბანკი, რომელიც რაღაცების შენებურად, შენს გემოზე გაკეთების საშუალებას მოგცემდა. და როცა ჩვენ თვითონ დავიწყეთ სფეისზე მუშაობა, პირველი პრობლემა, რაც გაგვახსენდა იყო ის, რომ სხვადასხვა საბანკო მომსახურების შესრულება მხოლოდ სამუშაო საათებში შეიძლებოდა.

და პირველად იყო კითხვა – რატომ?

აი, რატომ არ შეიძლება ნებისმიერი ბანკის ბარათზე ფული მომენტალურად დაჯდეს დღეც და ღამეც. არა, ის პასუხი არ მიიღება: “ეგ რომ შესაძლებელი ყოფილიყო, სხვებიც ხომ გააკეთებდნენ”. სიჯიუტე ზოგჯერ კარგი თვისება რომ არის, ამაშიც კიდევ ერთხელ დავრწმუნდით. ბევრი ვიკვლიეთ და აღმოჩნდა, რომ ის, რაც ერთი შეხედვით შეუძლებელი ჩანდა, შესაძლებელი ყოფილა.დღეს სფეისში შენ შეგიძლია:

  • კვლევით-ოპერაციული ბაზის დაარსება;
  • არამუდმივი საცხოვრებელი კოლონიის შექმნა;

არა, არა, ეგ სხვა სფეისია და თან 2030 წლისთვის აპირებენ ამას.

დღეს სფეისში შენ შეგიძლია:

  • შენს ნებისმიერი ბანკის ბარათს ერთ სივრცეში მოუყარო თავი ისე, რომ საერთოდ არ შეუკვეთო სფეის ბარათი. ისედაც ბევრი რამ არის გართულებული ცხოვრებაში, ჩვენ რომ კიდევ არ გაგირთულოთ საქმე. გვინდა, მეტი თავისუფლება და სივრცე მოგცეთ. 5 ბარათი გაქვს? მიაბი ხუთივე და შეასრულე სხვადასხვა საბანკო ოპერაცია ნებისმიერი ბარათიდან.
  • ხომ გახსოვს, რომ ჩვენი მეგობრობა 24 საათიანია და ამიტომ, საათის დახედვისა და კვირის დღის შემოწმების გარეშე, შეგიძლია გადარიცხო თანხა და ის მომენტალურად დაჯდება ნებისმიერი ბანკის ბარათზე.
  • შეგიძლია გადარიცხო მობილურის ნომრით ან ნებისმიერი მესენჯერით. და ამას მანამდე მოახერხებ, სანამ მე ამ აბზაცის წერას ჩავამთავრებ.

თვითონ სცადე!

უბრალოდ აირჩიე სასურველი მესენჯერით გადარიცხვა, მონიშნე მეგობარი და გაუშვი ფული. ადრესატი მიიღებს ბმულს და თანხა მისთვის სასურველ ბარათზე სულ რამდენიმე წამში დაჯდება.

ანგარიშის ნომერი არ გაქვს? მობილურის ნომრით გაუშვი. არც მობილურის ნომერი გაქვს? მაშინ – მესენჯერით. აქვე გეტყვი, რომ ხანდახან ანგარიშზე ასახვას 3 სამუშაო დღემდე სჭირდება. მიუხედავად ამისა, თანხის გამოყენება იმ წამსვე შეგიძლია.

არ დაგავიწყდეს, რომ 50 ლარის ჩათვლით გადარიცხვა უფასოა, 50-ს ზემოთ კი ფიქსირებული 90 თეთრია საკომისიო. ჩვენც ძალიან არ გვიყვარს საკომისიოები, განსაკუთრებით რთული საკომისიოები, და კიდევ უფრო მეტად – დაფარული საკომისიოები.

ასჯერ გაგონილს, ერთხელ ნანახი რომ სჯობს, დაგვეთანხმები ალბათ. ჰოდა, გადმოწერე აპლიკაცია, გადარიცხე თანხა და გვითხარი, როგორ მოგეწონება!

    გამოიწერე სიახლეები და შეთავაზებები

    არასდროს გამოტოვო უახლესი ამბები სფეისიდან
    შესანიშნავია, შენ წარმატებით ჩაეწერე ჩვენ სიაში!
    უი, გამოწერის შეცდომა, გთხოვთ, სცადოთ მოგვიანებით.

    შემდეგი

    შეუკვეთე სფეის ბარათი

    პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

    სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

    დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.