დაბრუნება

როცა ბრენდი შენობით გელაპარაკება

„ძალიან დატანჯული ვარ ბრენდებისგან, რომლებიც წინადადებაში რამდენჯერმე ბატონოთი მომმართავენ. ბატონო ნიკა, ბატონო ნიკა, ბატონო ნიკა...“ - გვითხრა ჩვენმა მომხმარებელმა ნიკა ჟღერიამ, როცა კმაყოფილებით აღნიშნავდა, რა კარგია, რომ სფეისი შენობით მელაპარაკება და ჩვენ შორის ბარიერები არ არსებობსო. მაგრამ ყველა ასე არ ფიქრობს.

შეიძლება შენც, ვინც ახლა ამ ბლოგს კითხულობ, გირჩევნია, რომ თქვენობით მოგმართავდეთ და რის დაწერასაც ქვემოთ ვაპირებთ, უბრალოდ უზრდელობის დიადი მიზნებით გამართლების მცდელობად ჩაგვითვალო, მაგრამ თუ მაინც დაინტერესდი, აი, რატომ გაგიშინაურდით ასე.

რა სურთ ბრენდებს?

ამ კითხვაზე კარგად მოძველებული პასუხია - გაყიდვები. თუ რომელიმე კომპანია, დღესაც ასე ფიქრობს, ეს შეიძლება მისთვის დამღუპველიც აღმოჩნდეს. ჩვენს შემთხვევაში, სწორი პასუხია: ბრენდებს სურთ მეგობრობა. თანაც გულწრფელი, ერთგული, მრავალწლიანი მეგობრობა, რომელიც ორივეს გაგაბედნიერებთ.

თითოეული ნაბიჯი, რომელსაც ბრენდი დგამს, ემსახურება მიზანს, რომ უფრო მეტად დაგიახლოვდეს, გაგიზიაროს თავისი ინტერესები, ხასიათის თვისებები, აღმოაჩინოს რა გაქვთ საერთო, რათა, ორივეს თანაბრად მოგინდეთ ერთმანეთთან ურთიერთობა.

როდის მიმართავ ადამიანს შენობით?

როდესაც ის შენიანია, ახლობელია. მას შეგიძლია ეხუმრო, მისგან კრიტიკაც უფრო მარტივი მოსასმენია და შენც უფრო გულწრფელი ხარ მასთან. გქონია ვინმეს გაცნობისას მომენტი, როდესაც ეტიკეტის ნორმების გათვალისწინებით ერთმანეთს თქვენობით მიმართავთ, მაგრამ ძალიან მალე ეს ფორმა უკვე ხელოვნური, არაბუნებრივი ხდება, გეხამუშება და გინდა, რომ შენობით ფორმაზე გადახვიდე? მაგრამ გერიდება, უზრდელობაში არ ჩამოგართვან.

ამ დროს ის ბედავს და გთავაზობს, მოდი შენობითზე გადავიდეთო და შენც მოგეშვება, ურთიერთობაც უცებ იცვლება ასე უცნაურად სწრაფად და მხოლოდ ერთი სიტყვის დამსახურებით.

ჰოდა, ჩვენც ბევრი ფიქრის შედეგად, გადავწყვიტეთ, გადაგვედგა პირველი ნაბიჯი და ისე მოგვემართა შენთვის, როგორც ჩვენი მეგობრისთვის, რაც ერთგვარი შეთავაზებაც და მინიშნებაც იქნებოდა იმაზე, თუ როგორი წარმოგვიდგენია ჩვენი ურთიერთობა.

 

არა, მარტივი გადასაწყვეტი არ ყოფილა

ბანკი, მერე რა, რომ ციფრული, ასე არ უნდა ლაპარაკობდეს - ასეთი იყო სტერეოტიპი. მაგრამ, როგორც ალბათ უკვე შეამჩნევდი, ცვლილებები გვიყვარს და ცნობისმოყვარეობაც დიდი იყო, როგორ მიიღებდა ჩვენი მომხმარებელი ასეთი ტიპის „friend request“-ს ჩვენგან. შედეგი ძალიან პოზიტიური იყო, თუმცა, რა თქმა უნდა არა 100%-ით.

chat1

არიან მომხმარებლები, რომლებიც გვთხოვენ, რომ მათთან მხოლოდ თქვენობით ვისაუბროთ და რა თქმა უნდა, ჩვენც ასე ვიქცევით, იმედით, რომ დადგება დღე, როცა მათთანაც გალღვება ეს ყინული.

screen44

სამყარო რომ ძალიან სწრაფად ცვალებადია უკვე გავიგეთ, ჩვენ როგორც გვიყვარს თქმა - #სიცოცხლისსისწრაფით მოძრაობს და დიდი ხანია, შეიცვალა მიდგომა, როდესაც ერთი ბრენდი ელაპარაკებოდა ყველას მრავლობითში, თითქოს რაღაც ერთიან მასად მოიაზრებდა მომხმარებელს.

აი წარმოიდგინე, ჩვენ რომ ასე დაგვეწყო კომუნიკაცია: „სფეისმა იცის თქვენ რა გინდათ“, „საუკეთესო მომსახურება თქვენთვის“. ვინ ჩვენთვის? რა იცის სფეისმა მე რა მინდა? ამის ნაცვლად, თანამედროვე ბრენდები სვამენ კითხვებს, ეძიებიან, უშვებენ შეცდომებს და ამ შეცდომებზე სწავლობენ, რომ მართლა შექმნან ისეთი რამ, რაც შენ მოგეწონება, შენ და არა აბსტრაქტულ „თქვენს“.

ახლა უკვე ძალიან ბევრი ბრენდი გელაპარაკება კონკრეტულად შენ, ჩვენ უბრალოდ ღიად განვაცხადეთ, რომ შენთან მეგობრობა გვინდა.

დაგვალაიქე და გაიგე პირველმა ჩვენი სიახლეების შესახებ

ლინკი კოპირებულია კვლავ დაკოპირება

გადმოწერე სფეისი

break;