სფეისი

მომხმარებელზე ზრუნვის 6 პრინციპი სფეისისგან

რა ჩქარა გადის დრო, არა? უკვე ერთი წელია, რაც ჩვენ – სფეისი, საქართველოში პირველი სრულიად ციფრული ბანკი გავჩნდით და უკვე 117,000 რეგისტრირებული მომხმარებელი გვყავს. ანუ, შენ და კიდევ პლიუს 116,999. ერთი პატარა ქალაქი შეიკვრებოდა.

უკვე კარგად იცი, რომ სფეისი ყოველდღიური ფინანსების მარტივად და მყისიერად მართვაში გეხმარება, ყოველგვარი დაფარული საკომისიოს გარეშე. თან ჩვენ მხოლოდ აპლიკაციის სახით ვარსებობთ, ყოველგვარი ფილიალების გარეშე.

რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნის ყველაზე ტექნოლოგიურ ბანკ სფეისში? ადამიანი! ანუ, შენ – რომელიც სწრაფი ტემპით ცხოვრობ და ყოველდღიურობაში მეტი სიმარტივე გჭირდება. შენ, რომელსაც ფილიალებში სირბილისთვის აღარ გაქვს დრო. შენ, რომელმაც კარგად იცი – კომპანიას კი არ უნდა მოერგო, პირიქით – ის უნდა მოგერგოს, გაითვალისწინოს შენი სურვილები, პრობლემები და შემოგთავაზოს სწორი, შენზე მორგებული გადაწყვეტილებები. მოკლედ შენ, რომელიც მაყურებლის ნაცვლად, მთელი პროცესის თანამონაწილე ხდები. როგორია მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდი?

განვითარება ცვლის ადამიანს და პირიქით – ადამიანი იწვევს განვითარებას. კარგი მომსახურების პარამეტრებიც იცვლება. სფეისში გამოვყოფთ 6 ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს:

1. ხელმისაწვდომობა

იყო დრო, გათენებას ველოდებოდით, რომ სასურველი მომსახურება მიგვეღო. ცხოვრება კი დიდი ხანია, 24 საათიანი გახდა და ყველა ფეხს ვუწყობთ მას. სფეისში ჩვენ და ჩვენი კარგად ნაცნობი ყავის აპარატიც 24/7-ზე ვმუშაობთ. მოკლედ ჩვენც, მომხმარებლების მსგავსად, 24/7 – ზე ვცხოვრობთ. ის ფაქტი, რომ სფეისი არის სრულად ციფრული ბანკი, საშუალებას იძლევა საბანკო მომსახურება არ შეიზღუდოს დროსა ან სივრცეში. აქედან გამომდინარე, მომხმარებელზე ზრუნვის გუნდიც არასდროს იძინებს და ნებისმიერ დროს შეგიძლია, დაგვიკავშირდე სატელეფონო ზარით, ფეისბუქ მესენჯერში მოწერით ან აპლიკაციაში ჩაშენებული ჩათით. მყისიერება ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა, სფეისის მომსახურებაში. ჩვენ შემოსული ზარების 90%-ს პირველ 15 წამში ვპასუხობთ.

2. პროაქტიულობა

სფეისში არ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი საქმე, ვიდრე მომხმარებლის პრობლემის მოგვარებაა. მთავარი კი გამჭვირვალობაა – ყოველთვის ზუსტად იცი, შენი საკითხის გადაწყვეტის რა ეტაპზე ვართ და თუ პროცესი ოდნავ მაინც გვეწელება, ამას ჩვენ თვითონვე გატყობინებთ. მომხმარებლის დახმარების ერთ-ერთ მთავარ არხად ჩვენ ფეისბუქი ვაქციეთ. სპეციალურად დაგვემატნენ გუნდის წევრები, რომლებიც საშუალოდ 30 წამში გპასუხობენ ფეისბუქ ჩათში, 24 საათის განმავლობაში.

3. ინოვაციურობა

ტექნოლოგიებს ჩვენ მომხარებელზე ზრუნვაშიც ვიყენებთ – აპლიკაციაში ჩათის ფუნქცია შემოვიტანეთ, რაც საშუალებას გაძლევს სფეისიდან გაუსვლელად იქვე, მომენტალურად მიიღო პასუხი კითხვებზე ნებისმიერ დროს. ასევე რეგისტრაციის პროაქტიული დახმარების სისტემა შემოვიღეთ, რაც იმაზე კარგად მუშაობს, ვიდრე ჟღერს. მოკლედ, თუ რეგისტრაციის დროს რამე შეფერხება მოხდება, ჩვენ ვხედავთ ამ პრობლემას, გიკავშირდებით და დახმარებას გთავაზობთ. ანუ ისედაც მარტივ პროცესს კიდევ უფრო უმტკივნეულოს ვხდით.

4. ჩართულობა

როგორც დასაწყისში ვახსენეთ, განვითარების მთავარი მონაწილე სწორედ შენ ხარ, ამიტომ პირველი დღიდანვე ჩართული იყავი სფეისის შექმნასა და მის გაუმჯობესებაში. ამის ერთ-ერთი მაგალითია, ჩვენი ციფრული სათაო ოფისი, რომელიც დახურული ფეისბუქ ჯგუფის სახით შეიქმნა და სადაც მომხმარებლები და თანამშრომლები ერთმანეთს მოსაზრებებს, იდეებს და უკუკავშირს უზიარებენ.

ამ უკუკავშირის საფუძველზე აპლიკაციას ბევრი ფუნქცია დაემატა და კიდევ უფრო კომფორტული გახდა. მაგალითად, ჩვენ დავამატეთ: პასპორტით რეგისტრაცია, ანგარიშის ნომრით გადარიცხვა, ბარათის გააქტიურება აპლიკაციით და ა.შ. ერთ-ერთი საინტერესო პროექტი, რომელიც ასევე მომხმარებლისთვის საუკეთესო გამოცდილების შეთავაზების მიზნით გაკეთდა, ბარათების მიწოდების სერვისია. დღეს ჩვენ პილოტებს მოაქვთ ბარათები თბილისში, შეკვეთიდან მეორე დღესვე.

5. მეგობრობა

შეიძლება ბანალურად ჟღერს, მაგრამ ჩვენ თავიდანვე მეგობრობის სურვილით შემოვედით. ეს სურვილი ყველაზე კარგად ჩვენს დამოკიდებულებაში გამოიხატება – თითოეული მისიის მენეჯერი ისე უდგება მომხმარებლის პრობლემას, როგორც საკუთარი მეგობრისას.

სწორედ ამიტომ ჩვენ გაბედული ნაბიჯი გადავდგით და „შენობით“ ლაპარაკი დავიწყეთ, – უშუალოდ, გიფებით, ცოტა იუმორითა და თვითირონიით. ჩვენ ვერიდებით რაღაც გაუგებარი საბანკო ტერმინების ტრიალს, რომელიც ისევე მოსაწყენი გვგონია, როგორც შენ.

6. მისიის მენეჯერები

ჩვენ მისიის მენეჯერების გუნდი შევქმენით, რომლებიც მომხმარებელზე ზრუნვის საპასუხისმგებლო მისიას უძღვებიან. სწორედ მათი ადამიანური და პროფესიული თვისებების დამსახურებით ვახერხებთ, რომ მუდამ მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება გვქონდეს.

რომ შევაჯამოთ, სფეისში მომხმარებელზე ზრუნვა მთელი გუნდის და არა მხოლოდ კონკრეტული დეპარტამენტის საფიქრალია. ერთი ასეთი მიდგომაც შევიმუშავეთ: ნებისმიერი თანამშრომელი – დაწყებული ჩვენი გაჭაღარავებული დეველოპერებით და მუდამ ვაკომზე სახატავი კალმით მომართული დიზაინერებით, დამთავრებული ესპრესოს ყავის აპარატითა და გვიან ღამით ღვიძილის რეჟიმის შესანარჩუნებლად საჭირო ყველა ინსტურმენტით, ერთი დღით მისიის მენეჯერი ხდება და ყველაფერს აკეთებს, რომ შენი ზარები და შეტყობინებები, ან უბრალოდ რჩევები უპასუხოდ არ დარჩეს.

მადლობა, რომ უკვე ერთი წელია, უკიდეგანო კოსმოსში ჩვენთან ერთად დაცურავ და ახალი, უფრო მარტივი სამყაროს აღმოჩენაში ხარ ჩართული.

    გამოიწერე სიახლეები და შეთავაზებები

    არასდროს გამოტოვო უახლესი ამბები სფეისიდან
    შესანიშნავია, შენ წარმატებით ჩაეწერე ჩვენ სიაში!
    უი, გამოწერის შეცდომა, გთხოვთ, სცადოთ მოგვიანებით.

    შემდეგი

    შეუკვეთე სფეის ბარათი

    პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

    სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

    დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.