სფეის ბარათი

როგორ დაიბრუნო ფული სფეის ბარათით გადახდისას?

განაახლე აპლიკაცია და დაიბრუნე ფული სფეის ბარათით გადახდისას

დაგიბრუნდით განახლებული სფეისით!

სფეისის ყოველი განახლება იწყება შენთვის უკვე კარგად ნაცნობი სიტყვებით – „გვთხოვე და შევასრულეთ”. ამჯერად სფეის ბარათს შევძინეთ სრულიად ჯადოსნური ფუნქცია – ქეშბექი.

ის კი უკვე იცი, რომ სფეის ბარათი უფასოა და უკვეთავ აპლიკაციიდან, მოაქვთ ჩვენს პილოტებს ნებისმიერ მისამართზე, ანაღდებ ფულს უფასოდ ოთხი ბანკის ბანკომატში და იყენებ ყველგან სადაც ტერმინალია და ონლაინ შოპინგისას. მაგრამ ის ჯერ არ იცი, რომ სფეის ბარათით შეგიძლია ყოველ დღე მიიღო ფული.

მაშ ასე, წარმოგიდგენთ სფეის ბარათის მენიუს:

დაიბრუნე ფული ყოველდღე

დღეიდან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, კვების ნებისმიერ ობიექტში გადახდისას, თანხის 5% უკან დაგიბრუნდება.

როგორ?

უბრალოდ იხდი სფეის ბარათით და სულ ეს არის. ისევე, როგორც ყველაფერი სფეისში, ჩვენი ქეშბექიც არის მარტივი და მომენტალური. შენს 5% -ს იბრუნებ გადახდისთანავე. ჩვენთან არ მოგიწევს პარტნიორი ობიექტების სიის ძებნა და შენი ვახშმის სხვის გემოზე დაგეგმვა. უბრალოდ იხდი ნებისმიერ კაფეში, რესტორანში, ბარში, მათ შორის ვოლტისა და გლოვოს მომსახურებით სარგებლობისას და ფული გიბრუნდება უკან.

აქვს თუ არა ქეშბექს ლიმიტი?

აქვს. ქეშბექის მაქსიმალური ლიმიტი თვეში 100 ლარია. ეს ნიშნავს, რომ თვის განმავლობაში, თუ შენ მიერ დაგროვილი ქეშბექი 100 ლარს მიაღწევს, ამავე თვეში გადახდილ თანხაზე მეტი ფული უკან აღარ დაგიბრუნდება.

მიიღე ფული ყოველ პარასკევს

წინა ბლოგში უკვე მოგიყევით, როგორ შეგიძლია მოიგო 150 ლარამდე ფული ყოველ პარასკევს. უბრალოდ შეგახსენებთ, რომ ქეშბექის გარდა, სფეის ბარათით ნებისმიერ ობიექტში ან ონლაინ შოპინგის დროს გადახდისას აგროვებ ვარსკვლავებსაც, რომელიც პარასკევობით ზუსტად 18:00 – ზე ფულად იქცევა.

როგორ შეუკვეთო სფეის ბარათი?

თუ ამას კითხულობ, ალბათ უკვე გადაწყვიტე სფეს ბარათის შეკვეთა. ან თუ უკვე გაქვს სფეის ბარათი, გააქტიურების დროა. სფეის ბარათს უკვეთავ პირდაპირ აპლიკაციიდან, თითის სულ რამდენიმე დაწკაპუნებით – აი, ასე:

სფეისის პილოტები ბარათს მოგიტანენ შენთვის სასურველ მისამართზე უფასოდ. ბარათთან ერთად მიიღებ მისი გააქტიურების ინსტრუქციასაც, რომელიც იმდენად მარტივია, რომ სიტყვა ინსტრუქცია ხმამაღალი ნათქვამია. ბარათის გასააქტიურებლად აპლიკაციის მთავარ გვერდზე ამოწევ ქვედა ისარს, დააჭერ სფეის ბარათს და შემდეგ პინ კოდის მიღებას. აქვე უნდა შეიყვანო შენი სფეის ბარათის ბოლო 4 ციფრი და პინ კოდს მიიღებ იმ ნომერზე, რომელიც სფეისში გაქვს მითითებული.

მოკლედ, განაახლე აპლიკაცია და დაიწყე სფეის ბარათით სარგებლობა, რაც შეიძლება აქტიურად. გაგვიზიარე თუ უკვე მიიღე ქეშბექი ან მოიგე ფული ყოველკვირეულ თამაშში.გაითვალისწინე, კვების 5%-იანი ქეშბექის შეთავაზება დასრულდა 2021 წლის 5 აგვისტოს.

    გამოიწერე სიახლეები და შეთავაზებები

    არასდროს გამოტოვო უახლესი ამბები სფეისიდან
    შესანიშნავია, შენ წარმატებით ჩაეწერე ჩვენ სიაში!
    უი, გამოწერის შეცდომა, გთხოვთ, სცადოთ მოგვიანებით.

    შემდეგი

    შეუკვეთე სფეის ბარათი

    პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

    სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

    დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.