დაბრუნება

24/7 მომსახურება

ჩვენც არაერთხელ გვითქვამს და შენც არაერთხელ დარწმუნებულხარ, რომ რაც ძალა და ღონე გვაქვს, ვცდილობთ, შევქმნათ ისეთი პროდუქტი, რომელიც ყოველდღიურ პრობლემებს ისე მოგიგვარებს, შენ რომ გინდა.

მართალია, ეს პროდუქტი ვერ გეხმარება საღამოს საცობებს თავი დააღწიო, ხახვი ისე დაჭრა, თვალები არ აგეწვას, ყოველთვის მარტივად იპოვო სახლის ან მანქანის გასაღები და ყურსასმენები ჯიბიდან, ან ჩანთიდან ამ წინადადებასავით ჩახლართული არ ამოიღო, მაგრამ მოდი, ამაყად ვაღიაროთ, რომ მომსახურების სფეროში ასეთი არაფერი გინახავს ^_^

რა თქმა უნდა, შეიძლება იკითხო: “რა იცით ერთი თქვენ, მე რა მინდა”, ან “ამ ბლოგებს ვინც წერს, ნეტა რას ეწევა?”. ეს ის სამართლიანი შეკითხვებია, რომლებზე პასუხიც, ჩვენი აზრით, ისედაც იცი. საბოლოოდ, მიდგომა “შენ რომ გინდა”, კონკრეტულ გადაწყვეტებში ჩანს, რომლებსაც გთავაზობთ და სერვისში, რომელიც გათქმევინებს - “ვახ, სად იყავით ამდენი ხანი?” <3

სანამ სფეისში მოვხვდებოდით, ჩვენც შენსავით ჩვეულებრივი მომხმარებლები ვიყავით. ხანდახან, რაღაცები არ მოგვწონდა, გვაღიზიანებდა კიდეც და არაერთხელ გვიფიქრია: “აი, მე რომ ერთხელ მაინც მანდოთ ეს ქვეყანა, კიარადა, მომსახურება, აუცილებლად ბევრ რამეს სხვანაირად გავაკეთებდი”.

და როცა დადგა ეს ნანატრი დღე და საშუალება მოგვეცა, ჩვენი იდეები რეალობად გვექცია, დავიწყეთ კითხვების დასმა. კითხვებს ვუსვამდით ჩვენს თავს, მეგობრებს, შეყვარებულებს, პარასკევობით ნასვამები - ბარმენებს, შენ. მერე ისევ ჩვენს თავებს, ბარმენებს, შენ და ა.შ. გამაერთიანებელი დეტალი, რაც გამოიკვეთა და რაც ყველა ჩვენგანს გვაერთიანებს არის ის, რომ 24/7-ზე ვცხოვრობთ.

ჩქარი ტემპი, უამრავი და მრავალფეროვანი შესაძლებლობა, ყოველდღიურად მზარდი ცნობისმოყვარეობა და კიდევ მრავალი რამ იწვევს იმას, რომ დღესა და ღამეს შორის ის ზღვარი გაქრა, რაც აქამდე არსებობდა.

ღამე ღამეს აღარ ჰგავს და დღე დღეს

აქამდე თუ ღამე მხოლოდ ძილისთვის იყო, ახლა მას გაცილებით ბევრი აქტივობის შეთავსება შეუძლია და დღეს არაფრით ჩამოუვარდება (პრიორიტეტებზეა :D ). ახლა უკვე ცოტა გაუგებარია, რატომ უნდა მივიდეთ 6 საათზე სახლში, ჩავიკეტოთ და მთელი დარჩენილი დღე სერიალების ყურებაში გავატაროთ (არა, ესეც შეიძლება რა თქმა უნდა, მაგრამ ანუ, იმის თქმა გვინდა რომ კიდევ ბევრი შესაძლებლობა გვაქვს და ისე აღარაა, სიტყვაზე 10 წლის წინ რომ იყო).

ჩვენ ვმუშაობთ 24/7-ზე, რადგან შენ ცხოვრობ 24/7-ზე.

რაში გამოიხატება ეს?

საერთოდ არ იყო საჭირო ამ სათაურის ამხელაზე დაწერა, უბრალოდ, თვალის დასვენებაში დაგეხმარება ^_^

შენ შეგიძლია ისარგებლო სფეისის ყველა პროდუქტით კვირის ნებისმიერ დღეს, დღე-ღამის ნებისმიერ დროს.

ალბათ, ყველას სულ გვაწუხებდა ის ფაქტი, რომ არასამუშაო დღეს სხვა ბანკის ბარათზე ფულის მომენტალური გადარიცხვა არ შეიძლებოდა.

ეს იყო პირველი პრობლემა, რომელსაც შევეჭიდეთ და ამოვხსენით.

სფეისით შეგიძლია გადარიცხო მობილურის ნომრით, მესენჯერით ან ბარათიდან ნებისმიერი ბანკის ბარათზე მომენტალურად, არასამუშაო დროსაც კი. ასევე, იხდი კომუნალურებს ონლაინ 24/7 - ზე. ან მიაბი ნებისმიერი ბანკის ბარათი აპლიკაციას და გადარიცხე ბარათებს შორის.

 

იგივე პრობლემა იდგა სესხთან დაკავშირებითაც. აი, მაგალითად, უკვე ბევრჯერ ნახსენები პარასკევია, წესით დღეს ხელფასი გერიცხება და გადაწყვიტე შუადღიდანვე დაგეგმო საღამოს როგორ გაატარებ - მეგობრები ბარში შეიკრიბებით.

მოვიდა საღამო, შეიკრიბეთ, დალიეთ და აიტეხე, რომ ყველას პატიჟებ, როგორც აიტეხავ ხოლმე ხშირად, მაგრამ გაგახსენდა რომ ხელფასი არ ჩაგრიცხვია, ანგარიშზე კი საკმარისი თანხა არ გაქვს. ახლა უკვე ასეთ სიტუაციაში შეგიძლია სფეისის სწრაფი სესხი აიღო და ფული მანამდე დაგიჯდება ბარათზე, სანამ ბარმენი მეორე ჭიქა “მარგარიტას” გააკეთებს.

გარდა პროდუქტებისა, ჩვენ მომხმარებელზეც 24 საათი ვზრუნავთ. როგორ პათეტიკურადაც არ უნდა მოგეჩვენოს ეს ფრაზა, მოგვწერე ფეისბუქზე, აპლიკაციის ჩათში, 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე ნებისმიერ დროს და თავად დარწმუნდი, რომ მართლები ვართ.

სფეისში მოგეხსენება, რომ დღე და ღამე არ არსებობს. ასე რომ, გინდა დაიძინე, გინდა - არა <3

ლინკი კოპირებულია კვლავ დაკოპირება

გადმოწერე სფეისი

break;