ონლაინ სესხი

რატომ უნდა აიღო სესხი სფეისში?

გადაწყვეტილების მიღება ყოველთვის მარტივი არ არის. სწორის, მითუმეტეს. და არ თქვა, “სწორი” სუბიექტურიაო ? თან, როცა საკუთარ ცხოვრებას ბოლომდე შენ განაგებ.

მაგრამ, როცა შედარების საშუალება გაქვს, რა შეგიშლის ხელს, გადაწყვიტო ისე, როგორც შენთვის იქნება უკეთესი? და მარტივი, რა თქმა უნდა.

სანამ სფეისამდე მოხვალ

არახალია, რომ ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით. ისევე როგორც, მოსალოდნელობებით. ჰო, აი, ქვეყნის გარეთ ხარ დასასვენებლად და უცებ აღმოაჩინე, რომ მთელი ფული, ან მისი დიდი ნაწილი უკვე შემოგეხარჯა.

ან კიდევ, მეგობრის დაბადების დღე ხელფასამდე ორი კვირით ადრეა. მოკლედ, მიხვდი. გასაკვირი არაა, რომ ორივე შემთხვევაში ფული დაგჭირდა, რომელიც, შეიძლება იმ მომენტში არ გაქვს. სესხი აქამდეც აგიღია და კარგად იცი, რა მოსაწყენი და ხშირად დამღლელი პროცესია:

❌ საკომისიოები, საპროცენტო განაკვეთის გამოთვლის შენთვის გაუგებარი პროცესი (თუ უილ ჰაინტინგი არ ხარ)

❌ფილიალებში აქეთ-იქით სირბილი (თან ამ საცოცებში. თან, თუ ტაქსით ხარ ?) და საკრედიტო ოფიცერზე კარგი შთაბეჭდილების მოსახდენად ამუშავებული მთელი შენი შარმი. თან რისთვის – სესხისთვის?

❌ თუ სხვა ბანკს, რომლის კლიენტიც არ ხარ, უკეთესი პირობები აქვს, იქ კიდე ახალი ანგარიშის გახსნის დამატებითი პროცესი

❌ წინასწარ დაფარავ – დაჯარიმდები

ონლაინ სწრაფი სესხი? – ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთია. პლუს, საკრედიტო ისტორიას გიფუჭებს

❌ ზაფხულში, ან წინასაახალწლოდ ხელფასიდან ჩამოჭრილი სესხის თანხა, როცა, ფული ყველაზე მეტად გჭირდება

სიის გაგრძელება გონებაში შენითაც შეგიძლია, მარტივია ?

რა გიჭირავს ხელში?

სურვილების დაკმაყოფილების სურვილი და ბარიერები, რომლებიც ყველაფრის სურვილს გაკარგვინებს. ჰო, კარგი, ასეც არაა, საბოლოო ჯამში ამისთვისაც მზად ხარ, მთელი თავისი დიდი საპროცენტო განაკვეთით და შარმებით, რადგან ფული გჭირდება და იცი, ხანდახან სესხი რა თავის ტკივილიცაა. მაგრამ (განვმეორდეთ), როცა შედარების საშუალება გაქვს, რა შეგიშლის ხელს, გადაწყვიტო ისე, როგორც შენთვის იქნება უკეთესი? და მარტივი, რა თქმა უნდა.

ასევე წაიკითხე როგორ იმოქმედებს შენზე სესხის ახალი რეგულაციები

სფეისამდე რომ მოხვალ

აქ იმ კულმინაციამდე მივედით, სადაც სწრაფი სესხი სფეისში საუკეთესო გადაწყვეტილებაა, რაც კი შეგიძლია ონლაინ მიიღო. ასე რომ, დროა მის უპირატესობებზე გაიგო. And the oscar goes to:

✅ სფეისში ონლაინ სესხი შეგიძლია 5 წუთში აიღო (მთავარია ინტერნეტი გქონდეს და ონლაინ იყო 🙂 )

✅ სადაც არ უნდა იყო (ლაგოდეხი? ლისაბონი?), კვირაში 7 დღე, 24 საათის განმავლობაში, მობილურით აკეთებ განაცხადს და მომენტალურად იღებ პასუხს

✅ აღებული სწრაფი სესხის დასმა ნებისმიერი ბანკის ბარათზე შეგიძლია, თვალის დახამხამებაში

✅ წინასწარ დაფარვის შემთხვევაში არ ჯარიმდები

სესხის საპროცენტო განაკვეთი წლიური ეფექტური 19%-დან 50%-მდე მერყეობს და საკრედიტო ისტორიაზე სფეისის სწრაფი სესხი ნეგატიურად არ აისახება

✅ ორჯერ გადახდის შემდეგ, ერთი გადახდის გამოტოვება შეგიძლია

გამოთვალე სავარაუდო საკრედიტო ლიმიტი სფეისის ონლაინ სესხის კალკულატორით

და როგორ უნდა აიღო სესხი სფეისში?

იმაზე გაცილებით მარტივად, ვიდრე წარმოგედგინა, სანამ ამ ტექსტს წაიკითხავდი. ან, სანამ გაიგებ, სიტყვა “სესხი” საიდან მოდის. მოკლედ, გადმოწერ აპლიკაციას, დააჭერ მთავარ გვერდზე პლუსს, მიუთითებ რამხელა სესხი გინდა და პასუხს მომენტალურად მიიღებ.

შემდეგ, მოურევ კარგად და შედგამ ღუმელში… ა, უი, ეს სხვა ტექსტია. სად ვიყავით? ჰო, სესხი, სესხი, მართალია.

მოკლედ, პასუხს რომ მიიღებ, თუ პირობები დაგაკმაყოფილებს, დააჭერ “შემდეგს” და მიყვები მარტივ ინსტრუქციას. სესხი აღებისთანავე დაგიჯდება ნებისმიერ ბარათზე, რომელიც მითითებული გაქვს.

ასეა ეს. როგორც ალბათ რომელიმე ცნობილი მწერალი, მუსიკოსი, ფილოსოფოსი, მხატვარი ან პოლიტიკოსი იტყოდა – სწორი გადაწყვეტილებით, ცხოვრების მოულოდნელობები და მოსალოდნელობები ისეთი საშიში აღარაა, როგორიც აქამდე გეგონა. შენზე მხოლოდ არჩევანია.

P.S. ჩვენ სულ ონლაინ ვართ, ასე რომ მოგვწერეთ, კიდევ რომელი პროცესის გამარტივებას, ან გაუმჯობესებას ისურვებდით და ისედაც, მზად ვართ ნებისმიერ კითხვაზე გიპასუხოთ (კვანტური ფიზიკის დარგიდან თუ არ იქნება




რა საკვანძო სიტყვებით ეძებენ ჩვენს ვებ-გვერდს:

Komunalurebi | komunaluri gadasaxadebi | sesxebi | სწრაფი სესხი | gadaixade

    გამოიწერე სიახლეები და შეთავაზებები

    არასდროს გამოტოვო უახლესი ამბები სფეისიდან
    შესანიშნავია, შენ წარმატებით ჩაეწერე ჩვენ სიაში!
    უი, გამოწერის შეცდომა, გთხოვთ, სცადოთ მოგვიანებით.

    შემდეგი

    შეუკვეთე სფეის ბარათი

    პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

    სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

    დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.