დაბრუნება

1920 1080

დაემშვიდობე დისკომფორტებს სფეისთან ერთად

იცი, რატომ შეიქმნა სფეისი? იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან, ძაააალიაან არ გვიყვარდა დისკომფორტი და მანამდე არ მოვისვენეთ, სანამ ამ დისკომფორტების მოგვარების გზები არ ვიპოვნეთ. მოგვბეზრდა, რომ თანხის გადარიცხვისას ბანკის თანამშრომლის გაღვიძებას უნდა დავლოდებოდით, რომ სესხის დამტკიცება სხვისთვის თვალებში ჩახედვის გარეშე ვერ ხერხდებოდა, რომ გაუგებარ საკომისიოებში ვიხდიდით ფულს და ზოგჯერ ვერც ვხვდებოდით. ჰოდა, ავიღეთ და შევქმენით ჩვენი ბანკი, ისეთი, როგორიც ჩვენ თვითონ მოგვეწონებოდა.

დისკომფორტებთან ბრძოლას, რა თქმა უნდა, არ ვწყვეტთ, ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილიც გახდა და უკვე ყველაფერში მარტივ გამოსავალს ვეძებთ. ამ გზაზე ბევრი სასარგებლო ტექნოლოგიური life hack ვისწავლეთ და გადავწყვიტეთ, რომ გაგიზიაროთ შენც. წაიკითხე ეს ბლოგი და მერე გვეტყვი, აქამდე სად იყავითო 😊

როცა ემოჯიები გჭირდება ახლოს

ზუსტად ვიცით რამხელა ტკივილია, როდესაც რაღაც ტექსტს კრეფ და ემოჯიებისთვის სოციალურ ქსელს უნდა მიაკითხო. არადა, თურმე ყურის ძირში გაქვს ყველაფერი, უბრალოდ უნდა დააჭირო ვინდოუსის ღილაკს და ამ ნიშანსს „>“.

მაკის მფლობელებო, არ ინერვიულოთ, თქვენს შემთხვევაში, command, control და space ღილაკები იმუშავებს იგივენაირად.

გაგზავნილი მეილის დაბრუნება

იცი, რომ gmail-ს აქვს ფუნქცია, რომ გაგზავნილი მეილი გააჩერო? აღარ მოგიწევს დარდი იმაზე, რომ ფაილის მიბმა დაგავიწყდა, ან გადაკითხვისას მიხვდი, რომ უხერხულობამდე ბევრი შეცდომა გაქვს ბეჭდვისას დაშვებული. თუ ჯერ კიდევ არ იცოდი ამ ფუნქციის შესახებ, სასწრაფოდ შედი gmail-ის setting-ში, Send cancellation period-ში მიუთითე სასურველი დრო. შემდეგ, ყოველ ჯერზე, როცა მეილს გააგზავნი gmail თავად ამოგიგდებს შეთავაზებას, თუ გინდა, რომ გააუქმო გზავნილი.

via GIPHY

როგორ გადავაქციოთ იუთუბ ვიდეო გიფად?

დარწმუნებულები ვართ, ეს რჩევა ძალიან გამოგადგება და თან გაგართობს. უყურებ ვიდეოს იუთუბზე და იჭერ მომენტს, რომელიც გიფისთვის ზედგამოჭრილია? უბრალოდ url-ში youtube-ის წინ, ჩაწერე gif და მაშინვე გადახტები საგიფეში.

სელფის გადაღება ყურსასმენით

ცოტა მოძველებული რჩევა კი არის, მაგრამ სელფის მოყვარულებს შეიძლება გამოადგეთ. თუ სელფის გადაღებისას გიჭირს თითის ღილაკზე დაჭერა ისე, რომ კადრი არ გააფუჭო, უბრალოდ შეუერთე სადენიანი ყურსასმენი შენს ტელეფონს, დაიჭირე ყურსასმენი მეორე ხელში და ხმის მომატებისთვის განკუთვნილ პლუს ღილაკზე დაჭერით გადაიღე სელფი ^_^

via GIPHY

ფულის მოგება მეგობრის დახმარებისას

სიკეთე რომ ყოველთვის უკან გიბრუნდება ხომ იცი, მაგრამ ასე მალე დაბრუნებასაც შეიძლება არ ელოდი. თუ შენი მეგობარი, ნათესავი, ოჯახის წევრი ან ნაცნობი ისევ ბანკის რიგში დგას, ან კრედიტ ოფიცერს ელოდება, რომ სესხი აიღოს, შეიძლება დამატებით %-ს იხდის განვადებით სარგებლობისას, კომუნალურების გადახდისას საკომისიოები ეჭრება, ან დეპოზიტიდან თანხა ვერ გამოაქვს დროზე ადრე ჯარიმის გარეშე, დროა, ჩაერიო და დაეხმარო მას, დაემშვიდობოს ამ დისკომფორტებს. ამ სიკეთისთვის კი ჩვენგან დასაჩუქრდები.

საჩუქრის მისაღებად პირობა ასეთია: გაასფეისელე და გაააქტიურე 5, 10 ან 20 მეგობარი 24 დეკემბრამდე და დასაჩუქრდი შესაბამისად 50, 100 ან 200 ლარით. დეტალურად ნახე აქ.

დაგვალაიქე და გაიგე პირველმა ჩვენი სიახლეების შესახებ

ლინკი კოპირებულია კვლავ დაკოპირება

გადმოწერე სფეისი

break;