სფეისი

როგორ ავუხსნა მეგობარს, რატომ უნდა გახდეს სფეისელი?

თუ სფეისელი ხარ და ჩვენს აპლიკაციას კარგად იცნობ, ალბათ უკვე ბევრი მიზეზი დაგიგროვდებოდა საიმისოდ, რომ შენი მეგობრებიც გაგესფეისელებინა. მაგრამ, გადავწყვიტეთ, ყველა მიზეზს ერთ ბლოგში მოვუყაროთ თავი და დაგეხმაროთ, მეგობარს მარტივად აუხსნა, რატომ უნდა დაივიწყოს ტრადიციული ბანკები, დაემშვიდობოს ყველა დისკომფორტს და გახდეს საქართველოში პირველი სრულად ციფრული ბანკის მომხმარებელი.

სანამ დავიწყებთ, გეტყვით, რომ აქცია გვაქვს! თუ 25 დეკემბრამდე 5, 10 ან 20 მეგობარს დაარეგისტრირებ და გაააქტიურებ სფეისში, შესაბამისად 50, 100 ან 200 ლარით დასაჩუქრდები. გაასფეისელე მეგობრები და დასაჩუქრდი ფულით. გადავიდეთ მიზეზებზე:

1. სფეისში ყველა მომსახურებას იღებ სრულად დისტანციურად

რადგან ჩვენ სრულად ციფრული ბანკი ვართ და ფილიალები საერთოდ არ გვაქვს, ყველა საბანკო მომსახურებას მომხმარებლებს პირდაპირ აპლიკაციის საშუალებით ვთავაზობთ. თუ შენი მეგობარი სფეისელობას გადაწყვეტს, ჩვენთან რეგისტრაციას, ანგარიშის გახსნას და ნებისმიერი ფინანსური სერვისის მიღებას ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად, თან სულ რამდენიმე წუთში შეძლებს.

2. სრულიად უფასოდ უკვეთავ სფეის ბარათს და იღებ სასურველ მისამართზე

ალბათ უკვე შეამჩნევდი, რომ სფეის ბარათი ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პროდუქტია და მის სუპერ შესაძლებლობებზე ხშირად ვსაუბრობთ. მეგობრისთვის გასაგებადაც რომ ავხსნათ, სფეის ბარათი არის სადებეტო ბარათი, რომელსაც უკვეთავ სრულიად უფასოდ პირდაპირ აპლიკაციიდან და მოგვაქვს იქ, სადაც მომხმარებელი მოისურვებს, მთელს საქართველოში. (თბილისში 1-2, რეგიონებში 3-5 სამუშაო დღეში)

სფეის ბარათით:

  • დაიბრუნე გადახდილი თანხის 5%-ს Glovo-სა და Wolt-ზე, ისევე როგორც კვების ყველა ობიქეტში მთელს მსოფლიოში (როგორც კი გაიხსნება 😉)
  • მოიგე 150 ლარამდე ყოველ პარასკევს, მისი აქტიურად გამოყენების შემთხვევაში
  • მიიღე მონაწილეობა სხვა მრავალ აქციაში, რომელსაც მუდმივად გთავაზობს სფეისი
  • თან არ იხდი ბარათში არანაირ საკომისიოს

3. ხსნი სფეისის ყველაზე მოქნილ ყულაბას, ზუსტად 2 წუთში

თუ მეგობრისგან ფულის ვერ დაგროვებაზე წუწუნს ხშირად ისმენ, მაშინ სფეის ყულაბის გახსნა შესთავაზე. უბრალოდ უთხარი, რომ ყულაბა იგივე ანაბარია სფეისში, რომელსაც ნებისმიერი მიზნით ხსნი. თან შეგიძლია გახსნა 5 ცალი ერთდროულად.

მოულოდნელად ყულაბიდან ფულის გატანა თუ დაგჭირდება, საკომისიოების დისკომფორტსაც აგარიდებთ თავიდან. სფეის ყულაბაზე თანხის შეტანა-გამოტანა უფასოა და შესაძლებელია 24/7-ზე. ფულის უფრო სწრაფად და შეუმჩნევლად დასაგროვებლად კი ავტომატური დაგროვების წესების ჩართვა ურჩიე, თან 7.5% სარგებელს მიიღებს.

4. შოპინგობ სახლიდან გაუსვლელად, 100-მდე ონლაინ მაღაზიაში

დღეს ონლაინ სერვისებით სარგებლობა, მათ შორის შოპინგი კიდევ უფრო აქტუალური გახდა. თუ შენს მეგობარსაც უყვარს შოპინგი ან ახლო მომავალში რომელიმე ნივთის შეძენას გეგმავს, შეახსენე, რომ სფეის განვადების 100-მდე პარტნიორ ონლაინ მაღაზიაში ნებისმიერი კატეგორიის ნივთს აღმოაჩენს და მას სულ რამდენიმე წუთში შეიძენს.

თან, სფეისში სამთვიანი ეფექტური 0%-იანი განვადება გვაქვს, რომლითაც ნივთში ზუსტად იმდენს იხდი, რამდენიც ღირს, უბრალოდ მის ღირებულებას თანაბრად ყოფ და ანაწილებ 3 თვეზე.

5. იხდი კომუნალურებს საკომისიოს გარეშე

კომუნალურების გადახდა ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მოსაწყენი და რუტინული საქმეა. სფეისის აპლიკაციით 150-მდე ძირითადი და კიდევ უფრო მეტი ქვეკატეგორიის გადახდის სერვისით სარგებლობ: კომუნალურებიინტერნეტი, ტელევიზია, მობილური კავშირი, ამანათები, ტრანსპორტი, სწავლის საფასური, საბანკო ვალდებულებები და სხვა. თან, ბევრი რომ არ იწვალო, შეგიძლია სასურველი გადახდები დააშაბლონო, ჩაყარო კალათაში და გადაიხადო ყველაფერი, თითის ერთი დაჭერით.

6. იღებ სესხს 2 წუთში, 24/7-ზე

მოულოდნელად ფული ალბათ ერთხელ მაინც ყველას დაგვჭირვებია. ასეთ დროს შენს მეგობარს სფეისის სესხის იმედი შეუძლია ჰქონდეს. მნიშვნელობა არ აქვს სამუშაო დღესა და საათს, უბრალოდ დააჭერს + ღილაკს ჩვენს აპლიკაციაში და მოითხოვს თანხას 50,000 ლარამდე. პასუხსაც სულ რამდენიმე წუთში მიიღებს და თანხას ნებისმიერი ბანკის ბარათზე, მომენტალურად დაისვამს.

სფეისელობისთვის 6-ზე გაცილებით მეტი მიზეზი გვაქვს, თუმცა ეს ის პროდუქტებია, რომლითაც შენი მეგობრის სფეისში გააქტიურება და 25 დეკემბერს 200 ლარამდე თანხის მოგება შეგიძლია. ჰო მართლა, ამ აქციაში ჩართვა შენს მეგობრებსაც შეუძლიათ. წარმატებები!

გაითვალისწინე, კვების 5%-იანი ქეშბექის შეთავაზება დასრულდა 2021 წლის 5 აგვისტოს.

    გამოიწერე სიახლეები და შეთავაზებები

    არასდროს გამოტოვო უახლესი ამბები სფეისიდან
    შესანიშნავია, შენ წარმატებით ჩაეწერე ჩვენ სიაში!
    უი, გამოწერის შეცდომა, გთხოვთ, სცადოთ მოგვიანებით.

    შემდეგი

    შეუკვეთე სფეის ბარათი

    პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

    სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

    დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.