5 მიზეზი, რატომ უნდა გადმოიტანო შენი სესხები სფეისში


1. გადახდის 1 დღე
თუ სესხები სხვადასხვა ბანკში გაქვს, შენთვის ნაცნობი იქნება მუდმივი შინაგანი შფოთვა იმაზე, თუ როდის, სად და რამდენი უნდა გადაიხადო. მას შემდეგ, რაც ვალდებულებებს ერთი სესხით გააერთიანებ, აღარ მოგიწევს სხვადასხვა რიცხვში განსხვავებული თანხების გადახდა.
2. შემცირებული ყოველთვიური გადასახადი
რეფინანსირებით სარგებლობისას შეგიძლია სესხის ვადა მაქსიმალურ – 36 თვემდე გაზარდო და თანხა იმაზე მეტ თვეზე გადაანაწილო, ვიდრე აქამდე. შესაბამისად, ყოველთვიურად უფრო ნაკლების გადახდა მოგიწევს და აღარ დაგჭირდება ხელფასიდან ერთბაშად დიდი მოცულობის თანხის გამოყოფა სესხის შენატანისთვის.💡
3. 5% ფასდაკლება ეფექტურ განაკვეთზე
როგორც წესი, რეფინანსირება შენი მიმდინარე სესხის პროცენტის შემცირების კარგი შესაძლებლობაა, რადგან ამ დროს ბანკები ცდილობენ, უკეთესი პროცენტი შემოგთავაზონ. 📣 სფეისში ახლა აქცია გვაქვს და ყველა, ვინც რეფინანსირებით გადმოიტანს ერთ ან რამდენიმე სესხს, ავტომატურ 5%-იან ფასდაკლებას მიიღებს ეფექტურ განაკვეთზე, ბანკირთან ვაჭრობისა და უხერხული საუბრების გარეშე.
მაგალითად, თუ შენი მონაცემების გათვალისწინებით, თანხა ეფექტურ 22%-ში უნდა დაგმტკიცებოდა, სფეის აპლიკაცია ავტომატურად დაგაკლებს 5%-ს და პირდაპირ 17% გამოგიჩნდება სესხის პირობებში🙌 გაითვალისწინე, სფეისში სესხის მინიმალური ეფექტური განაკვეთი 16%-ია, რაც ფასდაკლების შემთხვევაშიც ვერ შეიცვლება.
4. დამატებითი თანხა
იცოდი, რომ თუ დამატებითი ახალი სესხი არ გიმტკიცდება, რეფინანსირებისას შესაძლოა, თანხის დამატება მაინც შეძლო არსებულ ვალდებულებებზე? არსებობს რეგულაცია რომელიც განსაზღვრავს შენი შემოსავლიდან მაქსიმუმ რა წილის გადახდა შეგიძლია ყოველთვიურად ვალდებულებებში. შესაბამისად, თუ ეს ლიმიტი უკვე ათვისებული გაქვს, სესხი აღარ დაგიმტკიცდება.
გახსოვს მეორე მიზეზი? ☝ თუ რეფინანსირებისას თანხას უფრო ხანგრძლივი პერიოდით აიღებ, თვეში ნაკლების გადახდა მოგიწევს და შედეგად, შესაძლოა შენი ხელფასი გაზრდილი ვალდებულებისთვისაც საკმარისი აღმოჩნდეს.
5. წინასწარი დაფარვა ჯარიმის გარეშე
სფეისში არ გვიყვარს გაუგებარი საკომისიოები, ამიტომ, თუ ფული ვადაზე ადრე გამოგიჩნდება და წინასწარ დაფარვას გადაწყვეტ, არავითარ ჯარიმას და საკომისიოს არ გადაიხდი😉
როგორ ვისარგებლო რეფინანსირებით სფეისში?
რიგში დგომა, ბანკირის ლოდინი და ზედმეტი თავის ტკივილი არც ჩვენ გვიყვარს, ამიტომ რეფინანსირების სესხსაც მარტივად, 5 წუთში აიღებ. სადაც არ უნდა იყო, მთავარია, ინტერნეტი და სმარტფონი თან გქონდეს და არ აქვს მნიშვნელობა კვირის რა დღე ან რომელი საათია. 😎
- მოითხოვე და დაიმტკიცე თანხა, შენი ლიმიტის მიხედვით
- აირჩიე შენი მიმდინარე სესხები, რომელთა გადმოტანაც გსურს
- თუ თანხის დამატებას გადაწყვეტ, მიუთითე სასურველი რაოდენობა
- აირჩიე, როდის და რამდენს გადაიხდი ყოველთიურად
- დაადასტურე შემოსავლები აპლიკაციაშივე და დაისვი თანხა
დეტალურ ინსტრუქციას ამ ვიდეოში გაჩვენებ👇
როგორია რეფინანსირების სესხის პირობები? 👀
სესხის ტიპი | სამომხმარებლო |
ეფექტური საპრცენტო განაკვეთი | 16%-49% |
თანხა | 100-50,000 |
ვალუტა | ლარი |
გაცემის საკომისიო | 0 |
მომსახურების საკომისიო | 0 |
წინსწრებით დაფარვის საკომისიო | 0 |
დაზღევის საკომისიო | 0 |
სფეის ბარათით გადაღდების საკომისიო | 0 |