სფეისი

9 იდეა – როგორ აღნიშნო დაბადების დღე განსხვავებულად და იაფად

შენი დაბადების დღე კარს მოგადგა და გინდა თუ არა, გეფიქრება, რა უნდა გააკეთო ამ დღეს. თან ფიქრობ, რამე სიახლე შეიტანო, რომ ეს დღე დასამახსოვრებელი გახდეს. მაგრამ ამ ყველაფრისთვის დიდი ბიუჯეტიც არ გემეტება. ამ ბლოგში წაიკითხავ 9 იდეას, როგორ შეგიძლია დაბადების დღე აღნიშნო განსხვავებულად და თან შეზღუდული ფინანსური რესურსებით.

1.იყავი კულინარი

თუ სამზარეულოში ტრიალი გიყვარს, შეგიძლია შენს დაბადების დღეზე ის კერძი მოამზადო, დიდი ხანია შორიდან რომ უყურებ, მაგრამ ვერ მოიცალე რომ გაგეკეთებინა. თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ისეთი გამოვიდა, როგორსაც ელოდი, მეგობრებს თავს მოაწონებ შენი კულინარიული შესაძლებლობებით, თუ არადა საჭმლის გამოძახებასაც არაფერი უდგას წინ. თან, თუ სფეის ბარათით გამოიძახებ საჭმელს ან გადაიხდი კვების ნებისმიერ ობიექტში, გადახდილი ფულის 5% – ს უკან მიიღებ.

2. მოაწყვე კინოჩვენება

ღია ცის ქვეშ კინოჩვენებაზე რას იტყოდი? სახურავზე ან თუნდაც სადმე ბუნებაში. ამისთვის ცარიელი კედელი და პროექტორი დაგჭირდება, რომელიც შეგიძლია ითხოვო შენი მეგობრებისგან ან იქირაო ერთი დღით. სტუმრებს უთხარი, რომ სასუსნავები წამოიყოლონ და სულ ეგ არის. ფილმის, ადგილის და განწყობის შექმნა უკვე შენზეა.

3.თუ სამაგიდო თამაშები გიყვარს

თუ სამაგიდო თამაშები გიყვართ შენ და შენს სამეგობროს, ბევრი ფიქრი აღარ გინდა. მოაგროვე საინტერესო სამაგიდო თამაშები, მოიფიქრე ორიგინალური და სიმბოლური პრიზები გამარჯვებულისთვის. სასუსნავები აქაც არ იქნება ზედმეტი.

4.მოიწყვე ლაშქრობა

ლაშქრობის მოყვარულებს ჩვენგან ალბათ არ ესწავლებათ, მაგრამ მაინც – მშვენიერი საჩუქარია შენ გარშემო ბუნება, მეგობრები და ყოველდღიურობისგან მოწყვეტა. ერთი ზურგჩანთა (მხოლოდ საჭირო ნივთებით) და ეგ არის. თუ დაბადების დღე შაბათ – კვირას დაემთხვა, კარვებსაც შეგიძლია დაავლო ხელი და გაიხანგრძლივო დღესასწაული.

5.გახდი მოხალისე

ბოლოს როდის იყავი მოხალისე? შენს დაბადების დღეზე სხვებზე ზრუნვის იდეა თუ გხიბლავს, შეგიძლია მოიძიო არაერთი ორგანიზაცია, რომელსაც ერთი დღით უანგაროდ დაეხმარები და იზრუნებ გარემოზე, ადამიანებსა თუ ცხოველებზე.

6. სცადე რამე ექსტრემალური

როდის გადალახე ბოლოს შიში? თუ დიდი ხანია, გინდა სცადო საჰაერო ბუშტით ფრენა, პარაგლაიდინგი, ჯომარდობა, და ა.შ., შეიძლება შენი დაბადების დღე ზუსტად ეს დროა, რომ რაღაც ექსტრემალური სცადო. თან ეს დაბადების დღე აუცილებლად დაგამახსოვრდება.

7.ისიამოვნე მარტო ყოფნით

არაფერია უცნაური იმაში, თუ მარტო გინდა დაბადების დღის გატარება. დაუთმე მთელი დღე შენს თავს, გაეთავისუფლე სამსახურიდან ერთი დღით, ისეირნე, წაიკითხე, მუსიკას მოუსმინე, აუზზე წადი. მოკლედ, გააკეთე ის, რაც გაბედნიერებს.

8.აჩუქე ძველი ნივთები სხვებს

თუ გარდერობში ისეთი ტანსაცმელი დაგიგროვდა, რომელიც ბოლო ერთი წლია არ ჩაგიცვამს, მგონი დროა დაფიქრდე, რამდენად გჭირდება ისინი. გარდერობის განახლება ყოველთვის არ ნიშნავს ახალი ტანსაცმლის ყიდვას – ძველი ნივთების გაჩუქებაც, რაღაც მხრივ განახლებაა არა? თან წარმოიდგინე, როგორ გაახარებ სხვებს და თან შენს თავს აჩუქებ მეტ სივრცეს გარდერობსა თუ სახლში.

9. მოიგე ფული დაბადების დღეზე

ზემოთ ჩამოთვლილი ყველა პუნქტი ეკონომიური რომ არის, დაგვეთანხმები. მაგრამ სფეისის გადმოწერა უფასოსთან ერთად, სარგებლიანიაცაა – სრულად უფასოდ იწერ აპლიკაციას და უფასოდვე უკვეთავ სფეის ბარათს. სფეის ბარათით გადახდით შეგიძლია მოიგო 150 ლარამდე ყოველ პარასკევს. ჰო, არ დაგავიწყდეს, რომ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, კვების ნებისმიერ ობიექტში გადახდისას გადახდილი ფულის 5% – ს იბრუნებ უკან. მოკლედ, სფეისისგან შეგიძლია ყოველდღე დასაჩუქრდე ფულით, მათ შორის შენს დაბადების დღეზეც.

მოიგე ფული დაბადების დღეზე

gamification-packshot-gg (1)
გაითვალისწინე, კვების 5%-იანი ქეშბექის შეთავაზება დასრულდა 2021 წლის 5 აგვისტოს.

    გამოიწერე სიახლეები და შეთავაზებები

    არასდროს გამოტოვო უახლესი ამბები სფეისიდან
    შესანიშნავია, შენ წარმატებით ჩაეწერე ჩვენ სიაში!
    უი, გამოწერის შეცდომა, გთხოვთ, სცადოთ მოგვიანებით.

    შემდეგი

    შეუკვეთე სფეის ბარათი

    მიიღე ბარათი სრულიად უფასოდ, ნებისმიერ ადგილას.

    სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

    დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.