დაბრუნება

ბლოგი-ყულაბებზე

სახლში ყოფნამ, ყოველდღიური ჩვევების შეცვლასთან ერთად, კიდევ უფრო მეტი დრო მოგვცა ჩვენს მიზნებსა და გეგმებზე ფიქრისთვის. ამ პერიოდში, ალბათ შენც არაერთხელ გიფიქრია, რას გააკეთებ როცა ყველაფერი დასრულდება, სად წახვალ, რას იყიდი და ვის მოინახულებ პირველს.

მიზნების მისაღწევად და ჩვენი სურვილების განსახორციელებლად თანხის გადადება ხშირად გვჭირდება. თუ სფეის ყულაბაზე ჯერ არ გსმენია, აქვე გეტყვით, რომ ფულის საიმედოდ შენახვასა და მარტივად დაგროვებაში სწორედ ის დაგეხმარება.

მოკლედ, თუ ჯერ არ გაქვს გადაწყვეტილი რისთვის შეაგროვო ან გადაინახო დაზოგილი ფული, ქვემოთ გაგიზიარებთ, რა მიზნებისთვის ქმნიან ყულაბას სფეისის ერთგული მომხმარებლები და იმედი გვაქვს, ეს იდეები გამოგადგება.

1.მოგზაურობა

როგორც ჩანს ის, რაც ამ ეტაპზე ყველაზე რთულად ხელმისაწვდომია, ყველაზე სასურველია ჩვენთვის. ამას ისიც მოწმობს, რომ სფეისში ყულაბების დიდი ნაწილი მოგზაურობის მიზნით იქმნება. ახალი ადგილების მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად მონახულება და სასიამოვნო დროის ერთად გატარება ყოველთვის კარგი აზრია, თუმცა ახლა ეს გეგმა კიდევ უფრო საპატიო ადგილს დაიკავებს ჩვენს მიზნებს შორის.

2.მანქანა

ყოველთვიური ხარჯების გადახედვისას, რამდენჯერ გიფიქრია, რომ ტაქსში დახარჯული ფულის გადადების შემთხვევაში უკვე საკუთარი ავტომობილის ყიდვასაც თავისუფლად შეძლებდი? თუ ეს ფაქტი ხშირად გახსენებს თავს და ცოტა ნერვებსაც გიშლის, დროა ამ მიზნის მისაღწევად ფულის დაგროვება და სასურველი ავტომობილის შერჩევა რაც შეიძლება სწრაფად დაიწყო .

3.სწავლა

განათლებაში ჩადებულ ინვესტიციას ყოველთვის მოაქვს მოსალოდნელი შედეგი, ამიტომ მასში ფულის დაზოგვა ნამდვილად არ ღირს. არ აქვს მნიშვნელობა უნივერსიტეტი ახლა დაასრულე და საზღვარგარეთ მაგისტრატურაში ჩაბარებას აპირებ, თუ უკვე საკმაოდ დიდი სამუშაო გამოცდილება გაქვს და შენი თავის კიდევ უფრო განვითარება გინდა, სწავლა არც ერთ შემთხვევაში არაა გვიან. მითუმეტეს ახლა, როდესაც ნებისმიერი კურსის გავლა მარტივად, სახლიდან გაუსვლელადაც კი შეგიძლია.

4.რემონტი

თუ სახლში დიდი დროის გატარებამ დაგარწმუნა, რომ ასეთი სტილის ინტერიერი უკვე აღარ მოგწონს და ბევრ დეტალს შეცვლიდი, მაშინ რემონტის დასაგეგმად და ფულის შესაგროვებლად ახლა საუკეთესო დროა. კარგად დააკვირდი ოთახის ყოველ კუთხეს და დაფიქრდი, როგორ წარმოგიდგენია ის გარემონტების შემდეგ?

5.ტექნიკა

ტექნიკის გარეშე ჩვენი ყოველდღიურობა უკვე წარმოუდგენელი გახდა და მათი განახლებაც სულ უფრო ხშირად გვიწევს. ახალი ლეპტოპისთვის, მობილური ტელეფონისთვის, ყურსასმენის ან სათამაშო კონსოლისთვის ფულის შეგროვება ერთხელ მაინც ალბათ ყველას წარმატებით, ან ზოგჯერ წარუმატებლადაც გვიცდია. თუ მათგან რომელიმეს შეძენას დააპირებ, ფულის სრწაფად დაგროვებაში სფეის ყულაბა და მისი ავტომატური დაგროვების წესები დაგეხმარება.

6.შოპინგი

საყიდლებზე საათობით სიარული, საჩუქრების საკუთარი თავისთვის ან ახლობლებისთვის შერჩევა თუ სიამოვნებას განიჭებს, მაშინ თვითიზოლაციის შემდეგ დაუვიწყარ შოპინგს ნამდვილად იმსახურებ. მანამდე შეგიძლია ონლაინ შოპინგს მიმართო, ნივთები წინასწარ შეარჩიო და ამასობაში ფულის დაგროვებაც მოასწრო. ისე, თუ ჯერ დაგროვილი არ გაქვს თანხა და კარგი შეთავაზების ხელიდან გაშვებაც არ გინდა, შეგახსენებთ, რომ სფეის განვადებით სასურველ ნივთს ჩვენი პარტნიორი ონლაინ მაღაზიებიდან, სულ რამდენიმე წუთში იყიდი.

7.გაუთვალისწინებელი შემთხვევები

სულაც არ არის აუცილებელი ფულის შეგროვებას ყოველთვის კონკრეტული, კარგად ჩამოყალიბებული მიზეზი ჰქონდეს. იქნებ მოულოდნელად შენი საყვარელი ჯგუფის კონცერტის ბილეთების გაყიდვა დაიწყოს, ან მეგობრებმა რამდენიმე დღის საზღვარგარეთ გატარება გადაწყვიტოთ. ასეთი შემთხვევებისთვის, უბრალოდ გადადე სულ ცოტა თანხა ყოველდღიურად და თავსაც უფრო იმედიანად იგრძნობ.

მოკლედ, დაისახე მიზანი, გახსენი სფეის ყულაბა და დაიწყე ფულის დაგროვება. თან ხომ იცი, ასეთი ტიპის ანაბრებში, სადაც ფულის შეტანა და გამოტანა სრულიად უფასოდ, ნებისმიერ დროს შეგიძლია, ყველაზე მაღალ - 9% სარგებელს მიიღებ. ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 9.38%-ია.

დაგვალაიქე და გაიგე პირველმა ჩვენი სიახლეების შესახებ

ლინკი კოპირებულია კვლავ დაკოპირება

გადმოწერე სფეისი

break;