სფეისი

რა უნდა იცოდე, სანამ Mad Cool ფესტივალზე წახვალ

თუ აქამდე არ გაგიგია, გეტყვით რომ სფეისში კიდევ ერთი სიახლე გვაქვს შენთვის. დავიწყეთ აქცია, რომლის გამარჯვებულიც იგებს 2 ბილეთს Mad Cool ფესტივალზე მადრიდში, თან ფრენის ბილეთებიც ჩვენზეა.

აქციაში მონაწილეობის წესები მარტივია:

📲 გადმოწერე სფეისის განახლებული ვერსია

⬆️ გახსენი სფეის აპლიკაცია და ამოშალე ქვედა ისარი

👥 ჩამოსქროლე ბოლომდე, იპოვე შენი უნიკალური ბმული და გაუზიარე მეგობრებს, თან მოუყევი, რატომ უნდა სცადონ სფეისი.

სულ ესაა!

ამ ამბების შემდეგ ალბათ აღარ გაგიკვირდება, თუ გეტყვით, რომ Mad Cool ფესტივალისთვის განსაკუთრებულად ვემზადებით და შენთვის ეს ბლოგიც საგულდაგულოდ გავამზადეთ, ფესტივალზე წასასვლელად სრულ მზადყოფნაში რომ იყო. მოკლედ, მოგიყვებით ყველაფერს, რაც Mad Cool ფესტივალზე აუცილებლად უნდა იცოდე.

სად ჩატარდება ფესტივალი და როგორ მივიდე ადგილამდე?

Mad Cool ფესტივალი პირველად 2016 წელს ჩატარდა მადრიდში და ყოველწლიურად სულ უფრო ფართო მასშტაბებს იღებს. ადგილი უკვე მეოთხე წელია უცვლელია – ქალაქის ცენტრიდან სულ რაღაც 15 წუთის სავალზე, Caja Mágica -ში. ცენტრიდან Caja Mágica-მდე მისასვლელად მეტრო ყველაზე იაფი გამოსავალია, მხოლოდ 2 დოლარად საკმაოდ კომფორტულად იმგზავრებ. თუ შენი საყვარელი ჯგუფის გამოსვლამდე სულ რამდენიმე წუთიღა რჩება, “Uber”-ის ესპანური ალტერნატივა არ უნდა იყოს ცუდი იდეა, “Cabify app”-ით დაახლოებით 15-20 დოლარად ტაქსი ფესტივალის შესასვლელამდე მიგიყვანს და თან არც დაგაგვიანდება.

რომელი ჟანრის შემსრულებლები იქნებიან ფესტივალზე?

ერთ-ერთი, რაც Mad Cool-ს სხვა ფესტივალებისგან გამოარჩევს, მისი მრავალფეროვნებაა. არ აქვს მნიშვნელობა როგორი მუსიკალური გემოვნება გაქვს და რომელი ჟანრის მუსიკას უსმენ – ელექტრონულს, პოპს თუ მეტალს, შენთვის საინტერესეო შემსრულებლებს Mad Cool-ზე მაინც იპოვი.

ის, რაც ყველას გვიყვარს

თუ ფიქრობ, რომ ფესტივალებზე სასუსნავის და ალკოჰოლის ყიდვაში ბევრი ფული დაგეხარჯება, მოლოდინები სასიამოვნოდ უნდა გაგიცრუოთ. Mad Cool-ზე მზის ჩასვლის ყურებასა და მუსიკის მოსმენასთან ერთად თუ წახემსება და ლუდის დალევა მოგინდა, გვენდე, 9 დოლარად ძალიან გემრიელად მიირთმევ. ფესტივალზე შენი გემოს რეცეპტორებისთვის საინტერესო კერძების პოვნაც არ გაგიჭირდება – პატარა ჯიხურებსა და სტენდებზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კერძებისა და ტკბილეულის დაგემოვნებას შეძლებ.

სად შეიძლება დავრჩე ღამის გასათევად?

მადრიდში ერთი ღამით სასტუმროს/სახლის დაქირავება ევროპის სხვა ქალაქებთან შედარებით საკმაოდ იაფია. არ გეგონოს, რომ რამე ახალი უნდა გირჩიოთ, ისეთი შენ რომ ვერ მოიფიქრებდი – მოკლედ, Airbnb-ის გარეშე ცხოვრება ბევრად რთული რომ იქნებოდა, მგონი შენც დაგვეთანხმები. Caja Mágica- თან ახლოს ბინას საშუალოდ 15 დოლარიდან 45 დოლარამდე იქირავებ. თან ხომ იცი, Mad Cool კარვებთან აღარ მეგობრობს, ასე რომ კარვის გაშლას ფესტივალის ტერიტორიაზე სამწუხაროდ ვერ შეძლებ.

რა დავათვალიერო მადრიდში?

თუ ფესტივალის ემოციებით გადაღლილმა გაიღვიძე და ცოტა ნაბახუსევზეც ხარ, შეგიძლია დღე ქალაქის დათვალიერებაში გაატარო. ვფიქრობთ, “Golden Triangle Of Art”-ის სტუმრობა და ვან გოგის, კლოდ მონეს და სხვა ცნობილი ხელოვანების ნამუშევრებსაც თუ ჩამოუვლი, შენი დღე კიდევ უფრო განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი გახდება. არც მადრიდის სამეფო ბოტანიკურ ბაღში გასეირნება უნდა იყოს ცუდი იდეა განტვირთვისა და ფესტივალის დაუვიწყარი საღამოსთვის მოსამზადებლად. თუ საინტერესო ნივთების თვალიერება გიყვარს, შეგიძლია Flea Market-ზეც გაიარო და მეგობრებისთვის სამახსოვრო ნივთებიც შეიძინო.

სულ ესაა რისი მოყოლაც გვინდოდა, შენგანაც ველოდებით სფეისურ ამბებს Mad Cool-დან რომ დაბრუნდები! ჰო, თუ საფესტივალო რჩევები შემოგაკლდა, ჩვენს ბლოგს გადახედე და გაიგე 10 რამ, რაც აუცილებლად უნდა იცოდე სანამ ფესტივალზე წახვალ.

    გამოიწერე სიახლეები და შეთავაზებები

    არასდროს გამოტოვო უახლესი ამბები სფეისიდან
    შესანიშნავია, შენ წარმატებით ჩაეწერე ჩვენ სიაში!
    უი, გამოწერის შეცდომა, გთხოვთ, სცადოთ მოგვიანებით.

    შემდეგი

    შეუკვეთე სფეის ბარათი

    პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

    სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

    დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.