ონლაინ სესხი

ონლაინ განვადება, რომლითაც ყიდულობ დღეს და იხდი მოგვიანებით

როგორ იქცევი, როცა რომელიმე ნივთის ყიდვა ძალიან გინდა, მაგრამ თან დიდი ხნის გადადებული ფულის ერთად გადახდა გენანება? ან როცა საკმარისი თანხა მთლიანად არც გაქვს შეგროვებული? ასეთი შემთხვევები თავიდან რომ აგარიდოთ და შეძენის პროცესი უფრო მოქნილი გავხადოთ, სფეისში 3 თვიანი ეფექტური 0%-იანი განვადება გვაქვს, რომლითაც ნივთს რამდენიმე წუთში ყიდულობ და მის ღირებულებას 3 ნაწილად იხდი, ყოველგვარი გაძვირების გარეშე.

1. 3 თვიანი განვადებით ნივთში იხდი ზუსტად იმდენს, რამდენიც ღირს

აქვე, ერთ მაგალითსაც მოგიყვანთ. მოდი, განვიხილოთ 3 თვიანი ეფექტური 0%-იანი განვადება ტელეფონზე. თუ ახალ სმარტფონს დაადგი თვალი და მისი ფასი 3000 ლარია, სფეის განვადებით თანხა გაიყოფა 3 ტოლ ნაწილად და გადანაწილდება მომდევნო 3 თვეზე. ანუ:

თვე 1 1000₾
თვე 2 1000₾
თვე 3 1000₾

არ გემატება არანაირი საკომისიო

თუ ისევ ფიქრობ, რომ მიუხედავად 0%-სა, მაინც შეიძლება რაიმე სახის საკომისიოს გაკისრებდეთ, ამ ეჭვებსაც ახლავე გაგიქარწყლებთ. შეგიძლია, მშვიდად, სულ რამდენიმე წუთში დაიმტკიცო ონლაინ განვადება მოპედზე, ყურსასმენებზე, ტანსაცმელზე ან სხვა ნებისმიერ ნივთზე და გახსოვდეს, რომ ჩვენთან არ გადაიხდი:

 

  • განვადების დამტკიცების საკომისიოს
  • მომსახურების საკომისიოს
  • წინსწრებით დაფარვის საკომისიოს

3. განვადებას იმტკიცებ მაქსიმუმ 5 წუთში

კარგად გვესმის, როგორი მნიშვნელოვანია დრო და სისწრაფე, როცა ძველი ტელეფონი ან ლეპტოპი გიფუჭდება, მეგობრისთვის დაბადების დღის საჩუქრის ყიდვა გინდა, ან შენს საოცნებო მოპედზე მხოლოდ ერთ დღიანი ფასდაკლებაა. სფეისის ყველაზე მარტივი განვადების პროცესი ასეთია:

 

  1. იწერ აპლიკაციას და გადიხარ რეგისტრაციას
  2. არჩევ სასურველ ნივთს 150-მდე პარტნიორი ონლაინ მაღაზიიდან ნებისმიერში
  3. აჭერ სფეის განვადები შეძენას
  4. განვადების მოთხოვნაზე პასუხს იღებ მომენტალურად

 

სულ ესაა, სასურველი ნივთი მაქსიმუმ 5 წუთში შენი იქნება!

4. გრაფიკს გეგმავ თავად და ცვლი მარტივად

თუ ხვდები, რომ განვადებას 3 თვეში ვერ ფარავ, არც ესაა პრობლემა. სფეისში მარტივად გადახვალ სტანდარტულ გრაფიკზე, რომლისთვის საჭირო ყოველთვიურ თანხას აპლიკაციაშივე ნახავ. ამ შემთხვევაში, წლიური ეფექტური განაკვეთი 29%, 35% ან 45%-ია, იმის მიხედვით, თუ როგორია შენი საკრედიტო რეიტინგი, ხოლო განვადების ვადა 3-დან 48 თვემდეა და მას თავად ირჩევ.

 

აქვე, შეგახსენებთ, რომ სფეისში განვადების გარდა, ონლაინ სესხებით სარგებლობაც შეგიძლია, რომელსაც პირდაპირ აპლიკაციიდან, სახლიდან გაუსვლელად მოითხოვ და პასუხს ასევე მომენტალურად მიიღებ.  თუ სესხის მოთხოვნამდე წინასწარ, შენი სესხის სავარაუდო პირობების გაგება და სესხის ლიმიტის შემოწმება გინდა, შეგიძლია სესხის ონლაინ კალკულატორი გამოიყენო.

    გამოიწერე სიახლეები და შეთავაზებები

    არასდროს გამოტოვო უახლესი ამბები სფეისიდან
    შესანიშნავია, შენ წარმატებით ჩაეწერე ჩვენ სიაში!
    უი, გამოწერის შეცდომა, გთხოვთ, სცადოთ მოგვიანებით.

    შემდეგი

    შეუკვეთე სფეის ბარათი

    პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

    სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

    დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.