ვინ გასაჩუქრებს სფეის თამაშში?

გადახედე, რომელი ბრენდები გვეხმარებიან ახალგაზრდების წახალისებაში და როგორ:
1. პსპ – 50 ლარიანი ვაუჩერი
გამოცდებით ატკივებული თავის საშველს პსპ-ში რომ იპოვი, ისედაც გეცოდინება. 🤓 თუმცა, თუ tiktok-მა დღის და ღამის რუტინის ქონა მოგანდომა, თავის მოვლის საშუალებებიც პსპ-ში შეგიძლია აარჩიო.💅 გაითვალისწინე, პსპ-ს ვაუჩერის გამოყენებას ნებისმიერ ფილიალში, ერთჯერადად შეძლებ.
2. მინისო – 10 ლარიანი ვაუჩერი
შენი არ ვიცით, მაგრამ ჩვენ მინისოში შებიჯებისთანავე ღიმილს ვერ ვიშორებთ და საით გავიხედოთ აღარ ვიცით🤩 თუ ვაუჩერს მოიგებ, უბრალოდ შედი miniso.ge-ზე, შეავსე კალათა მინიმუმ 25 ლარით და გამოიყენე პრომო კოდი🙌 მინისო შენი შენაძენის უფასოდ მოტანაზეც იზრუნებს!
3. ვოლტი – 5 ან 10 ლარიანი ვაუჩერი
ქალაქში ყველაზე სწრაფ და ხარისხიან მიტანის სერვისზე ვინ გახსენდება? ჩვენც, რა თქმა უნდა, Wolt. თუ ჯერ არ გიცდია, საყიდლების რთული პროცესის გამარტივება, ჩაერთე სფეის თამაშში, მოიგე ვოლტის ვაუჩერი და შეუკვეთე შენი საყვარელი კვების თუ სხვა ობიექტებიდან სახლიდან გაუსვლელად.
4. სულაკაურის წიგნის მაღაზია – 10 ან 30 ლარიანი ვაუჩერი
ოჯახის ნებისმიერი წევრისთვის საყვარელი ავტორის წიგნს სულაკაურის წიგნის მაღაზიაში აუცილებლად იპოვი. ვაუჩერის მოგების შემთხვევაში, ესტუმრე ნებისმიერ ფილიალს და შეარჩიე სასურველი წიგნი. გაითვალისწინე, ვაუჩერით მხოლოდ არაფასდაკლებული წიგნების შეძენისას ისარგებლებ.
5. ველი სთორი – 10 ლარიანი ვაუჩერი
როცა ბევრი სხვადასხვა ნივთი გჭირდება და მაღაზიების შემოვლისთვის არც დრო და არც სურვილი გაქვს, უბრალოდ შედი Veli.store-ზე და 3 საათში ყველაფერი შენს კართან გაჩნდება! ⭐ თუ სფეის თამაშში იაქტიურებ და შესაბამის ადგილს დაიკავებ ლიდერბორდში, Veli.store-ის ვაუჩერი შენი გახდება🚀
6. ალტერ სოქსი – 5 ლარიანი ვაუჩერი
მოლში ჩვენი ნებისმიერი ვიზიტი ალტერ სოქსის სახალისო წინდის ყიდვით სრულდება! 😍 თუ შენც ასე ხარ, განსაკუთრებით გაგიხარდება, როცა სფეის თამაშის პრიზებში მათ ვაუჩერებს აღმოაჩენ. მოგების შემთხვევაში, ესტუმრე ბრენდს ფიზიკურ სივრცეში და გამოიყენე პრომო კოდი🚀