როგორ გადაანაწილო ფული და შექმნა დანაზოგი?

დღეს გადავწყვიტეთ, ბიუჯეტის მართვის ერთ საინტერესო მეთოდზე მოგიყვეთ, რომელსაც, როგორც აღმოჩნდა, საკმაოდ ბევრი ადამიანი წარმატებით იყენებს და იმედი გვაქვს, საქმეს შენც გაგიმარტივებს.
რას გულისხმობს 50/30/20-ის წესი?
დაუთმე შენი შემოსავლების:
- 50% – აუცილებელ საჭიროებებს
- 30% – შენს სურვილებს
- 20% – ფინანსურ მიზნებს
რა ტიპის ხარჯებს მოიცავს საჭიროებები?
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სრული შემოსავლების 50% საჭიროებებს ეთმობა. ეს იმ ტიპის ხარჯებია, რომლებსაც გვერდს ვერ აუვლი.
მაგალითად:
- სურსათი
- ბინის ქირა
- კომუნალურები
- დაზღვევა
- ჯანმრთელობაზე ზრუნვა
- განვადება/სესხი
გაითვალისწინე, რომ აუცილებელი საჭიროებების კატეგორიაში არ უნდა შევიდეს ისეთი ხარჯები, როგორებიცაა გარეთ ჭამა, სხვადასხვა ე.წ subscription სერვისები (მაგ: Spotify, Netflix, Glovo Prime და ა.შ.)
რა ხარჯები შედის სურვილების კატეგორიაში?
საქმე მარტივადაა. ამ კატეგორიაში შეგიძლია შეიყვანო ნებისმიერი ხარჯი, რომლსაც ყოველთვიურად ნებაყოფლობით წევ, საკუთარი სურვილებისა და პრიორიტეტების გათვალისწინებით.
მეტი თვალსაჩინოებისთვის, რამდენიმე მაგალითიც შეგვიძლია მოვიყვანოთ:
- ახალი ტანსაცმელი
- ახალი ტექნიკა
- გარეთ ჭამა
- სტანდარტულზე სწრაფი ინტერნეტი
- მოგზაურობა
- სატრენაჟორო დარბაზის ან აუზის აბონიმენტი
ზემოთ ჩამოთვლილი ხარჯების შემცირება სურვილის შემთხვევაში, საკმაოდ მარტივად შეგიძლია. მაგალითად, თუ ვარჯიშს სახლში დაიწყებ, ან ლანჩს სახლში თავად გაიმზადებ, არც თუ ისე ცოტას დაზოგავ.თან, არ დაგავიწყდეს, რა თქმა უნდა, არ არის აუცილებელი ყველა შენთვის სასურველი ქცევა სრულად შეზღუდო. თუ ლანჩზე გასვლას მაინც გადაწყვეტ, უბრალოდ უფრო მეტად დააკვირდი ფასებს და ეცადე მეტად ბიუჯეტური არჩევანი გააკეთო.
რას ეთმობა სრული ბიუჯეტის 20%?
საჭიროებებისა და სურვილებისთვის ხარჯები უკვე დანაწილებულია. ბოლოს ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპის, ფულის დაზოგვის დროც დადგა. შეეცადე, შენი წმინდა შემოსავლის 20% გადადო დანაზოგებსა და მნიშვნელოვანი ან თუნდაც მცირე ინვესტიციებისთვის.
მაგალითად, გადადე ფული:
- გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის
- ახალი ტექნიკისთვის
- რემონტისთვის
- მეგობრის საჩუქრისთვის
- დასვენებისთვის
- ან სხვა ნებისმიერი მიზნისთვის
ფულის დაზოგვაში ვფიქრობთ, სფეის ყულაბაც დაგეხმარება. ხომ იცი, სფეის ყულაბა იგივე ანაბარია, რომელსაც პირდაპირ სფეისის აპლიკაციიდან ხსნი, მინიმალური შენატანის გარეშე. სფეისში ერთდროულად 5 სხვადასხვა ყულაბის გახსნა შეგიძლია და თან, ანგარიშზე ფულსაც ნებისმიერ დროს შეიტან და გამოიტან, ყოველგვარი საკომისიოს გარეშე, 24/7-ზე. ამ ტიპის ანაბრებში კი ყულაბაზე ყველაზე მაღალი, 7.5% სარგებელი დაგერიცხება. წლიური ეფექტური სარგებელი 7.76%-ია.თუ ამ მეთოდით ბიუჯეტის განაწილებას გადაწყვეტ, არ დაგავიწყდეს, ჩვენც გაგვიზიარე შენი გამოცდილება.