ონლაინ სესხი

სად ვნახო ჩემი საკრედიტო ისტორია და როგორ გამოვასწორო ის?

სანამ ამ ფინანსური ტერმინის მარტივ და გასაგებ ენაზე ახსნას შევეცდებით, ბარემ აქვე გეტყვით, საერთოდ, რატომ შეიძლება დაგაინტერესოს საკრედიტო ისტორიის მნიშვნელობამ და რაში გამოგადგება ქვემოთ მიღებული ინფორმაცია მომავალში.

ალბათ დაგვეთანხმები, რომ რამდენად სწორადაც არ უნდა გეგმავდე შენს ბიუჯეტს, ანაწილებდე შემოსავლებსა და ხარჯებს, ცხოვრებაში მაინც დგება მომენტები, როცა ამბობ: “ეჰ, ფული რომ მქონდეს – ვიყიდდი, წავიდოდი, გავაკეთებდი და ა.შ. ასეთი შემთხვევებისთვის სესხი ყველაზე სწრაფი და მარტივი გამოსავალია, თუმცა მის ასაღებად კარგი საკრედიტო ისტორია დაგჭირდება. 

რა არის საკრედიტო ისტორია, საკრედიტო ქულა და საკრედიტო რეიტინგი?

საკრედიტო ქულა ის რიცხვია, რომლითაც ბანკები და სხვა ფინანსური ინსტიტუტები წყვეტენ, გასესხონ თუ არა მოთხოვნილი ფული. მარტივად რომ ვთქვათ, ამ ქულით ფასდება, რამდენად სანდო გადამხდელი ხარ, არის თუ არა შენთვის ფულის სესხება რისკიანი გადაწყვეტილება და როგორ ქცევას შეიძლება ელოდეს ბანკი შენთვის სესხის მოცემის შემთხვევაში.

მოკლედ, იმის მიხედვით, თუ როგორი გადამხდელი იყავი დღემდე და როგორი საკრედიტო ისტორია გაქვს, ბანკი უფრო მარტივად იღებს გადაწყვეტილებას, რა მოცულობის სესხი მოგცეს და რამდენ პროცენტში. რაც უფრო ხანგრძლივი და კარგი საკრედიტო ისტორია გაქვს, უფრო მეტია შანსიც, რომ სესხი დაგიმტკიცდეს და თან დაბალ პროცენტში.

რა? რატომ?
გადახდების ისტორია წინა ვალდებულებებზე ხშირი ვადაგადაცილება ან გადაუხდელობა, სესხების ვადის გახანგრძლივება ან გაბანკროტება საკრედიტო ქულაზე, რა თქმა უნდა, ნეგატიურად აისახება
სესხით სარგებლობის სიხშირე სესხის ხშირად აღება ბანკისთვის მომხმარებლის ფინანსურ სტრესზე მანიშნებელი შეიძლება იყოს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში აუცილებლად უფრო რისკიან გადამხდელად მოიაზრები
საკრედიტო ისტორიის ხანგრძლივობა სესხის საკრედიტო ისტორიის გარეშე გაცემა რთულია. თუ უკვე გაქვს გარკვეული პერიოდის საკრედიტო ისტორია და წარსულში დაკისრებულ ვალდებულებებს კარგად ართმევდი თავს, ბანკისთვისაც უფრო ნაკლებად სარისკო ხდება შენთვის ახალი სესხის მოცემა
საბანკო პროდუქტების მოხმარების სიხშირე მარტივია, თუ საბანკო პროდუქტების აქტიური მომხმარებელი ხარ, ბანკისთვის უფრო სანდო მომხმარებელიც ხდები

როგორ შევამოწმო ჩემი საკრედიტო რეიტინგი?

ალბათ ცნობისმოყვარეობის გრძნობა უკვე გაგიჩინეთ, მითუმეტეს, თუ ახლო მომავალში სესხის აღებას გეგმავ. ამიტომ, აქვე გიპასუხებთ, რომ შენი საკრედიტო ისტორიის გადამოწმება მარტივად, ამ ვებგვერდის საშუალებით შეგიძლია 👉 https://mycreditinfo.ge/ რაც მთავარია, პროცესი ძალიან მარტივია და სერვისით სარგებლობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია:

  • პირველ რიგში, დაიწყე რეგისტრაცია (გაითვალისწინე, რომ რეგისტრაცია ფასიანია)
  • მიუთითე, ფიზიკური პირი ხარ თუ იურიდიული და შეიყვანე ყველა საჭირო ინფორმაცია
  • სულ ესაა, უკვე მარტივად, ნებისმიერ დროს შეძლებ გადაამოწმო, როგორ იცვლება შენი საკრედიტო ქულის ისტორია თვიდან თვემდე და მასთან ერთად, როგორ შეიძლება შეიცვალოს მოთხოვნილ სესხებზე პასუხიც ნებისმიერი ფინანსური ორგანიზაციის მხრიდან

როგორ გამოვასწორო ცუდი საკრედიტო ისტორია?

ცუდი საკრედიტო ისტორიის გამოსწორება

თუ უკვე გადაამოწმე შენი საკრედიტო ისტორია და მისი გამოსწორება გინდა, ან სწრაფი სესხი მოითხოვე და უარი მიიღე, მაშინ ამ აბზაცში მიღებული ინფორმაცია აუცილებლად გამოგადგება. მთავარია, ხელი არ ჩაიქნიო და რამდენიმე მნიშვნელოვანი რჩევა გაითვალისწინო:

  1. ახალი სესხის დამატება ამ შემთხვევაში არც ისე კარგი აზრია. ჰო, ვიცით, რომ ფიქრობ, შორიდან ლაპარაკი მარტივიაო, მაგრამ ეცადე, კრედიტი აღარ დაიმატო.
  2. ხომ გახსოვს, თავიდან რითი დავიწყეთ? სესხის გადახდების ისტორია ძალიან დიდ გავლენას ახდენს შენს საკრედიტო ქულაზე. საკრედიტო ისტორიის გამოსასწორებლად, ყურადღება მიაქციე, რომ სესხები დაფარო მითითებულ ვადებში და არ გქონდეს ვადაგადაცილება.
  3. აკონტროლე შენი შემოსავლები და ეცადე, არ გქონდეს ჩავარდნა თვეებს შორის

სად შეგიძლია აიღო სესხი ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად?

ახლა, როცა უკვე გაქვს ინფორმაცია საკრედიტო ისტორიისა და ქულის შესახებ, შეგიძლია სესხის აღებაზე ზრუნვაც დაიწყო. თუმცა, ამისთვის ბევრი დრო არ დაგჭირდება, რადგან სფეისში ყველაზე სწრაფი სესხის მოთხოვნა და დამტკიცება მაქსიმუმ 5 წუთში, პირდაპირ აპლიკაციიდან შეგიძლია.

ამისთვის, პირველ რიგში, გადმოწერე სფეის აპლიკაცია და გაიარე რეგისტრაცია. მთავარი გვერდიდან ჩამოსქროლე ქვემოთ და დააჭირე სესხის აღებას. მოითხოვე ნებისმიერი თანხა 100-დან 50,000 ლარამდე ეფექტური 16%-დან და პასუხსაც მომენტალურად მიიღებ. თუ სესხის მოთხოვნამდე წინასწარ, შენი სესხის სავარაუდო პირობების გაგება და სესხის ლიმიტის შემოწმება გინდა, შეგიძლია სესხის კალკულატორი გამოიყენო.

მოკლედ, არ დაგავიწყდეს, თუ რამეში ჩვენი დახმარება დაგჭირდება, 24/7-ზე ჩვენი იმედი შეგიძლია გქონდეს.

    გამოიწერე სიახლეები და შეთავაზებები

    არასდროს გამოტოვო უახლესი ამბები სფეისიდან
    შესანიშნავია, შენ წარმატებით ჩაეწერე ჩვენ სიაში!
    უი, გამოწერის შეცდომა, გთხოვთ, სცადოთ მოგვიანებით.

    შემდეგი

    შეუკვეთე სფეის ბარათი

    პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

    სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

    დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.