ციფრული ბარათი

როგორ შეარჩიო საშენო ელექტრო ტრანსპორტი და დაიბრუნო 50%?

ქალაქში ტრანსპორტით გადაადგილება – ამ სიტყვების ნებისმიერი კომბინაციით გაგონებაც კი, არასასიამოვნო ემოციებს იწვევს ჩვენში. გვახსენდება ხმაური, საცობები, დაკარგული დრო და გამონაბოლქვი, რაც ამ პროცესს თან ახლავს.

ამის საპასუხოდ, შენც შეამჩნევდი, როგორ მომრავლდა ქალაქში ალტერნატიული ტრანსპორტი, რომლით სარგებლობა ძალიან მარტივად, ყველა ფეხის ნაბიჯზე შეგიძლია. მაგალითად, სქროლით და ქარით თბილისსა და ბათუმში უსასრულოდ იხეტიალებ და თან, 5 აგვისტოს ჩათვლით, თუ მგზავრობის საფასურს სფეისის ლარის ციფრული ვიზა ბარათით გადაიხდი, თანხის 50% მომენტალურად დაგიბრუნდება.

სანამ შეთავაზებით ისარგებლებ, პირველ რიგში, საშენო ტრანსპორტი უნდა შეარჩიო. ამ ბლოგით სწორედ ამაში გვინდა დაგეხმაროთ. ამიტომ მოგიყვებით თითოეულ უპირატესობებზე, არჩევანი კი შენზეა!

სქროლი

თუ მეგობრებს შენც სულ იმას ჰპირდები, რომ შესახვედრად 5 წუთში მიხვალ, სინამდვილეში კი, ეს-ესაა გახვედი სახლიდან და პიკის საათებში გადასაადგილებლად მარტივ გამოსავალს ეძებ, სქროლის ელექტრო სკუტერი დაგეხმარება ნაცნობებთან გაფუჭებული სახელის აღდგენაში.

სხვა ალტერნატივებისგან განსხავავებით მოსახერხებელია, რადგან:

  • მოსაძებნად დიდი დრო არ დაგჭირდება
  • მცირე ზომის გამო, მარტივად გადაადგილდები ცენტრალურ უბნებში, ყველაზე დატვირთულ დროსაც კი, თან არც დაპარკინგებაზე მოგიწევს ნერვიულობა
  • სამართავად მარტივია, ამიტომ მისი გამოყენება 16 წლიდან, მართვის მოწმობის გარეშეც შეგიძლია
  • თბილისთან ერთად, ბათუმშიც შეძლებ გასქროლვას

ასე რომ, ქალაქის ცენტრალურ უბნებში მოკლე მონაკვეთებზე გადაადგილება ხშირად თუ გიწევს, საშენო გადაადგილების საშუალება სქროლის სკუტერია.

ქარის მოპედი

თუ ფიქრობ, რომ მგზავრობა გადაადგილების გარდა, სიამოვნების მიღებასთანაც უნდა ასოცირდებოდეს, მაშინ ქარის მოპედი შენთვის საუკეთესო ტრანსპორტად იქცევა.

მაქსიმალურ მოქნილობასთან ერთად, ქარის მოპედით უფრო დიდ მანძილზეც შეგიძლია თავისუფლად გადაადგილება. თუმცა, გახსოვდეს, მოპედის სამართავად უნდა იყო 18 წელს ზემოთ და ფლობდე ნებისმიერი კლასის მართვის მოწმობას. კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც ქარის მოპედი საშენო გადაადგილების საშუალება შეიძლება გახდეს, ისაა, რომ მხოლოდ სოლო მოგზაურობა კი არა, რაიდის მეგობრისთვის გაზიარებაც შეგიძლია. ასე კიდევ უფრო სახალისო და დასამახსოვრებელი იქნება ქალაქში გადაადგილების გამოცდილება. შეგახსენებთ, რომ სქროლის მსგავსად, ქარის მოპედი რჩება ეკო-მეგობრულ ტრანსპორტად და მას ბათუმშიც შეხვდები.

ქარი ამი

ბოლო, და ამ სამ ალტერნატივას შორის, ჩვენთვის ყველაზე საყვარელი, ქარი ამი არის <3 მიუხედავად იმისა, რომ ეს-ესაა გამოჩნდა ქუჩებში, უკვე მოასწრო ყურადღების მიპყრობა მისი განსაკუთრებული ვიზუალის გამო.

ამიტომ, თუ შენც ჩვენსავით მოგწონს, რომ სიახლეებს პირველი ცდი, თან მგზავრობისას, უპირატესობას კომფორტს ანიჭებ, დროა, აპლიკაცია გახსნა, უახლოესი ამის ძებნა დაიწყო და ერთი მეგობარიც დაიმგზავრო.

გახსოვდეს, ქარი ამის მართვა 23 წლიდან შეგიძლია. ასევე, უნდა გქონდეს B ან B1 კატეგორიის მართვის მოწმობა

თუ არჩევანი უკვე გააკეთე, მხოლოდ იმის ცოდნა გჭირდება…

როგორ ისარგებლო ქეშბექით?

 5 აგვისტოს ჩათვლით, იმგზავრე სქროლით ან ქარით თბილისსა და ბათუმში, გადაიხადე სფეისის ლარის ციფრული ვიზა ბარათით და მომენტალურად დაიბრუნე გადახდილის 50%. თუ არ გაქვს ლარის ციფრული ბარათი, ან ჯერ სფეისელიც კი არ ხარ, ქეშბექით სარგებლობამდე სულ 5-10 წუთი დაგჭირდება, რადგან რამდენიმე წუთში შეძლებ სფეის აპლიკაციის გადმოწერას, რეგისტრაციას და ლარის ციფრული ბარათის 2 წუთში, სრულიად უფასოდ გააქტიურებას.

გაითვალისწინე, აქციის განმავლობაში, სამივე ტრანსპორტზე მაქსიმუმ 50₾ დაგიბრუნდება ჯამურად.

სულ ეს არის, სასიამოვნო მგზავრობას გისურვებთ!

    გამოიწერე სიახლეები და შეთავაზებები

    არასდროს გამოტოვო უახლესი ამბები სფეისიდან
    შესანიშნავია, შენ წარმატებით ჩაეწერე ჩვენ სიაში!
    უი, გამოწერის შეცდომა, გთხოვთ, სცადოთ მოგვიანებით.

    შემდეგი

    შეუკვეთე სფეის ბარათი

    პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

    სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

    დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.