ფულის გადარიცხვა
10 ყველაზე ხშირად გამოყენებული გიფი სფეის გადარიცხვისას

არ აქვს მნიშვნელობა მიზეზს – ლანჩის ფულს უბრუნებ თანამშრომელს, კინოს ბილეთის ფულს ურიცხავ მეგობარს თუ დაბადების დღის საჩუქრის ყიდვა მთელმა სამეგობრომ ერთად გადაწყვიტეთ. მონდომებული სფეისელი ნებისმიერი სიტუაციის შესაბამის გიფს მარტივად იპოვის.
სფეისის ერთი წლის დაბადების დღესთან დაკავშირებით გადავწყვიტეთ შეგვეკრიბა ყველაზე პოპულარული გიფები, რომელსაც სფეისელები ფულის გადარიცხვისას აგზავნიან.
მაშ ასე, წარმოგიდგენთ სფეისელების მიერ ყველაზე ხშირად გამოყენებული გიფების ტოპ ათეულს:
10.ხურდების დასათვლელად ტაქსი ნამდვილად არ არის ყველაზე კომფორტული ადგილი, სჯობს ფული ერთ-ერთმა გადაიხადოთ და თანხის ნაწილი სფეისით გადაურიცხო.
9.ეჭვი გვაქვს ლანჩის დროს თანხის გადარიცხვა არ უნდა იყოს სფეისელებში იშვიათი ამბავი (ჩვენც ეგრე ვართ). 8.ჩვენი აზრით ამ გიფებს ის სფეისელები აგზავნიან, მულტისავალუტოს დამატებას აქტიურად რომ ითხოვენ. შენ როგორ ფიქრობ? 7.ეჰ, ხანდახან გიფები როგორ ზუსტად აჩვენებენ ჩვენი ფულის ხარჯვის ქცევას. 6.ჯიმი ფელონის შოუს სავარძელს თვალდახუჭულებიც ვცნობთ. 5.აქ ალბათ რომელიმე სფეისელს დიდი თანხის გადარიცხვა მოუწია და მინუს ღილაკს ხელის კანკალით დააჭირა თითი. 4.ასჯერ დათვალე და ერთხელ გადარიცხეო, ამ გიფზეა ნათქვამი. 3.აღიარე, რომ მსგავსი სურათი ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაგსიზმრებია ან უბრალოდ წარმოგიდგენია მაინც. 2.საპატიო მეორე ადგილი დონალდმა დაიკავა , რომელიც გაბრწყინებული სახით ადის სცენაზე და აღელვებული ამბობს: “მადლობა დეიზის, მიკის, გუფის, მინის, პლუტოს… თქვენ გარეშე ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა”. 1.დაა მივესალმოთ გიფთა შორის უპირობო ლიდერს! ამ გიფის გაგზავნა “Gangster Paradise” – ის თანხლებით ალბათ უფრო ეფექტური იქნებოდა, მაგრამ როგორც ჩანს მხოლოდ გულში ღიღინიც საკმარისია ხანდახან.