ონლაინ სესხი

4 მიზეზი, რატომ შეიძლება მიიღო უარი სესხზე

თუ ოდესმე სესხზე უარი მიგიღია ან მომავალში აპირებ სესხის დამტკიცებას, ჩვენს ბლოგში აღმოაჩენ, რა გამხდარა ან რა შეიძლება გახდეს უარის მიზეზი შენ მიერ მოთხოვნილ სესხზე. ცხოვრებაში ყველას გვჭირდება ხოლმე გარანტიები, არა? ბანკებიც ასე არიან, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე სესხის გაცემას ეხება. როგორ უნდა მიხვდეს ბანკი დააბრუნებ თუ არა აღებულ სესხს და რამდენად დროულად? შენი საკრედიტო ისტორია და საკრედიტო განაცხადი ბანკისთვის ერთადერთი წყაროა, რომ ამ კითხვებზე პასუხი მიიღოს.

მოკლედ საკრედიტო რეიტინგზე ზრუნვაა საჭირო და ამაში შენი საკრედიტო რეპორტი დაგეხმარება.

რას მოიცავს საკრედიტო რეპორტი?

  • პირად ინფორმაციას – სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, სქესი;
  • სესხებთან დაკავშირებულ ინფორმაციასა და გადახდების ისტორიას;
  • საკრედიტო ისტორიაზე განხორციელებული ძიებების რაოდენობას;

საკრედიტო რეპორტში ყველა ჩანაწერი საყურადღებოა, მაგრამ როცა საქმე სესხის დამტკიცებას ეხება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ქვემოთ ჩამოთვლილი 4 კრიტერიუმია.

1. ვადაგადაცილებული შენატანები

სესხის განაცხადის დაუკმაყოფილებლობის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი ვადაგადაცილებული შენატანებია. მოდი, ორი სიტყვით ვადაგადაცილების სტატუსებზეც ვთქვათ (იმაზე მარტივია, ვიდრე ჟღერს): თუ 30 დღეზე მეტი გადააცილე სესხის შეტანის თარიღს, შენს სესხს მიენიჭება მიმდინარე ვადაგადაცილებული სტატუსი. 30 დღის შემდეგ დაფარული სესხის სტატუსი ხდება “დახურული ვადაგადაცილება”. რამდენ ხანს რჩება ვადაგადაცილება შენს საკრედიტო ისტორიაში? ,,აქედან ვერ წაშლი” შენს ვადაგადაცილებებს 5 წლის განმავლობაში. თან გახსოვდეს, რომ ეს ჩანაწერი მნიშვნელოვნად ამცირებს სესხის აღების ალბათობას.

2. სასესხო შენატანისა და შემოსავლის შეუსაბამობა

ეროვნული ბანკის რეგულაციების გათვალისწინებით, თვეში შემოსავლების მხოლოდ გარკვეული პროცენტის მიმართვა შეგიძლია შენი ვალდებულებების დასაფარად. არ არსებობს ვალდებულებების კონკრეტული მოცულობა, რომელიც ან ბევრი ან ცოტაა. ვალდებულებაც ისევე, როგორც ყველაფერი ცხოვრებაში, ფარდობითია და ედრება შენს აქტივებსა და შემოსავლის ოდენობას. მაგალითად, თუ შენი შემოსავალია 1000 ლარი, თვეში დაახლოებით მისი 35% -ის მიმართვა შეგიძლია სესხის დასაფარად. მეტის გაცემის უფლება არ აქვთ ბანკებს. რეგულაციების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციისთვის, წაიკითხე ჩვენი ბლოგი.

3. დაუდასტურებელი შემოსავლები

შემოსავლების დადასტურებაც ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომელსაც ითვალისწინებენ როგორც ბანკები, ასევე, სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაცია. რა ითვლება შემოსავლად? – ნებისმიერი ტიპის შემოსავალი, რომელიც დასტურდება საბანკო ამონაწერით ან შემოსავლების სამსახურის მონაცემით. არასტაბილური შემოსავალი ნუ შეგაშინებს – თუ ის თვიდან თვემდე მერყეობს ხოლმე, მაშინ გამოითვლება საშუალო მაჩვენებლი ან მედიანა.ვის უყვარს ჯარიმა? არც არავის. მათ შორის არც შენს საკრედიტო ისტორიას. შენც ხვდები ალბათ, რომ ჯარიმებს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს შენს საკრედიტო ქულაზე. სულ რომ ერთდღიანი ვადაგადაცილება იყოს, შენს საკრედიტო რეიტინგში მაინც გამოჩნდება ჯარიმა.

4. ჯარიმები

რატომ უნდა გადავამოწმო ჩემი საკრედიტო ინფორმაცია?

ხომ გინდა იცოდე, ზუსტად რა ახდენს ნეგატიურ გავლენას შენს საკრედიტო ქულაზე? ამისთვის აუცილებელია კარგად შეისწავლო შენი საკრედიტო რეპორტი და ზუსტად იცოდე, რა არის ის საპირისპირო ქმედებები, რომელიც საკრედიტო ქულის გაუმჯობესებაში დაგეხმარება. შეგიძლია გადახედო, ჩვენს ბლოგს, როგორ გამოისწორო საკრედიტო რეიტინგი.

თუ აქამდე მოხვედი, ეს ნიშნავს, რომ შენ უკვე იცი სესხზე უარის 4 მიზეზი. ისღა დაგვრჩენია კარგი საკრედიტო რეიტინგი, ნაკლები ვადაგადაცილება და სესხზე საუკეთესო პროცენტი გისურვოთ.

წყარო: mycreditinfo.ge




რა საკვანძო სიტყვებით ეძებენ ჩვენს ვებ-გვერდს:

komunaluri | komunaluri gadasaxadi | sesxi online | სესხი | komunalurebis gadaxda

    გამოიწერე სიახლეები და შეთავაზებები

    არასდროს გამოტოვო უახლესი ამბები სფეისიდან
    შესანიშნავია, შენ წარმატებით ჩაეწერე ჩვენ სიაში!
    უი, გამოწერის შეცდომა, გთხოვთ, სცადოთ მოგვიანებით.

    შემდეგი

    შეუკვეთე სფეის ბარათი

    პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

    სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

    დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.