ბრენდი, როგორც მომხმარებლის მეგობარი

მე ხატია კილასონია ვარ, მომხმარებელზე ზრუნვის მენეჯერი და ყოველდღიურად უზრუნველვყოფ, რომ სფეისთან ურთიერთობა შენთვის ისეთივე კომფორტული, მარტივი და ხელმისაწვდომი იყოს, როგორც ნამდვილ მეგობართან.
წარმოიდგინე, დღეში ასობით რეკლამას ნახულობ, კომპანიები იბრძვიან შენი რამდენიმეწამიანი ყურადღებისთვის, ამ დროს კი, ქოლცენტრში თუ რეკავ, საშუალოდ 5-10 წუთს ატარებ ოპერატორთან საუბარში. ამ დროში, კომპანიას უნიკალური შესაძლებლობა აქვს, სასიამოვნოდ დაგამახსოვროს თავი და დადებითი ემოციები და ასოციაციები გაგიჩინოს ბრენდის მიმართ, რაზეც შეიძლება მეგობრებსაც მოუყვე, ან თუნდაც სოც. მედიაში გააზიარო.
ჩვენ არ გვაქვს შაბლონური და წინასწარ გაწერილი პასუხები. თითოეული მისიის მენეჯერი ინდივიდუალურად გამოხატავს შენთან მეგობრობის სურვილს და ცდილობს, სფეისთან შენი ნებისმიერი კომუნიკაცია სასიამოვნო და უშუალო იყოს.

სფეისში არ ვზომავთ ზარის ხანგრძლივობას და ამ მხრივ, არ ვზოგავთ რესურსებს. ჩვენი ყველაზე გრძელი ზარი 3 საათსაც კი გაგრძელდა.
მისიის მენეჯერებს, ხშირ შემთხვევაში, პრობლემის მოგვარების მიზნით ურეკავენ. ზოგიერთი, უბრალოდ, თავს მარტო გრძნობს. ხშირად, იმასაც გვწერენ, არაფერი მინდა, უბრალოდ მოგიკითხეთო. ნეტავ იცოდეთ, როგორც გვიყვარს სფეისელებთან ასეთი მიმოწერები 😍
ვფიქრობ, რაც გვსურდა, გამოგვივიდა – სფეისთან საუბარი ტრადიციულ ბანკებთან კომუნიკაციას არაფრით ჰგავს და მომხმარებელი თავის მეგობრად გვთვლის🚀