ფულის გადარიცხვა

გადარიცხე უფასოდ 50 ლარის ჩათვლით სფეისით

გვესმის რომ რთულია, ყველა სიახლის საქმის კურსში იყო, თან ისეთ დაკავებულ რეჟიმში, როგორშიც შენ ხარ. შეიძლება ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავიც გამოგრჩეს, მაგალითად, რომ სფეისში 50 ლარის ჩათვლით ყველა გადარიცხვა უფასოა.

თან ხომ გახსოვს, ჩვენი მეგობრობა 24 საათიანია და სფეისით ფულის გადარიცხვას კვირის ნებისმიერ დღეს, ნებისმიერი ბანკის ბარათზე მომენტალურად შეძლებ.

მობილურის ნომრით გადარიცხვა

დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ საღამოს მეგობრის ნახვა და ერთად ვახშმობა ცუდი იდეა ნამდვილად არაა. ჰოდა, თუ ამჯერად მთელი ვახშმის ფულს მეგობარი გადაიხდის, მისი ანგარიშის ნომრის ცოდნა არ დაგჭირდება იმისათვის, რომ ფული გადაურიცხო. სფეისით ფულს მარტივად – მობილურის ნომრით, კვირის ნებისმიერ დღეს, 24/7-ზე გადარიცხავ. თანხა შენი მეგობრის ბარათზე მომენტალურად დაჯდება იმის მიუხედავად, სხვა ბანკის ბარათზე რიცხავ თანხას თუ არა.

ბმულით გადარიცხვა

ამაზე მარტივი რა უნდა იყოს? აი წარმოიდგინე – სამსახურში მნიშვნელოვან შეხვედრაზე ხარ და რაგბის ხვალინდელი თამაშის ბილეთი თანამშრომელმა მოასწრო და გიყიდა. თუ აღმოაჩენ, რომ მისი მობილურის ნომერი ახალ ტელეფონში არ გიწერია, ეგ არაფერი, მესენჯერში ხომ გყავს? ჰოდა, თანხას ძალიან მარტივად, მესენჯერით, ვაიბერით ან მეილით გადაურიცხავ.

ბარათებს შორის გადარიცხვა

რამდენიმე ბანკის მომხმარებელი ხარ? ჩვენ საერთოდ არ გვეწყინება. მშვენივრად გვესმის, რომ შეიძლება ხელფასი სხვა ბარათზე გერიცხება, სესხი კი სხვა ბანკიდან გაქვს აღებული.

მოკლედ, არ აქვს მნიშვნელობა, როდის და რომელ ბარათზე რიცხავ – სფეისში ბარათებს შორის გადარიცხვა ძალიან მარტივია. ჩვენს აპლიკაციაში ნებისმიერი ბანკის ბარათს მოუყრი თავს. რამდენს? რამდენსაც გინდა. ბარათს უბრალოდ ფოტოს გადაუღებ და მიბმულია. ამის შემდეგ, შენი ყველა ბარათის მართვას ერთი სივრციდან შეძლებ. გადასარიცხად ამოწევ ისარს, დააჭერ ბარათებს შორის გადარიცხვას, აირჩევ ნებისმიერს, ჯერ ერთსა და მერე მეორე ბარათს და თანხაც მომენტალურად გადარიცხულია.

ფული ბარათზე მაშინვე აისახება და მომენტალურად გადაიხდი ტერმინალით, გაანაღდებ ფულს ბანკომატიდან ან იშოპინგებ ონლაინ. უბრალოდ გაითვალისწინე, რომ ანგარიშზე ასახვას შეიძლება 1-დან 3 სამუშაო დღემდე დასჭირდეს (ეს სამწუხაროდ, ჩვენზე არ არის დამოკიდებული).

ანგარიშის ნომრით გადარიცხვა -IBAN

თუ ერთჯერადად გადარიცხვის დიდი ლიმიტი გჭირდება, არც ესაა პრობლემა. სფეისში ანგარიშის ნომრით 25 000 ლარის ჩათვლით გადარიცხავ.

ხომ გახსოვს, ჩვენთან 50 ლარის ჩათვლით ყველა გადარიცხვა უფასოა – ყოველგვარი საკომისიოს გარეშე.

სულ ეს იყო, რაც სფეისით გადარიცხვებზე გვინდოდა მოგვეყოლა, თუ რამე კითხვა გაგიჩნდა 24/7-ზე შენ გვერდით გვიგულე, დაგვირეკე ან მოგვწერე.

გამოთვალე სავარაუდო საკრედიტო ლიმიტი სფეისის ონლაინ სესხის კალკულატორით

გაგზავნე ფული, შეტყობინება, გიფი ერთად

ვინ თქვა რომ გადარიცხვა მოსაწყენია? ყოველდღიური ბანკინგი შეგიძლია პატარა დეტალებით უფრო საინტერესო გახადო. ჩაანაცვლე „დანიშნულება” გიფითა და შეტყობინებით.

    გამოიწერე სიახლეები და შეთავაზებები

    არასდროს გამოტოვო უახლესი ამბები სფეისიდან
    შესანიშნავია, შენ წარმატებით ჩაეწერე ჩვენ სიაში!
    უი, გამოწერის შეცდომა, გთხოვთ, სცადოთ მოგვიანებით.

    შემდეგი

    შეუკვეთე სფეის ბარათი

    პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

    სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

    დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.