Gazis Gadasaxadi | გაზის გადასახადი

მართე გაზის გადასახადი და სხვა ყველა შენი გადახდა სფეისით

  • 150-მდე კატეგორიის გადახდის სერვისი
  • არანაირი საკომისიო
  • მარტივი და მყისიერი პროცესი

    მიიღე აპლიკაციის გადმოსაწერი ბმული სმს-ით

    Gazis Gadasaxadi

    სფეისში გვგონია, რომ რუტინულ საქმეებზე ძალიან ცოტა დრო უნდა დახარჯო და არ ვფიქრობთ, რომ შენი დღის ყველაზე საინტერესო ნაწილი კომუნალურების გადახდაა. სწორედ ამიტომ, სფეისში შენ შეგიძლია, აკონტროლო შენი ყველა გადახდა ერთ სივრცეში, მათ შორის გადაიხადო გაზის, დენის ან სხვა კომუნალურის საფასური.

    სიურპრიზები კარგია, მაგრამ არა მაშინ, როცა საქმე კომუნალურებს ეხება. გაზისა და ელექტროენერგიის გარეშე ჩვენი ყოველდღიურობა წარმოუდგენელია და მაშინ, როცა კომუნალურების გადახდა დამატებით დროს, ენერგიასა და საკომისიოებს მოითხოვდა – სულ გვაწუხებდა კითხვები: რატომ არ შეიძლება უფრო მარტივად და უფრო სწრაფად შევასრულოთ ყოველდღიური საქმეები? ჩვენც ხომ სხვადასხვა ფინანსური სერვისის მომხმარებლები ვართ და ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია დროის დაზოგვა ყოველდღიურ ბანკინგზე.

    _ჰოდა, შევეცადეთ, სფეისის დახმარებით შეგვეცვალა რაღაცები. _

    სულ არ არის აუცილებელი სფეის ბარათის შეკვეთა კომუნალურების გადასახდელად. მიაბი აპლიკაციას ნებისმიერი სხვა ბანკის ბარათი და ისე გადაიხადე, რაც საჭიროა. რაც შეეხება საკომისიოს. ჩვენთან, აქციის ფარგლებში სფეისის აპლიკაციით კომუნალურების გადახდა სრულიად უფასოა. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ენერგო პრო, რომლის საკომისიოც ჩვენ არ გვეკუთვნის.

    Gazis Gadasaxadi და კომუნალურების კალათა

    მათთვის ვისაც შოპინგი უყვარს, ნივთების ერთ კალათაში თავმოყრა ნაცნობი პროცესია – შერჩევის დროს ყველაფერს კალათაში ჩაყრი, ბოლოს კი ფულს ერთად გადაიხდი.

    ასეთ კალათას სფეისის აპლიკაციაშიც მარტივად იპოვი: აირჩევ დენის, გაზის, ჯარიმის გადახდას თუ მობილურის ბალანსის შევსებას და ყველაფერს კალათაში მოაქცევ, ბოლოს კი კომუნალურების ჯამურ თანხას გადაიხდი.

    რაც შეეხება საკომისიოებს, აქციის ფარგლებში კომუნალურებს სრულიად უფასოდ გადაიხდი. მხოლოდ ერთი გამონაკლისი გვაქვს, ენერგო პროს საფასურის გადახდისას საკომისიოს გადახდა მოგიწევს, რაც ჩვენ არ გვეკუთვნის.

    და ბოლოს, არ დაგავიწყდეს რომ სფეისით შეგიძლია შენს გრაფიკს მოარგო ყველაზე რუტინული პროცესები, თავად დაგეგმო კომუნალურების გადახდა და მიიღო მომსახურება 24/7-ზე.

    შექმენი შაბლონები და გადაიხადე თითის ერთი დაჭერით

    სფეისის აპლიკაციაში შეგიძლია დააშაბლონო, ჩაყარო კალათაში ყველა გადასახადი და დაფარო ისინი თითის ერთი დაჭერით. შაბლონის შესაქმნელად, გადახდის დროს ვარსკვლავით მონიშნე შენი ტრანზაქცია და სულ ესაა! ახალი შაბლონის დაამატებას, რედაქტირებას და წაშლასაც ნებისმიერ დროს შეძლებ.

    გაითვალისწინე, ნებისმიერი გადახდისას დახარჯულ თითო ლარზე, სფეის თამაშში დაგერიცხება 100 ვარსკვლავი და ყოველ პარასკევს 5₾-დან 150₾-მდე მოგების შანსიც გაგეზრდება.

    რას ამბობენ აქტიური სფეისელები

    პირველი ქართული პროდუქტია რომელსაც ნაკლი ვერ მოვუძებნე. მაგრები ხართ!

    გიორგი ვ.
    ★ ★ ★ ★ ★

    შეყვარებული ვარ ამ პროდუქტზე 🚀

    გიორგი დ.
    ★ ★ ★ ★ ★

    მომწონს სფეისი - კრეატიული, თანამედროვე, უშუალო. მომსახურებაც განსხვავებულია - სფეისის პილოტი ჩემთვის აღმოჩენაა! 💙წარმატებები ნოვატორულ გუნდს!

    ნათია მ.
    ★ ★ ★ ★ ★

    ძალიან საჭირო, კომფორტული, მოსახერხებელი და მომსახურება ხომ საერთოდ 💫💙 ბარათის დიზაინიც რა მაგარია! 👌

    ია თ.
    ★ ★ ★ ★ ★

    შეუკვეთე სფეის ბარათი

    პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

    სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

    დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.