წესები და პირობები

Space-ის პროდუქტისა და ვებგვერდის გამოყენების წესები და პირობები

Space-ის პროდუქტის გამოყენების წესები და პირობები რეგულირდება სს „თიბისი ბანკის“ (შემდგომში „Space” ან „ბანკი“) (საიდენტიფიკაციო ნომერი: 204854595, მისამართი: თბილისი, კ. მარჯანიშვილის ქ. #7) ვებგვერდზე www.tbcbank.ge განთავსებული “საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულებით”, ბანკის წინამდებარე და სხვა დადგენილი წესებითა და პირობებით..

Space-ის ფარგლებში მომსახურების გაწევისა და საქმიანობის განხორციელებისას, ბანკის მიერ გამოყენებული Space-ის სასაქონლო ნიშანი ან/და სახელწოდება – Space ან/და Space-თან დაკავშირებული ნებისმიერი რეკვიზიტი/ინფორმაცია, წარმოადგენს სს „თიბისი ბანკის“ საკუთრებას და იგულისხმება, რომ Space ოპერირებს სს „თიბისი ბანკის“ სახელით.

წინამდებარე წესები და პირობები, განკუთვნილია იმ პირებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოს ფინანსურ ბაზარზე მომსახურების მიღებით. შესაძლოა, მომსახურება – Space არ იყოს ხელმისაწვდომი მსოფლიოს ყველა გეოგრაფიულ არეალში და/ან გარკვეული მომხმარებელთათვის, ბანკის სათანადო გადაწყვეტილების შესაბამისად.

მომხმარებლის დაცვა

მომსახურებით უკმაყოფილების შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ დააფიქსიროთ პრეტენზია სატელეფონო, წერილობითი ან ელექტრონული არხით.

  • პრეტენზიის საატელეფონო არხით დასაფიქსირებლად, დაგვიკავშირდით Space-ის კონტაქტ ცენტრში, ნომერზე: +995 32 2 711 711
  • ელექტორნული არხით პრეტენზიის დასაფიქსირებლად მოგვწერეთ hey@spacebank.ge ან დააფიქსირეთ ვებ-გვერდიდან მომხმარებლის დაცვა (space.ge)
  • პრეტენზიის სტანდარტული წერილობითი ფორმის შევსებით, თიბისის ფილიალებსა და სერვის ცენტრებში.

პრეტენზიასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ გეცნობებათ წერილობით ან/და კომუნიკაციის სხვა საშუალებით (სატელეფონო, ელექტრონული და სხვა.). თქვენთან შეთანხმებით ან პრეტენზიის დაფიქსირების არხის იდენტურად;

დაფიქსირებულ განაცხადს განიხილავს სფეისის მომხმარებელზე ზრუნვის გუნდი;

  • პრეტენზიის განხილვის მაქსიმალური ვადა განისაზღვრება განმცხადებლის მომართვისა და საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებლის იდენტიფიკაციიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადისა.
  • საგადახდო მომსახურების შესახებ დაფიქსირებული საჩივრის /პრეტენზიის განხილვის ვადა განისაზღვრება საჩივრის /პრეტენზიის მიღებიდან არაუგვიანეს 20 სამუშაო დღისა (ხოლო განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში, არა უგვიანეს 55 სამუშაო დღისა).
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის ფარგლებში დაფიქსირებული განცხადების/პრეტენზიის განხილვის ვადა განისაზღვრება საჩივრის მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.
პასუხისმგებლობის შეზღუდვა

სფეისი და მისი შესაბამისი თანამშრომლები არ არიან პასუხისმგებელნი დამდგარი შედეგისათვის, რომელიც მოიცავს პირდაპირ, არაპირდაპირ, სპეციალურ, შემთხვევით, მიზეზ-შედეგობრივ, არასახელშეკრულებო ზიანს, რაც გამოწვეულია ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციის არასწორი ან/და არამიზნობრივი გამოყენებით. სფეისი არ აგებს პასუხს ვებგვერდის გამოყენებით გამოწვეულ რაიმე სახის ზიანზე, დანაკარგზე, თუნდაც ტექნიკური შეფერხების, დეფექტის, ოპერაციის გაუქმება/შეჩერების, კომპიუტერული ვირუსის, ან სისტემის გაუმართაობის შემთხვევაში.

ინფორმაციის სიზუსტე

ვებგვერდზე არსებული ინფორმაცია არ წარმოადგენს დაპირებას მომსახურებაზე/პროდუქტზე ან რაიმე სახის სახელშეკრულებო ურთიერთობით სფეისის შებოჭვის საფუძველს.

ვებგვერდის გამოყენება

ბანკის ვებგვერდზე მითითებული ინფორმაცია, განკუთვნილია იმ პირებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოს ფინანსურ ბაზარზე მომსახურების მიღებით. ვებგვერდზე მითითებული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ მომხმარებლების პირადი გამოყენებისთვის. თქვენ ვალდებული ხართ, ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია, ასევე ვებგვერდის სტრუქტურა, გამოსახულება და დიზაინი არ გაავრცელოთ, არ გადასცეთ, არ მოახდინოთ მისი ასლების დამზადება ან/და რეპროდუცირება (მათ შორის სოციალურ მედიაში) კომერციული მიზნებისთვის, Space-ის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, რაც ჩვენს ერთპიროვნულ დისკრეციას წარმოადგენს. Space-ის წინასწარი წერილობითი თანხმობა არ არის საჭირო, თუ ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციის/შინაარსის გამოყენება ხდება Space-ის წინასწარ განცხადებული თანხმობის შესაბამისად, ან ასეთი ინფორმაცია გამოიყენება პირადი მოხმარებისთვის, საგანმანათლებლო ან ინფორმაციული მიზნებისთვის.

ვებგვერდისა და სისტემის არაავტორიზებული გამოყენება (მათ შორის არარსებული დასახელებით და კოდით) აკრძალულია. იქ სადაც მოითხოვება რეგისტრაცია და პაროლის გამოყენება, თქვენ ვალდებული ხართ, კონფიდენციალურად შეინახოთ და არ დაუშვათ მესამე პირის მიერ ვებგვერდზე წვდომის შესაძლებლობა თქვენ მაგივრად.

რეგისტრაციისა და პაროლის გამოყენების დროს (ასეთის საჭიროების შემთხვევაში), თქვენ აცნობიერებთ და ეთანხმებით, რომ Space-მა შესაძლოა მოახდინოს რეგისტრაციისა და პაროლის დეაქტივაცია და აღნიშნული ქმედებით შეზღუდოს ვებგვერდზე წვდომა იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მხრიდან ადგილი აქვს წესებისა და პირობების დარღვევას.

თქვენს ერთპიროვნულ რისკს წარმოადგენს ვებგვერდზე მოსახვედრად გამოყენებული ნებისმიერი პროგრამული მოდულის (სატელეფონო, კომპიუტერული და სხვა) გაუმართაობა.
იმ შემთხვევაში, თუ ვებგვერდზე წვდომა შეუძლებელი გახდება Space-ის ტექნიკური შეფერხების, ან Space-გან დამოუკიდებელი სხვა ნებისმიერი მიზეზით, Space არ არის პასუხისმგებელი დამდგარ შედეგზე.

ინტელექტუალური საკუთრება

ვებგვერდზე, მის შინაარსზე, სტრუქტურასა და დიზაინზე სრულად ვრცელდება Space საავტორო უფლება. Space ექსკლუზიური უფლებები ვრცელდება ასევე Space-ის მიერ შექმნილ და რეგისტრირებულ ინტელექტუალური საკუთრების ნებისმიერ ობიექტზე, მათ შორის მის კუთვნილ სასაქონლო ნიშნებზე.

Space-ის საავტორო (©) და სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებები ვრცელდება წინამდებარე ვებგვერდსა და მასზე არსებულ მთელ შინაარსზე (პროდუქტებისა და მომსახურების ჩათვლით).

აკრძალულია წინამდებარე ვებგვერდზე მითითებული ნებისმიერი ინფორმაციის/შინაარსის, მათ შორის ლოგო, პიქტოგრამა, გრაფიკა, სურათი, გამოსახულება, პატენტი, მომსახურების/სასაქონლო ნიშნები, დიზაინი, Space-ის მიერ შექმნილი ვიზუალური მედია და სხვა ინტელექტუალური საკუთრების (რეგისტრირებული, ან არარეგისტრირებული) უნებართვო გამოყენება, დამუშავება და გამოქვეყნება (მათ შორის სოციალურ მედიაში) Space-ის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.

ინტელექტუალური საკუთრების ვებგვერდზე მითითება არ ნიშნავს მომხმარებლისათვის მის გამოყენებაზე ლიცენზიის მინიჭებას. ვებგვერდიდან მომხმარებლის მიერ ნებისმიერი ინფორმაციის კომერციული მიზნებისთვის გადმოწერა (გამოყენება) ან ასლის დამზადება ჩაითვლება საქართველოს კანონმდებლობის დარღვევად.

წესებსა და პირობებში მითითებული არცერთი დანაწესი არ განიჭებთ უფლებას ან ლიცენზიას წინამდებარე მუხლში ჩამოთვლილი Space-ის ინტელექტუალური საკუთრების გამოყენებაზე.

კონფიდენციალურობის დაცვა

Space უზრუნველყოფს მისთვის მიწოდებულ კონფიდენციალური ინფორმაციის მაქსიმალურ დაცულობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

Space მომხმარებლის პერსონალურ ინფორმაციას ითხოვს საჭიროებიდან გამომდინარე (პირის იდენტიფიცირება, პირისთვის მომსახურების გაწევა და სხვ.), იმ მოცულობით, რაც საჭიროა ეფექტური მომსახურების გასაწევად / კონკრეტული მიზნის მისაღწევად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს ინფორმაცია Space-გან მისი პერსონალური ინფორმაციის დამუშავების თაობაზე, მოითხოვოს მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა).

Space-ის მხრიდან კონფიდენციალური ინფორმაციის გადაცემა ხორციელდება „კონფიდენციალობის პოლიტიკით“ გათვალისწინებულ შემთხვევებში.

ზემოაღნიშნული მიზნების გათვალისწინებით და ამ მიზანთა განსახორციელებლად საჭირო მოცულობით (შესაბამისი მიზნის მისაღწევად აუცილებელი) კონფიდენციალური ინფორმაციის გადაცემა Space-ის მხრიდან ხორციელდება შემდეგ პირებთან: Amazon, Inc; Mambu GmbH; სს სფეის ინტერნეიშენალი (ს/კ 402178442).

კონფიდენციალური ინფორმაციის Space-ისთვის მიწოდების დროს, მომხმარებელი ვალდებულია, არ მოახდინოს ისეთი ავტომატური საშუალებების გამოყენება, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ბანკის უსაფრთხოებასა და დაცულობას.

Space-ის მიერ ადმინისტრაციული ფუნქციების ეფექტურად შესასრულებლად, შესაძლოა თქვენ მიერ გამოგზავნილ იქნას პერსონალური მონაცემები ბანკის ელექტრონულ ფოსტაზე. გაცნობებთ, რომ Space არ არის პასუხისმგებელი, გადაცემის პროცესში, მესამე პირის არასანქცირებული ჩარევის (წვდომის) შედეგად, აღნიშნული ინფორმაციის უკანონო მოპოვებაზე, ან იმ ინფორმაციაზე, რომელიც მომხმარებელმა თავადვე გახადა საჯარო, ან გაავრცელა ნაკლებად უსაფრთხო ელექტრონული საშუალებებით.

ინფორმაციის (მათ შორის თქვენი პერსონალური მონაცემების) კონფიდენციალურად შენახვასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მოცემულია „კონფიდენციალურობის პოლიტიკაში“ – კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

ვებგვერდზე მითითებული ბმულები

Space უფლებამოსილია ვებგვერდზე მიუთითოს ჰიპერბმულები, მესამე პირის მფლობელობაში არსებული ვებგვერდების ბმულები, თქვენივე ინფორმირებულობის უზრუნველსაყოფად.

მარეგულირებელი სამართალი და იურისდიქცია

წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. დავის წარმოშობის შემთხვევაში, საქმეს განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო კანონმდებლობით დადგენილი წესით. წინამდებარე დანაწესების კონკრეტული ჩანაწერის ბათილობა არ იწვევს წესებისა და პირობების სხვა დათქმების ბათილობას.

საკონტაქტო ინფორმაცია

ნებისმიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში, რაც უკავშირდება წინამდებარე წესებსა და პირობებს და ვებგვერდზე მითითებულ ინფორმაციას, გთხოვთ, მოგვმართოთ:

წერილობითი სახით მისამართზე: ქ.ჩოლოყაშვილი გამზირი #47, თბილისი, 0179

მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით: hey@spacebank.ge

დაგვიკავშირდით საინფორმაციო ცენტრში: +995 32 2 711 711

შეუკვეთე სფეის ბარათი

პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.