სფეის ბარათი

სქროლით მოძრაობის 8 წესი, რომელიც აუცილებლად უნდა დაიცვა

ზაფხულის მოსვლა სფეისში განსაკუთრებულად აღვნიშნეთ: ალბათ უკვე გაიგებდი, ჩვენი, ვიზას და სქროლის დამეგობრების ამბავს და ისიც გეცოდინება, სქროლით მგზავრობის საფასურის სფეისის ვიზა ბარათით გადახდის შემთხვევაში, თანხის 30% მომენტალურად რომ გიბრუნდება.

გაითვალისწინე, ქეშბექს აქვს მაქსიმალური ლიმიტი – თვეში 100 ლარი.

ამ ბლოგში ეკოლოგიური ტრანსპორტით – სკუტერით გადაადგილების წესებზე მოგიყვებით და გასწავლით, როგორ გასქროლო უსაფრთხოდ.

პირველ რიგში, მგზავრობის დაწყებამდე, რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი უნდა გაითვალისწინო:

1. ხარ თუ არა სრულწლოვანი?

სქროლის გამოყენების სიმარტივის მიუხედავად, მისი მართვა არასრულწლოვნებისთვის არ არის ნებადართული. გასქროლვა შეგიძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ხარ 18 წლის, ან მეტის.

2. გასქროლე მარტომ და გაიკეთე ჩაფხუტი

თუ წყვილებმა ერთი სკუტერის სქროლვის რომანტიული სურათი წარმოიდგინეთ, სამწუხაროდ იმედები უნდა გაგიცრუოთ. გასქროლვისას აუცილებლად მარტო უნდა იდგე სკუტერზე, რომ უკეთ შეძლო მართვა და არც სხვას შეუქმნა საფრთხე. კიდევ უფრო მეტი დაცულობისთვის, გირჩევთ, გაიკეთო ჩაფხუტი.

თუ ამ რეკომენდაციებს გაითვალისწინებ, უკვე გასასაქროლადაც მზად იქნები. მოძრაობის დროს განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებს და ამაზეც მოკლედ მოგიყვებით:

3. გასქროლე ველობილიკზე, სამანქანო გზის მარჯვენა მხარეს ან ტროტუარზე

არ დაგავიწყდეს, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ყველა წესის დაცვა და ქუჩაში განთავსებული ნიშნების მიხედვით მოძრაობა. გზაზე გასქროლვისას ფრთხილად იყავი მანქანებთან, ტროტუარზე გადაადგილებისას კი ეცადე, ხელი არ შეუშალო ქვეითებს.

4. ნუ გამოიყენებ ტელეფონს და ყურსასმენს სქროლით მოძრაობის დროს

მაქსიმალური კონცენტრაციისთვის და იმისთვის, რომ მანქანების ან სხვა ტრანსპორტის მიღებული სიგნალი არ გამოგეპაროს, ჯობს არ გამოიყენო ტელეფონი და ყურსასმენები მართვისას. გირჩევთ, არ ატარო სკუტერი ცალი ხელით, რომ მარტივად შეძლო საჭის დამორჩილება.

5. ნუ დადგები სკუტერზე არაფხიზელ მდგომარეობაში

ხომ იცი, არაფხიზელ მდგომარეობაში შენი ყურადღება დუნდება, სკუტერის მართვისას კი კონცენტრაცია და მახვილი თვალი ყველაზე მეტად გჭირდება.

მას შემდეგ, რაც დანიშნულების ადგილს მიაღწევ, სკუტერის სწორად და უსაფრთხოდ დაპარკინგებაზე უნდა იზრუნო. ესეც ძალიან მარტივია:

6. აუცილებელი არაა, სკუტერი იქ დატოვო საიდანაც დაიწყე მგზავრობა

მთავარია, ყურადრებით და პასუხისმგებლობით მიუდგე ამ საკითხს. ეცადე, არ დაბლოკო ტროტუარები, ეზოების შესასვლელები, შშმ პირების გასასვლელები და სახანძრო ჰიდრანტები.

I am text block. Click edit button to change this text. Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Ut elit tellus, luctus nec ullamcorper mattis, pulvinar dapibus leo.

7. გააჩერე ველოსიპედისთვის ან სკუტერისთვის განკუთვნილ ადგილებზე

თუ ასეთ ადგილს ახლოს ვერ იპოვი, შეგიძლია შეარჩიო ადგილი ხეებთან, ქუჩის ნიშნებთან ან ტროტუარის კიდესთან ახლოს. ასევე, გაითვალისწინე, რომ უმჯობესია საჭე ქუჩის მხარეს იყოს მიმართული.

8. დარწმუნდი, რომ სკუტერი სწორ პოზიციაში დგას და არ წაიქცევა

სქროლის უკეთ და მყარად გაჩერებაში სკუტერის საყრდენი “ფეხიც” დაგეხმარება. ასევე, გირჩევთ, თავი აარიდო უსწორმასწორო ზედაპირებს, როგორებიცაა: ბალახი, მიწა, ქვები და ქვაფენილი.

სულ ესაა! ახლა უკვე მზად ხარ სფეისით გასქროლვისთვის, ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ!

    გამოიწერე სიახლეები და შეთავაზებები

    არასდროს გამოტოვო უახლესი ამბები სფეისიდან
    შესანიშნავია, შენ წარმატებით ჩაეწერე ჩვენ სიაში!
    უი, გამოწერის შეცდომა, გთხოვთ, სცადოთ მოგვიანებით.

    შემდეგი

    შეუკვეთე სფეის ბარათი

    პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

    სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

    დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.