ონლაინ სესხი

დაბადების დღის საჩუქრის 5 იდეა, 5 სხვადასხვა ინტერესის მქონე მეგობრისთვის

რამდენი ადამიანიც არსებობს, იმდენი განსხვავებული აზრიაო, ხომ გაგიგია. ალბათ დაბადების დღის საჩუქარზეც შეიძლება იგივეს თქმა: ყველას განსხვავებული გემოვნება, ინტერესები, სურვილები და შესაბამისად, საოცნებო დაბადების დღის საჩუქარი აქვს. ძალიან ახლო მეგობრისთვისაც კი ალბათ ამიტომ გვიჭირს ხოლმე საჩუქრის შერჩევა. გვინდა, რამე ისეთი ვუყიდოთ, რაც მასაც გაუხარდება, ჩვენც მოგვეწონება და თან ორიგინალური საჩუქარიც იქნება.

მოკლედ, ამ ბლოგში ვეცდებით, 5 განსხვავებული ინტერესის მქონე ადამიანისთვის, საჩუქრის იდეებით მოგამარაგოთ და ეს საპასუხისმგებლო მისია, სულ ცოტა მაინც გაგიმარტივოთ.

ინტერესი 1 – მუსიკა

ალბათ შენც გეყოლება ერთი მელომანი მეგობარი, რომელსაც სიმღერებისგან მისთვის იდეალური “ფლეილისთის” შექმნაზე ზრუნვა, ან საყვარელი ჯგუფის კონცერტზე წინა რიგში დასადგომად ფესტივალზე ადრე მისვლა არასდროს ეზარება. ასეთი მეგობრისთვის შეარჩიე საჩუქარი, რომელიც მუსიკაზე კიდევ უფრი მეტ ინფორმაციას მიაწვდის ან მოსმენის სრულიად ახალ გამოცდილებას მისცემს. მაგალითად, რომელიმე მუსიკოსის ავტობიოგრაფიული წიგნი, საყვარელი ინსტრუმენტი, ახალი ყურსასმენი და სხვა. თუ მისი საყვარელი ჯგუფის კონცერტი ახლოვდება, ბილეთებიც მშვენიერი საჩუქარი იქნება.

ინტერესი 2 – თანამედროვე ტექნოლოგიები

თუ შენს მეგობარს ტექნიკის გატესვა, მათზე მონაცემების მოძიება და ერთმანეთთან შედარება უყვარს, მაშინ მისთვის დაბადების დღის მილოცვა გაგიმარტივდება. ახალი ტელეფონი, ლეპტოპი, სმარტ ასისტენტი ან საათი, სახლის ჭკვიანი ტექნიკა, ყურსასმენი, ფოტოაპარატი, ფლეისთეიშენი… მოკლედ, ამ სიის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება.უბრალოდ, განსაზღვრე შენი სავარაუდო ბიუჯეტი და არჩევანის გაკეთებაც უფრო გაგიმარტივდება.

ინტერესი 3 – კულინარია

კულინარიული ექსპერიმენტების ჩატარება, ახალი რეცეპტების აღმოჩენა და ცნობილი შეფების მასტერკლასების ყურება თუ შენს მეგობარსაც უყვარს, შეგიძლია ამ საჩუქრებიდან რომელიმე შეარჩიო და დარწმუნებული იყო, რომ გაუხარდება: განსხვავებული ჭურჭელი, სამზარეულოსთვის საჭირო ხელსაწყოები და წვრილი ტექნიკა, კულინარიული წიგნი, პერსონალიზებული წინსაფარი, რომელიმე კულინარიული სკოლის გაკვეთილები.

ინტერესი 4 – მოგზაურობა

როცა მეგობრებთან ერთად დასასვენებლად მიდიხარ, ყოველთვის გამოჩნდება ერთი ადამიანი, რომელიც საკუთარ თავზე იღებს მთლიანი მოგზაურობის დაგეგმვას: ბილეთების დაჯავშვნას, სასტუმროების შერჩევას, მოსანახულებელი ადგილების სიის წინასწარ შედგენასა და აეროპორტში წასვლამდე მთელი სამეგობროს პასპორტების შემოწმებასაც კი. ასეთი მეგობრისთვის საუკეთესო საჩუქარი იქნება სალაშქრო ზურგჩანთა, ჩემოდანი, პასპორტის ჩასადები, გარე დამტენი ტელეფონისთვის, წელის ჩანთა და სხვა ნივთები, რომლებიც მის მოგზაურობას უფრო კომფორტულს გახდის.

ინტერესი 5 – მოდა

ისეთ მეგობარზე რას იტყვი, რომელისგანაც ყოველთვის ელოდები შენი ჩაცმულობის გაკრიტიკებას? ასეთი ადამიანისთვის საჩუქრის შერჩევის პროცესს განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მიუდგე, რადგან მან ზუსტად იცის, რა მოსწონს და სად შეუძლია მისი შეძენა. ასეთ შემთხვევებში ორი გზა არსებობს – მარტივი და შედარებით რთული.

 

1. მოძებნო ან სპეციალურად მისთვის დაამზადებინო უნიკალური აქსესუარი, რომელსაც ჩვეულებრივ მაღაზიებში ვერ შეხვდები. ასეთ ნივთების აღმოჩენა ვინტაჟურ მაღაზიებში შეგიძლია

2. თუ საჩუქრის შესარჩევად ბევრი დრო არ გაქვს და თან გინდა დარწმუნებული იყო, რომ საჩუქრის ადრესატი მას ნამდვილად გამოიყენებს, უყიდე მისი საყვარელი მაღაზიის ან მოლის ვაუჩერი. თან, ეს იდეა ბევრ პრობლემას პასუხობს: საჩუქარი დედას, საჩუქარი მამაკაცს, საჩუქარი გოგონებს, საჩუქარი შეყვარებულს, საჩუქარი თანამშრომელს

 

თუმცა, იდეალური საჩუქრის შესაძენად, ხშირად, ერთი ადამიანის ფინანსები საკმარისი არ არის ხოლმე. ზუსტად ამისთვის გამოგადგება სფეის ყულაბა, რომელიც ფულის შეგროვებასა და გადადებაში დაგეხმარება. მარტივად, გაუზიარებ მეგობრებს შენი ყულაბის ანგარიშს და დაიწყებთ ერთად შეგროვებას. თან, შეგიძლია, ავტომატური დაგროვების წესებიც ჩართო:ყულაბის გასახსნელად პირველ რიგში გადმოწერე სფეისის აპლიკაცია, გაიარე რეგისტრაციის მარტივი პროცესი მაქსიმუმ 5 წუთში, აპლიკაციის მთავარი გვერდიდან ჩამოსქროლე ქვემოთ და დააჭირე ყულაბის შექმნას. შეგიძლია ყულაბას სასურველი სახელიც დაარქვა და ისიც მიუთითო, რამდენის შეგროვება გინდა.

იმედია, ამ ბლოგის შემდეგ, საუკეთესო საჩუქრის ავტორი შენ იქნები!

    გამოიწერე სიახლეები და შეთავაზებები

    არასდროს გამოტოვო უახლესი ამბები სფეისიდან
    შესანიშნავია, შენ წარმატებით ჩაეწერე ჩვენ სიაში!
    უი, გამოწერის შეცდომა, გთხოვთ, სცადოთ მოგვიანებით.

    შემდეგი

    შეუკვეთე სფეის ბარათი

    პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

    სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

    დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.