დაბრუნება

10-sasiamovno-momentiArtboard-1-copy

10 სასიამოვნო მომენტი ჩვენს ყოველდღიურობაში

ალბათ უკვე გაიგე, ჩვენს ცხოვრებაში სფეის თამაში რომ გამოჩნდა. მისი მთავარი პრინციპია: აკეთო ის, რასაც ისედაც ყოველდღიურად, სიამოვნებით და მარტივად აკეთებ და ამაში კვირის ბოლოს ფული მიიღო. დეტალურად წესები შეგიძლია ნახო აქ.

ეს ბლოგი კი სწორედ ყოველდღიურ სასიამოვნო მომენტებს ეძღვნება, რომელშიც მართალია ჯერ ფულს არავინ გვჩუქნის, მაგრამ პატარა ბედნიერებებს მაინც გვანიჭებს.

მაშ ასე, წარმოგიდგენთ სფეისის რჩეულ 10 ყოველდღიურ სასიამოვნო მომენტს:

  1. როცა დამღლელი კვირის შემდეგ უცებ შაბათს გეღვიძება და ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფს გახსენდება, რომ დღეს და ხვალ არ მუშაობ.

via GIPHY

  1. როცა საყვარელი სერიალის ახალი სეზონი გამოდის.

via GIPHY

  1. როცა ტაქსიში ისეთი კარგი მუსიკაა ჩართული, ყურსასმენებს აღარ იკეთებ.

via GIPHY

  1. როცა პაპანაქება სიცხიდან გრილ ოფისში (ან სახლში) ბრუნდები.

via GIPHY

  1. როცა USB-ის პირველივე ცდაზე სწორად აერთებ.

via GIPHY

  1. როცა გამოძახებული საჭმელი იმაზე მალე მოდის, ვიდრე ელოდი.

via GIPHY

  1. როცა კარგად გამოძინებული იღვიძებ და სამსახურში წასვლამდე აივანზე ჩაის სვამ.

via GIPHY

  1. როცა ქუჩაში უცნობი გამვლელის საყვარელი ძაღლი წაგეთამაშება.

via GIPHY

  1. როცა ხელფასის დღეა.

via GIPHY

  1. როცა მაღაზიაში დილიდან ბედნიერ დღეს გისურვებენ.

via GIPHY

ჩვენის მხრივ კი, ისღა დაგვრჩენია, რაც შეიძლება მეტი ასეთი მომენტი გისურვოთ. არ უნდა დაგავიწყდეს, რომ ცხოვრება სწორედაც რომ პატარ-პატარა ბედნიერებებისგან შედგება და მხოლოდ შენზეა დამოკიდებული როგორ გამოიყენებ მიღებულ ენერგიას.

დაგვალაიქე და გაიგე პირველმა ჩვენი სიახლეების შესახებ

ლინკი კოპირებულია კვლავ დაკოპირება

გადმოწერე სფეისი

break;