სფეისი

10 სასიამოვნო მომენტი ჩვენს ყოველდღიურობაში

ალბათ უკვე გაიგე, ჩვენს ცხოვრებაში სფეის თამაში რომ გამოჩნდა. მისი მთავარი პრინციპია: აკეთო ის, რასაც ისედაც ყოველდღიურად, სიამოვნებით და მარტივად აკეთებ და ამაში კვირის ბოლოს ფული მიიღო. დეტალურად წესები შეგიძლია ნახო აქ.

ეს ბლოგი კი სწორედ ყოველდღიურ სასიამოვნო მომენტებს ეძღვნება, რომელშიც მართალია ჯერ ფულს არავინ გვჩუქნის, მაგრამ პატარა ბედნიერებებს მაინც გვანიჭებს.

მაშ ასე, წარმოგიდგენთ სფეისის რჩეულ 10 ყოველდღიურ სასიამოვნო მომენტს:

  1. როცა დამღლელი კვირის შემდეგ უცებ შაბათს გეღვიძება და ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფს გახსენდება, რომ დღეს და ხვალ არ მუშაობ.
2. როცა საყვარელი სერიალის ახალი სეზონი გამოდის. 3. როცა ტაქსიში ისეთი კარგი მუსიკაა ჩართული, ყურსასმენებს აღარ იკეთებ. 4. როცა პაპანაქება სიცხიდან გრილ ოფისში (ან სახლში) ბრუნდები. 5. როცა USB-ის პირველივე ცდაზე სწორად აერთებ. 6. როცა გამოძახებული საჭმელი იმაზე მალე მოდის, ვიდრე ელოდი. 7. როცა კარგად გამოძინებული იღვიძებ და სამსახურში წასვლამდე აივანზე ჩაის სვამ. 8. როცა ქუჩაში უცნობი გამვლელის საყვარელი ძაღლი წაგეთამაშება. 9. როცა ხელფასის დღეა. 10. როცა მაღაზიაში დილიდან ბედნიერ დღეს გისურვებენ.ჩვენის მხრივ კი, ისღა დაგვრჩენია, რაც შეიძლება მეტი ასეთი მომენტი გისურვოთ. არ უნდა დაგავიწყდეს, რომ ცხოვრება სწორედაც რომ პატარ-პატარა ბედნიერებებისგან შედგება და მხოლოდ შენზეა დამოკიდებული როგორ გამოიყენებ მიღებულ ენერგიას.

    გამოიწერე სიახლეები და შეთავაზებები

    არასდროს გამოტოვო უახლესი ამბები სფეისიდან
    შესანიშნავია, შენ წარმატებით ჩაეწერე ჩვენ სიაში!
    უი, გამოწერის შეცდომა, გთხოვთ, სცადოთ მოგვიანებით.

    შემდეგი

    შეუკვეთე სფეის ბარათი

    პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

    სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

    დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.