სფეისი

მეამბოხე ბრენდი ანუ ის, რაც გვცვლის

რამდენჯერ გამოგიჭერია საკუთარი თავი, ჯერ კიდევ ახალგაღვიძებული, ნახევრად დახუჭული თვალებით Facebook-ის სქროლვისას, თითქოს ამ საქმის გადადება ერთი წუთითაც არ შეიძლება… აშკარაა, რომ 21-ე საუკუნის ადამიანები სიახლეებიისკენ მუდმივად ვისწრაფვით, გვინდა გავიგოთ იმაზე მეტი, ვიდრე გუშინ ვიცოდით. ვცდილობთ, ფეხი ავუწყოთ სამყაროს განვითარების თავბრუდამხვევ ტემპს და გვინდა, თავადაც შევცვალოთ ის.

სამყაროს განვითარების მიმართულებას დიდწილად დღეს ე.წ. Disruptive ბრენდები განსაზღვრავენ. ალბათ ხშირად გსმენია ეს ტერმინი, ან იქნებ არც გსმენია, მაგრამ ვფიქრობთ, დაგაინტერესებს. ამიტომ მივუძღვენით ეს ბლოგი Disruptor-ებს. ეს ტერმინი კი ბევრი ფიქრის შემდეგ, ქართულად ასე ვთარგმნეთ – მეამბოხე ბრენდები.

ზოგადადად, რა არის ბრენდის მეამბოხეობის მთავარი იდეა? მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის პროცესი, როდესაც მცირე ზომის კომპანია, სტარტაპი, ბაზარზე პოულობს თავისუფალ ნიშას და ქმნის ინოვაციურ პროდუქტს, სრულად ახალ კატეგორიას, რომელიც მომხმარებლის ქცევის ცვლილებასაც იწვევს და ბაზარს თამაშის ახალ წესებს სთავაზობს.

დღეს ყველაზე პოპულარული მეამბოხე ბრენდებია Airbnb, Netflix, Tesla, Virgin და სხვა.

მაინც რა განასხვავებს მეამბოხე ბრენდებს სხვებისგან და რა ახასიათებთ მათ?

გულუბრყვილობა და გამოუცდელობა

უცნაურია, მაგრამ გულუბრყვილობა და გამოუცდელობა, ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა მეამბოხე ბრენდებისთვის. ჯერ კიდევ ახალბედა კომპანიებს აქვთ უნარი, არასტანდარტული გადაწყვეტა მოიფიქრონ უკვე დიდი ხნის წინ წარმოშობილ პრობლემაზეც. აი, წარმოიდგინე, რა რთულია, როცა ერთსა და იმავე საქმეს საათობით აკეთებ. იქნებ მუსიკას წერ და მისი მელოდია უკვე სულ თან გდევს, ან იქნებ კოდის წერაში ათენებ ღამეებს… შენც შეამჩნევდი, რომ რაც უფრო დიდ დროს უთმობ ერთ საქმეს, მით უფრო რთულია, მას ხარვეზები უპოვო. მეამბოხე ბრენდები ჯერ კიდევ მომხმარებლის თვალით უყურებენ ბაზარს და ხედავენ იმ შეცდომებს, რომლებსაც ლიდერები დიდი ხანია ვეღარ ამჩნევენ.

ბაზრის საზღვრების გაფართოება

მეამბოხე ბრენდები ბაზრის საზღვრებს აფართოებენ, ახალ შესაძლებლობებს ქმნიან, კონკურენციას ამრავალფეროვნებენ. შეიძლება ითქვას, რომ ინოვატორები დიდ კორპორაციებს ერთი წუთიც კი არ აძლევენ მოდუნების საშუალებას, უბიძგებენ მათ მუდმივი განვითარებისკენ… საბოლოოდ კი, მომხმარებელი თავისი პრობლემის გადაწყვეტის უკეთეს, მარტივ და ეფექტურ საშუალებებს იღებს.

მომხმარებლის ქცევის შეცვლა

მეამბოხე ბრენდები ქმნიან ისეთ პროდუქტს ან სერვისს, რომელიც ცვლის მომხმარებლის კარგად გამჯდარ ქცევას და ახალ ჩვევას უყალიბებს მას. ამის საუკეთესო მაგალითია სოციალური ქსელები, რომლებიც ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცნენ.

ცარიელ მოედანზე შესვლა

ჰო, მეამბოხეებისთვის თავისუფლება ისე არ მოდის. შექმნილი ბრენდების დიდი ნაწილი წარმატებას ვერასდროს აღწევს. დაფიქრდი, რამდენად რთულია, გაუმკლავდე უამრავ დაბრკოლებას და წინააღმდეგობას, რომელსაც ბაზრის ლიდერები ხელოვნურად ქმნიან, შეცვალო მომხმარებლის აზროვნება, ჩაანაცვლებინო მათ ძველი პროდუქტი ახლით. მოკლედ, ფაქტია რომ ინოვატორებს ნამდვილად უნდა სჯეროდეთ იმის, რასაც ისინი აკეთებენ.

ზრდასთან ერთად, მეამბოხე ბრენდების მთავარი გამოწვევაა ის, რომ არ იქცნენ მოსაწყენ კორპორაციებად და სიახლის მაძიებელი, მეამბოხე სულისკვეთება რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნონ.

სულ ეს არის, რისი მოყოლაც ახლა შევძელით მეამბოხე ბრენდებზე. თუ დაგაინტერესებს, მოგვწერე და შევეცდებით, უფრო დეტალური ბლოგიც მივუძღვნათ ამ თემას. შენ როგორ ფიქრობ, შეიძლება თუ არა, სფეისიც მეამბოხე ბრენდებს შორის მოვიაზროთ?

არ გეგონოს, რომ მეამბოხეობა მარტივი საქმეა

როდესაც მეამბოხე ბრენდები მომხმარებლის ყურადღებასა და სიყვარულს დაიმსახურებენ, ბაზრის ძირითადი მოთამაშეებიც ინდომებენ მათ მოედანზე გადასვლასა და ასპარეზობას. ახალ კატეგორიაში კონკურენციის ზრდა მეამბოხე ბრენდებისთვის წარმატების მთავარი ნიშანია.

მათი მიმბაძველების გაჩენა

მთავარი განმასხვავებელი ნიშანი, რითაც ეს ბრენდები ხასიათდებიან არის ის, რომ მათი შექმნის პირველ ეტაპზე ისინი არ ჰყვებიან ცდუნებას, შევიდნენ იმ მოედანზე, სადაც უკვე კარგად დამკვიდრებული კომპანიები იბრძვიან და სადაც აშკარა დამარცხება ელით, არამედ პოულობენ ცარიელ მოედანს, რომელსაც ეს ძველი კომპანიები ვერც კი ხედავენ.

    გამოიწერე სიახლეები და შეთავაზებები

    არასდროს გამოტოვო უახლესი ამბები სფეისიდან
    შესანიშნავია, შენ წარმატებით ჩაეწერე ჩვენ სიაში!
    უი, გამოწერის შეცდომა, გთხოვთ, სცადოთ მოგვიანებით.

    შემდეგი

    შეუკვეთე სფეის ბარათი

    პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

    სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

    დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.