სფეის ბარათი

5% ქეშბექი კვების ობიექტებში – მუდმივი შეთავაზება სფეისისგან

სფეისის ვიზა ბარათის სუპერ ძალებისა და უსასრულო შესაძლებლობების შესახებ ალბათ ჩვენგან, ან შენი გარშემომყოფებისგან ერთხელ მაინც გსმენია. დღეს გადავწყვიტეთ, რომ დროა, სფეის ქეშბექზე კიდევ უფრო მეტი მოგიყვეთ და შეგახსენოთ, რატომ უნდა სცადო სფეის ბარათი აუცილებლად.

რა შემთხვევაში დავიბრუნებ 5% ქეშბექს?

ძალიან მარტივია – უბრალოდ გადაიხადე სფეის ბარათით კვების ნებისმიერ ობიექტში და მომენტალური 5% ქეშბექი შენია. თუ გარეთ გასვლას სახლში მყუდროდ მოკალათება და შენი საყვარელი კერძების Wolt-ით ან Glovo-თი გამოძახება გირჩევნია, არც ესაა პრობლემა. გამოიძახე რაც გინდა, სფეის ბარათით გადახდილი თანხის 5% ბარათზე სულ რამდენიმე წამში დაგიბრუნდება.

აქვს მნიშვნელობა სად მივირთმევ ან რას გამოვიძახებ?

ხომ იცი, როგორ არ გვიყვარს სფეისში შეზღუდვები. ამ შემთხვევაშიც სრულიად თავისუფალი ხარ არჩევანში. სფეის ბარათით მსოფლიოს მასშტაბით ნებისმიერ კვების ობიექტში გადახდისას დაიბრუნებ თანხას. რა თქმა უნდა, Wolt-ისა და Glovo-ს შემთხვევაშიც თავისუფალი ხარ არჩევანში. თან, ამ შემთხვევაში ქეშბექი სუპერმარკეტებიდანაც დაგიბრუნდება ?

კიდევ რა უნდა ვიცოდე ქეშბექის შესახებ?

მნიშვნელოვანია გაითვალისწინო, რომ სფეის ქეშბექს აქვს ყოველთვიური ლიმიტი, 100 ლარი. ეს ნიშნავს, რომ თვის განმავლობაში, თუ შენ მიერ დაგროვილი ქეშბექი 100 ლარს მიაღწევს, ამავე თვეში გადახდილ თანხაზე მეტი ფული უკან აღარ დაგიბრუნდება.
აქვე, არ დაგავიწყდეს, ქეშბექს არა მხოლოდ ბარათით, არამედ სფეის სტიკერით გადახდის შემთხვევაში მომენტალურად დაიბრუნებ.

ქეშბექის დაბრუნებასთან ერთად, ფულის მოგებაზე რას იტყვი?

ის თუ იცი, დახარჯული თანხის უკან დაბრუნებასთან ერთად, სფეის ბარათის აქტიურად გამოყენებისთვის ყოველ პარასკევს 150 ლარამდე მოგების შანსიც რომ გაქვს?

ახლავე აგიხსნით ყველაფერს. სფეისში გვაქვს ლოიალობის პროგრამა, რომელსაც სფეის თამაშს ვეძახით. სფეის ბარათისა და სხვა სერვისების ხშირად გამოყენებისთვის სფეის თამაში გაჯილდოვებს ფულით. თამაში ყოველკვირეულია – პარასკევიდან პარასკევამდე. ფულის მოსაგებად კვირის განმავლობაში უნდა გადაიხადო სფეის ბარათით და მოიხმარო სხვა პროდუქტები. შედეგად, დაგერიცხება ვარსკვლავები. მაგალითად, სფეის ბარათით კვების ნებისმიერ ობიეტქში გადახდილ 50 ლარზე, 500 ვარსკვლავს მიიღებ.

როდის და რა შემთხვევაში დავსაჩუქრდები ფულით?

კვირის ბოლოს დაგროვილი ვარსკვლავებით თუ 300 ლიდერის სიაში იქნები, ჩათვალე, გარანტირებული ფული შენია. რაც უფრო მეტი ვარსკვლავი გაქვს, მით ზემოთ ხარ რეიტინგში და იგებ მეტ ფულს – მაქსიმუმ 150 ლარს და მინიმუმ 5 ლარს. მოგებული თანხა ყოველ პარასკევს 18:00 საათზე გერიცხება შენი რეიტინგის შესაბამისად. შემდეგ, ვარსკვლავები ნულდება და თამაშსაც თავიდან იწყებ.

რა უნდა ვიცოდე სფეის ბარათზე?

არ გეგონოს, რომ სფეის ბარათის შესაძლებლობები ამით ამოიწურა. მომდევნო ბლოგებში მისი სხვა სუპერ ძალების შესახებაც მოგიყვებით.

მანამდე, თუ სფეის ბარათის შეკვეთას გადაწყვეტ, რამდენიმე საჭირო ინფორმაციას მოგაწვდით:

  • სფეის ბარათს უკვეთავ სრულიად უფასოდ, პირდაპირ აპლიკაციიდან და მოგვაქვს იქ სადაც გვეტყვი, მთელს საქართველოში
  • ბარათს არ აქვს არანაირი ყოველთვიური საკომისიო
  • სფეის ბარათით საკომისიოს გარეშე გადაიხდი კომუნალურებს
  • თიბისის, ვითიბის, ხალიკ, ბაზის ბანკის ბანკომატებშიც უფასოდ გაანაღდებ ფულს

ბედნიერი სფეისელობა!გაითვალისწინე, კვების 5%-იანი ქეშბექის შეთავაზება დასრულდა 2021 წლის 5 აგვისტოს.

    გამოიწერე სიახლეები და შეთავაზებები

    არასდროს გამოტოვო უახლესი ამბები სფეისიდან
    შესანიშნავია, შენ წარმატებით ჩაეწერე ჩვენ სიაში!
    უი, გამოწერის შეცდომა, გთხოვთ, სცადოთ მოგვიანებით.

    შემდეგი

    შეუკვეთე სფეის ბარათი

    პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

    სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

    დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.