სფეისი

განახლებული სფეისი – v1.2.0

ალბათ ცხოვრებაში ხშირად გქონია იმის განცდა, რომ რაღაცები იმდენადაა გართულებული, მეტი ფიზიკურად შეუძლებელია. მაგალითად, პირველ პაემანზე ხარ და უცებ ის გეუბნება: “იცოდი რომ ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლისას სისტემის ΔU შინაგანი ენერგიის ცვლილება ტოლია გარე ძალთა A მუშაობისა და სისტემაზე გადაცემული Q სითბოს რაოდენობის ჯამის?”. შენ კი ისიც არ იცოდი, რომ ამ რესტორანში ამხელა ფასები იყო, არათუ თერმოდინამიკის პირველი კანონი. ნეტავ ვინმეს გაეფრთხილებინე ან ერთზე, ან – მეორეზე.

შენზე რომ იყოს დამოკიდებული, აუცილებლად ბევრ რამეს გაამარტივებდი და გააუმჯობესებდი. არა? მგონი, კი. და რა თქმა უნდა სწორიც იქნებოდი. ვის რაში სჭირდება ზედმეტი სირთულე, როცა ყოველდღიურ ცხოვრებაშიც არ გვაკლია ათასი საფიქრალი? ან იცნობ კი ვინმეს, ვისაც სპეციალურად უყვარს რაღაცების გართულება? (კარგი ჰო, კომენტარებში არ დათაგო ოღონდ, ეწყინება ?).

მოკლედ, მავანნი ამბობენ ყველაფერი გენიალური მარტივიაო და მავანთ “მარტივი” ესმით როგორც “პრიმიტიული”, რაც თავისთავად არასწორია. გინდოდეს სიმარტივე, სულაც არ ნიშნავს, იყო პრიმიტიული. პირიქით – გინდოდეს სიმარტივე, ნიშნავს პოულობდე მოკლე და უსაფრთხო გზას შინ მისასვლელად.

ჩვენც, სფეისში, მაქსიმალურად ვცდილობთ ვიპოვოთ ის მოკლე გზები, რომლებიც ასე გჭირდება ყოველდღიურ ცხოვრებაში, განსაკუთრებით მაშინ, როცა სფეისს იყენებ.

[ისმის დაძაბული მუსიკა]

ქალბატონებო და ბატონებო…

[დაძაბული მუსიკა იმატებს]

…თქვენ წინაშეაააა…

[დაძაბული მუსიკა ჩერდება]

…სფეისის განახლებული ვერსია, სადაც თქვენი ტოპ მოთხოვნები გავითვალისწინეთ და გამოვასწორეთ:

1. ანგარიშზე გადარიცხვა

რაც გავეშვით, იმ დღიდან მხოლოდ ბარათიდან ბარათზე გადარიცხვა შეგეძლო, რასაც, მოდი ვაღიაროთ, მშვენივრად იყენებ მთელი ეს პერიოდი. რატომაც არა, როცა მთელი კვირის განმავლობაში, 24 საათი ნებისმიერ ბარათზე შეგიძლია გადარიცხვა და თვალის დახამხამებაში გიჯდება. მაგრამ შენ გინდოდა, რომ ანგარიშის ნომრითაც გაგეკეთებინა იგივე… ჰოდა, გილოცავთ დაბადების დღეს… კიარადა, უბრალოდ გილოცავთ, იმიტომ რომ დღეიდან უკვე თავისუფლად შეგიძლია ანგარიშის ნომრით გადარიცხვა

2. ბარათის გააქტიურება აპლიკაციით

გახსოვს ის დრო, ოსმალეთის იმპერიის სულთანი კონსტანტინოპოლში რომ შეიჭრა და ბიზანტია რუკიდან გააქრო? ან ის დრო, ბარათის პინ კოდი კონვერტში ჩადებული კოდის სმს-ის გაგზავნით რომ უნდა მოგეთხოვა? ჩვენთან პინის მოთხოვნა თავიდანვე აპლიკაციით ხდებოდა, თითის ერთი დაჭერით, მაგრამ, რა თქმა უნდა წასულ დროზე გაჩერება არ შეიძლება და ჩვენ ეს პროცედურაც გავამარტივეთ. ახლა უკვე ბარათის ბანკომატში მოთავსებაც აღარ გჭირდება. საკმარისია, პინი მოითხოვო და ეგაა, ბარათი გააქტიურებულია

3. ინდ. მეწარმეების რეგისტრაცია უკვე შესაძლებელია

იმდენი განაწყენებული წერილი მივიღეთ ამ საკითხზე, ჰარი პოტერს არ მიუღია თავის დროზე მაგდენი ? ქვეყანაში, სადაც ანტრეპრენერული სულისკვეთება უკვე ისე ჩქეფს, რომ სადაცაა კალაპოტიდან გადმოვა, ნამდვილად არ შეიძლებოდა მსგავსი შეზღუდვა. ასე რომ, ანტრეპრენერებო მთელი ქვეყნისა – შეერთდით და გახდით სფეისელები ?

4. პასპორტით რეგისტრაცია

აქამდე სფეისში მხოლოდ ახალი პირადობით შეგეძლო რეგისტრაცია. ამ საკითხზეც იმდენი წერილი მივიღეთ, რომ ჰარი პოტერს… ა, ეგ უკვე ვთქვით. ასეა თუ ისე, დეველოპერებმა ღამეები ისევ ათენეს, რომ განახლებულ ვერსიაში ეს ფუნქცია დაგვემატებინა და ჰოი, გადამწვარო ყავის აპარატო, ასეც მოხდა <3 თუ პირველ ეტაპზე მცირე ხარვეზები აღმოაჩინეთ ძალიანაც ნუ გაგვიბრაზდებით, ეგეც მალევე გამოსწორდება (როგორც კი ახალ აპარატს ვიყიდით).

5. შენი პროფილი

დღეიდან ასევე შეგიძლია აპლიკაციაში ნახო და შეცვალო შემდეგი მონაცემები – დამსაქმებელი, ხელფასი, ელ. ფოსტა. ბარემ აქვე იქნები და ასევე შეგიძლია ნახო შენი რეგისტრაციის თუ სასესხო ხელშეკრულებებიც.

6. ტრანზაქციების ისტორია

ალბათ გაინტერესებს, ამდენი ხანი რატომ არ გვქონდა. ჩვენც. სინამდვილეში, ძალიან ვნერვიულობდით ამ საკითხზე და განახლებულ სფეისში უკვე მარტივად შეგიძლია ნახო შენი გადარიცხვების ისტორია, როგორც კი მთავარ გვერდზე დიდი წრე რომ გვაქვს, მაგას დააჭერ თითს

როგორც ხედავთ და როგორც წინა ბლოგებში დაგპირდით, ჩვენ ერთ ადგილზე არ ვჩერდებით. წინ კიდევ ბევრი სფეისური მოგზაურობა გველის, მანამდე კი კომფორტულად მოკალათდით და გაუმჯობესებული ხედით დატკბით ?

    გამოიწერე სიახლეები და შეთავაზებები

    არასდროს გამოტოვო უახლესი ამბები სფეისიდან
    შესანიშნავია, შენ წარმატებით ჩაეწერე ჩვენ სიაში!
    უი, გამოწერის შეცდომა, გთხოვთ, სცადოთ მოგვიანებით.

    შემდეგი

    შეუკვეთე სფეის ბარათი

    პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

    სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

    დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.