5 დისკომფორტი, რომელსაც სქროლი მოგიგვარებს

1. თავს აარიდებ საცობებს
ყოველდღიური მგზავრობისას, ყველაზე მეტად რა გიფუჭებს ხასიათს? ალბათ, პირველი რაც გაგახსენდა გადატვირთული გზები და საათობით საცობში დგომაა. სქროლის სკუტერით გადაადგილებისას მანქანები და მათ მიერ შემქნილი საცობები ვეღარაფერს დაგაკლებენ. შეგიძლია გასქროლო საითაც გაგიხარდება და შენი მოქნილი ელექტრო სკუტერით თავს აარიდებ ნებისმიერ ასეთ დაბრკოლებას.
2. დაივიწყებ პარკირების პრობლემას
თუ მანქანით ხშირად მგზავრობ, ვინ იცის, რამდენ წრეზე გივლია პარკირების ადგილის საპოვნელად. ხშირად ზუსტად ამ ადგილის ძებნაში ვაგვიანებთ სამსახურში, მეგობართან, ვახშამზე და კიდევ უამრავ ადგილას. საცობებთან ერთად, შეგიძლია პარკირების პრობლემაც დაივიწყო, რადგან სქროლის გაჩერებას ნებისმიერ ადგილას შეძლებ, ოღონდ, დარწმუნდი, რომ გადაადგილებაში ვინმეს არ შეუშლი ხელს. თან, რაც უფრო მეტი ადამიანი გასქროლავს და მანქანას სახლში დატოვებს, ქალაქში პარკირების ადგილები გათავისუფლდება და ტროტუარებზე უხერხულად გაჩერებული ნაკლები მანქანა შეგვხვდება.
3. იზრუნებ ეკოლოგიაზე
რადგან სქროლი ელექტრო სკუტერია, ის არავითარ საწვავს არ მოიხმარს და შესაბამისად, არც აბინძურებს გარემოს. ასე, რომ ყოველთვის როცა გადაადგილებისთვის სქროლს აირჩევ, იცოდე რომ ამით ჩვენს ქალაქზე და ზოგადად ეკოლოგიაზე ზრუნავ.
4. უკეთ გაიცნობ ქალაქს
თუ დაფიქრებულხარ ცხოვრების თანამედროვე რიტმში, რამდენი რამე გრჩება შეუმჩნეველი? მათ შორის, შენთვის აქამდე უცნობი ქუჩები და ნაცნობი ქუჩების უცნობი ადგილები. გასქროლვისას ხშირად ისეთ ადგილას ხვდები, მანქანით რომ არასდროს გაივლიდი და თან გარემოსთან უფრო უშუალო შეხება გაქვს, შესაბამისად, ყოველდღიურად შეგიძლია ახალი აღმოჩენების გაკეთება.
5. დაზოგავ დროს
იცი რომ მსოფლიოში, ადამიანები საცობებში წელიწადში საშუალოდ 119 საათს ატარებენ, ხოლო პარკირების ადგილის ძიებაში დაახლოებით 90 საათს? სწორედ ამ დროს დაზოგავ სქროლთან ერთად. ისიც გაითვალისწინე, რომ ამ 209 საათში ბენზინი გეხარჯება, რაც ზედმეტად დახარჯულ ფულს და უფრო დაბინძურებულ ქალაქს ნიშნავს.
ახლა, როცა უკვე იცი სქროლის უპირატესობების შესახებ, სფეისის, სქროლის და ვიზას დამეგობრება აღარ გაგაკვირებს. გადავწყვიტეთ, მგზავრობის უკეთესი ალტერნატივის ხელმისაწვდომობისთვის კომფორტული გარემო შეგიქმნათ და სწორედ ამიტომ საერთო აქცია მოვიფიქრეთ. 19 ივნისიდან 19 სექტემბრის ჩათვლით, თუ გასქროლავ და სფეისის ვიზა ბარათით გადაიხდი, თანხის 30%-ს მომენტალურად დაიბრუნებ სფეის ბარათზე!
გაითვალისწინე, ქეშბექს აქვს მაქსიმალური ლიმიტი – თვეში 100 ლარი.
სასიამოვნო და უსაფრთხო გასქროლვას გისურვებ!